Jump to content
×
×
  • Create New...

იაპონიის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-ს აფრთხილებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_776497762-300x200.jpg

იაპონიის მარეგულირებელი ციფრული ვალუტის ბირჟას, Bybit-ს აფრთხილებს.

ოფიციალური გაფრთხილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Bybit-ი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კრიპტოვალუტის ბირჟაა, იაპონიაში არარეგისტრირებულ კრიპტო მომსახურებას აწარმოებს.

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ Bybit-ს ოფიციალური გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ქვეყანაში რეგისტრირებული არ არის.

”ასეთი საყვედური არარეგისტრირებული ბიზნესის წარმოებისთვის დიდი ხანია არ მომხდარა. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ, რომ მარეგულირებლის ყურადღება Bybit-ის აგრესიულმა მარკეტინგმა მიიპყრო. ეს კი სცილდება ჩვეულებრივი დანაშაულებისთვის განკუთვნილი ზომების მიღებას, რადგან მოხდა მათი ვებ – გვერდის და იაპონური IP–ს დაბლოკვა.“ – აცხადებს ნორბერტ გეჰერკი, ტექნიკური ჰაბის “ტოკიო ფინტექის” დამფუძნებელი.

მისი თქმით, უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის მიერ წარმოებული საქმიანობა არ არის იაპონელი ინესტორებისთვის კანონიერად განკუთვნილი. შესაბამისად, თუ ისინი განახორციელებენ ინვესტირებას კომპანიის ვებ-გვერდზე ინვესტორები ვეღარ ისარგებლებენ აღნიშნული საიტით, რადგან მათი მისამართები ავტომატურად დაიბლოკება.

The post იაპონიის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-ს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share