Jump to content
×
×
  • Create New...

„DeFi-ზე თავდასხმა დაგეგმილი და კარგად ორგანიზებულია“- Binance Smart Chain-ის დეველოპერები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Binance Smart Chain-ზე დაფუძნებული DeFi-ს პროტოკოლებზე გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, დეველოპერებმა პროექტების შემქმნელებს მრავალსაფეხურიანი შემოწმებების შემოღებისკენ მოუწოდეს.

წელს ჰაკერების თავდასხმების შედეგად დაზარალდა პროექტები: PancakeBunny, Cream Finance, bEarn, Bogged Finance, Uranium Finance, Meerkat Finance, SafeMoon, Spartan Protocol და BurgerSwap.

ცოტახნის წინ ამ ჩამონათვალს პროტოკოლი Belt Finance შეუერთდა, რომელმაც გასული შაბათ-კვირის განმავლობაში 50 მილიონამდე BUSD დაკარგა. Binance Smart Chain-ის დეველოპერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა თავდასხმები  ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს.

„ცოტახნის წინ სწრაფი კრედიტების გამოყენებით რვა თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს კარგად ორგანიზებული ჰაკერების ნახელავია, რომლებსაც Binance Smart Chain მიზანში ჰყავთ ამოღებული. ახლა BSC-ს რთული პერიოდი უდგას, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპერებს სიფრთხილე გამოიჩინონ და რისკების ასაცილებლად საჭირო ზომებს მიმართონ.“- დაწერეს BSC-ს წარმომადგენლებმა ტვიტერზე.

მათ  DeFi-ს პროტოკოლების შემქმნელებს მოუწოდეს მჭიდროდ ითანამშრომლონ სააუდიტო კომპანიებთან და საკუთარი სისტემების მუშაობის გამართულობა არაერთგზის შეამოწმონ. თუ სტარტაპი სხვა პროექტის ფორკს წარმოადგენს, მიზანშეწონილია სმარტ კონტრაქტებში კოდის ორმაგი და საჭიროების შემთხვევაში სამმაგი შემოწმებაც. გარდა ამისა, Binance Smart Chain-ის დეველოპერები პროექტებს გაუთვალისწინებელ სიტუაციებში მოქმედების გეგმის წინასწარ შედგენას და ჰაკერთა თავდასხმის შედეგად მომხმარებლების ზარალის ანაზღაურებისთვის კომპენსაციის პროგრამის მოფიქრებას ურჩევენ. ამ მიზნით შესაძლოა სპეციალური სარეზერვო ფონდები შეიქმნას.

გასულ კვირას ანალიტიკურმა კომპანიამ CipherTrace ქსელში საეჭვო ტრანზაქციების აღმოსაჩენად Binance Smart Chain-ის მხარდაჭერა დაამატა. დეველოპერები იმედოვნებენ რომ ეს Binance Smart Chain-ის მიმართ ნდობას გაზრდის.

წყარო: https://bits.media

The post „DeFi-ზე თავდასხმა დაგეგმილი და კარგად ორგანიზებულია“- Binance Smart Chain-ის დეველოპერები appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   263 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 261 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(3)
    • Chrome(15)
    • Seth
    • GoogleAssociationService(2)
    • Googlebot(3)