Jump to content
×
×
  • Create New...

ახალი მთავრობის 12 წევრიდან 11 ძველია


 Share

Recommended Posts

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, თუმცა ახალი მხოლოდ ერთია იუსტიციის მინისტრი. დანარჩენი კაბინეტის 11 წევრი პრემიერ გახარიას ჩათვლით ძველია. მეათე მოწვევის ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობის ამ შემადგენლობას ნდობა 85 ხმით გამოუცხადა, წინააღმდეგი არავინ იყო. მთავრობის ძველ-ახალი შემადგნელობა ასე გამოიყურება: გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი (09.2019-დან) ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრი (09. 2016-) მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის მინისტრი (03.2018- დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრი (06.2018-) ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი (06.2018-) ნათელა თურნავა - ეკონომიკის მინისტრი (04.2019-) ეკა ტიკარაძე - ჯანდაცვის მინისტრი (06.2019-) ვახტანგ გომელაური - შსს მინისტრი (09.2019-) ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის მინისტრი (09.2019-) მიხეილ ჩხენკელი - განათლების მინისტრი (11.2019-) თეა ახვლედიანი - უპორტფელო მინისტრი (08.2020-) გოჩა ლორთქიფანიძე - იუსტიციის მინისტრი (12.2020-) პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის იგივე შემადგენლობის წარდგენა ახალ პარლამენტში არის სრულად ლოგიკური „გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ, მაშინ, როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში. დღეს ჩვენი ვალდებულებებია, ბოლომდე მივიყვანოთ ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს. ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილებები“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერ გახარიას ძველ-ახალი კაბინეტის ახალ სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ჰქვია. ოთხწლიანი პროგრამის მთავარი ამოცანად -  2024 წელს, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებაა მიჩნეული. პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნებს და პარლამენტში არ შედის, ახალ მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევს. „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს: „ეს მთავრობა ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს და ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატი მიცემული, არამედ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან, ის იგივე პოლიტიკას გააგრძელებს იგივე ადამიანების მეშვეობით“ - ამბობს კაპანაძე. ახალი კაბინეტის დამტკიცების დროს პრემიერმა მთავრობის მცირე სტრუქტურულ რეფორმა დაანონსა, ორი წლისა და ხუთი თვის შემდეგ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ისევ გამოიყოფა. ეს 2021 წლის თებერვლამდე მოხდება, თუმცა ვინ იქნება კაბინეტის მე-13 მინისტრი ჯერ უცნობია.

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share