Jump to content
×
×
  • Create New...

„ბიტკოინი რეგულირებას ვერ ასცდება“- შვედეთის ცენტრალური ბანკი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

შვედეთის ცენტრალური ბანკის (Riksbank) მმართველის აზრით ბიტკოინი იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ მარეგულირებლის კონტროლს ვერ ასცდება.

სტეფან ინგვესის (Stefan Ingves) განაცხადებით, ციფრული აქტივების პოპულარობა ცენტრალურ ბანკებსა და კანონმდებლებს შორის დაძაბულობას ამძაფრებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინი  მთელს მსოფლიოში დიდი მოთხოვნით სარგებლობს, დიდია მისი უკანონო საქმიანობისთვის გამოყენების ალბათობაც. ამიტომ მარეგულირებლების წინაშე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მწვავე პრობლემა დგას.

ინგვესი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ციფრული აქტივისთვის, რომელიც იმთავითვე ტრადიციული ფინანსური სისტემისთვის გვერდის ასავლელად შეიქმნა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შემუშავება ურთულესი ამოცანაა.

 2024 წლისთვის ევროკავშირი გეგმავს შეიმუშაოს კომპლექსური სამართლებრივი ბაზა, რომელიც განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის (DLT) განვითარებისთვის შექმნის პირობებს და შესაძლებელს გახდის კრიპტოაქტივების ფინანსურ სექტორში გამოყენებას. გარდა ამისა, ეს რეგულაციები უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

ამასობაში შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული კრონის ტესტირებაზე კომერციულ ბანკ Handelsbanken-თან თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა. მანამდე Riksbank-ი  სახელმწიფო ციფრული ვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავდა.

წყარო: https://bits.media

 

The post „ბიტკოინი რეგულირებას ვერ ასცდება“- შვედეთის ცენტრალური ბანკი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   232 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 231 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Seth
    • YandexBot(2)
    • GoogleAssociationService(2)
    • Googlebot(3)