Guest Merlin Posted 2 ივნისი, 2021 Posted 2 ივნისი, 2021 Marvel-მა Avengers: Endgame-ისა და Spider-Man: Far From Home-ის გამოშვებით მესამე ფაზა ოფიციალურად დაასრულა. ხანმოკლე პროცესის მიუხედავად, კომპანიისთვის ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა. ამ ფაზაში Marvel-მა 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა. ახალმა ეტაპმა სათავე 2021 წლის იანვრიდან აიღო და, სავარაუდოდ, 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მეოთხე ფაზის პირველი პროექტი, რომელიც უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, WandaVision-ია. სერიალი Disney+-ის პირველი პროექტია. მოქმედება Marvel-ის სამყაროში მიმდინარეობს. სიუჟეტი სუპერგმირების – Scarlet Witch-ისა და Vision-ის გარშემო ვითარდება და ფანებს უამრავ სიურპრიზს უმზადებს. სერიალს მალე ფილმიც, კაპიტან ამერიკის სპინოფი, The Falcon and The Winter Soldier მოჰყვა. მთავარი როლები ფანებისთვის ნაცნობმა სახეებმა – ენტონი მაკიმ და სებასტიან სტენმა შეასრულეს. მსოფლიო მასშტაბით ფილმისგან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Marvel-ის შემდეგი ნაბიჯი ასევე პოპულარულ პერსონაჟზე, შავ ქვრივზე, გადაღებული ფილმი იქნება, რომელიც ამერიკაში 9 ივლისს გამოვა. საინტერესოა, რომ კომპანიას სწორედ ამ ფილმით სურდა მეოთხე ფაზის დაწყება, თუმცა, პანდემიის გამო გეგმები შეეცვალათ. Black Widow-ს რეჟისორი ქეით შორთლენდია, მთავარ როლებს კი სკარლეტ იოჰანსონთან ერთად დევიდ ჰარბორი, ფლორენს პუი და რეიჩელ ვაისი ინაწილებენ. სულ ცოტა ხნის წინ Disney-ისა და Marvel-ის საერთო პროექტის – Eternals-ის თრილერი გავრცელდა. ფილმში როლებს ისეთი ვარსკვლავები შეასრულებენ, როგორებიც ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და ჯემა ჩანი არიან. შოუს ეპიზოდების გადაღებას კი წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი რეჟისორი ქლოი ჟაო ითავებს. ეს Marvel-ის სამყაროზე შექმნილი რიგით 26-ე ფილმი იქნება. სიუჟეტურად ფილმი Endgame-ის შემდეგ მიმდინარეობს და მოგვითხრობს უცხოპლანეტელთა უკვდავი რასის წევრებზე, რომლებიც კაცობრიობის დასაცავად ერთიანდებიან. The post Marvel-ის მეოთხე ფაზა დაიწყო appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა