Guest Merlin Posted 1 ივნისი, 2021 Posted 1 ივნისი, 2021 ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც კრიპტობირჟებზე სავაჭრო მოცულობა 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. მაისში კი, ისტორიაში პირველად სავაჭრო მოცულობამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. წამყვან კრიპტობირჟებზე საერთო სავაჭრო მოცულობამ 1 ტრილიონ დოლარს პირველად თებერვალში გადააჭარბა. ამასთან, თუ თებერველში მაჩვენებელმა 1.23 ტრილიონი შეადგინა, მარტში ეს მაჩვენებელი 1,17 ტრილიონამდე შემცირდა. აპრილში მაჩვენებელი 1.66 ტრილიონამდე გაიზარდა, ხოლო მაისში 2.2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/06/310521_exch_trading_volume.jpg Binance ბაზარზე მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. მაისში პლატფორმაზე გარიგებების მოცულობამ 1.5 ტრილიონს გადააჭარბა, რაც კრიპტობირჟების საერთო სავაჭრო მოცულობის ორ მესამედს შეადგენს. კრიპტო პლატფორმებიდან, რომლებიც ფიატურ ფულზე ვაჭრობენ ამერიკული ბირჟა Coinbase ლიდერობს, 198 მილიარდი დოლარის გარიგებებით. აღსანიშნავია, რომ ივნისში კრიპტობირჟებზე სავაჭრო მოცულობის კლება არის მოსალოდნელი. ამას ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაინინგის შესაძლო აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს უკავშირებენ. მოსალოდნელი შეზღუდვების ფონზე ჩინეთში პოპულარობას გარე ვაჭრობა იკრებს. წყარო: https://bits.media The post კრიპტობირჟებზე სავაჭრო მოცულობამ 2 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა