Jump to content
×
×
  • Create New...

„კრიპტოვალუტები დიდი პრობლემაა“- ირლანდიის ცენტრალური ბანკი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

როგორც ირლანდიის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა ტოპ მენეჯერმა, დერვილ როულენდმა (Derville Rowland) განაცხადა, კრიპტოვალუტები მარეგულირებლებისთვის „დიდი პრობლემა“ გახდა.

„კრიპტო აქტივები საკმაოდ სპეკულაციური, არარეგულირებადი ინვესტიციებია. ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ასეთ აქტივებში დაბანდებისას შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ.“- თქვა როულენდმა.

როულენდს ადრეც აღუნიშნავს, რომ ევროპელი მარეგულირებლების მხრიდან კრიპტო ინვესტიციების მიმართ ყურადღების გაზრდის მოლოდინშია. მისი თქმით, ასეთი ინვესტიციები ძალიან ჰგავს აზარტულ თამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  მათი რეგულირება აუცილებელია.

ივლისში როულენდი ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ბაზრების საზედამხედველო ორგანოს (FSMA) ინვესტიციების მართვის მუდმივ კომიტეტში,  რომელიც ფინანსური სექტორისთვის რეგულაციების შემუშავებაზეა პასუხისმგებელი, ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

მარტში ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტო ფირმებისთვის ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ მიმართული კანონები აამოქმედა. აპრილიდან კომპანიებს მომხმარებლებისთვის სპეციალური შემოწმების ჩატარება ევალებათ. 

წყარო: https://bits.media

 

The post „კრიპტოვალუტები დიდი პრობლემაა“- ირლანდიის ცენტრალური ბანკი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share