Jump to content
×
×
  • Create New...

პირველ ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_760705603-300x200.jpg

სამშაბათს, პირველ ივნისს, ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლოდროინდელი ფასის კლების შემდეგ ციფრული ვალუტის ფასებს მატება არ განუცდია.

დღეს ბიტკოინის კურსი 36.100 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 37.400 დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 6%-ით შემცირდა.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 42.1%, ხოლო ეთერიუმის – 18.7% შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსმა დაახლოებით 4%-ით მოახერხა გაუმჯობესება. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 2.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ივნისს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 603 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

The post პირველ ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share