Jump to content
×
×
  • Create New...

ტაილანდში DeFi-სთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისათვის შესაძლოა, ლიცენზია დაწესდეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების უკანასკნელი მცდელობისას, ტაილანდის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, ამჯერად, ყურადღება დეცენტრალიზებული ფინანსებისკენ გადაიტანა.

Bangkok Post-ის თანახმად, ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ გამოაცხადა, რომ DeFi-სთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისათვის შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ფინანსური მარეგულირებლისგან ლიცენზია გახდეს საჭირო.

უახლესი მარეგულირებელი ინიციატივა Thai DeFi პროტოკოლის ამოქმედების შემდეგ მოდის. პლატფორმის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პროტოკოლმა 18 მილიონი დოლარი მოიზიდა, ხოლო TUK– ის ნიშნების ბოლო ვაჭრობა 1,93 აშშ დოლარად განხორციელდა, რაც მომენტალურად 7,1 მილიონი აშშ დოლარის მოგების საწინდარი გახდა.

აღნიშნული აქტივობიდან გამომდინარე, ამჯერად, სექტორი ტაილანდის მარეგულირებლისაგან მკაცრ შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ტაილანდის ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა ბიზნესის განვითარების გეგმის ფარგლებში დეცენტრალიზებული ფინანსების სერვისებზე ექსპერიმენტები დაიწყო.

Bangkok Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამას Kasikornbank-ის ტექნიკური შვილობილი კომპანია, Kasikorn Business Technology Group-ი ახორციელებს. ბანკის DeFi–ს გეგმების კომენტირებისას, Kasikornbank-ის თავმჯდომარემ, რუანგროჯ პუნპოლმა განაცხადა:

”DeFi წელს KBank ჯგუფის მთავარი საძიებო პროგრამაა. პროექტი განიხილება ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში.”

The post ტაილანდში DeFi-სთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისათვის შესაძლოა, ლიცენზია დაწესდეს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share