Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის თრეიდინგი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„თამაშებს იგებენ ის მოთამაშეები, რომლებიც ფოკუსირდებიან სათამაშო მოედანზე და არა ისინი, რომელთა თვალებიც მიპყრობილია ტაბლოზე“, – ამბობს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინვესტორი უორენ ბაფეტი. მან $100 მილიარდი ფინანსური აქტივების მოედანზე – ფასიან ქაღალდებში ინვესტირებით დააგროვა.

ფინანსური აქტივების ყიდვა-გაყიდვას მსოფლიოში საუკუნოვანი ისტორია აქვს. საქართველოში კი ონლაინვაჭრობის ეს სფერო ჯერჯერობით არცთუ ისე პოპულარულია. თრეიდინგის, ანუ ბირჟებზე ვაჭრობის პრინციპები მარტივია – იყიდო იაფად და გაყიდო უფრო ძვირად.

მიუხედავად სიმარტივისა, ბირჟაზე ვაჭრობა არ ჰგავს მაღაზიაში შოპინგს: აქციების შესაძენად და გასაყიდად საჭიროა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის დახმარება, რომელიც თრეიდერის სახელით ივაჭრებს. თრეიდერი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი (სრულწლოვანი) ფიზიკური ან იურიდიული პირი.

თრეიდინგი სპეციალურ სავაჭრო პლატფორმებზე მიმდინარეობს. სწორედ მათზე წვდომისთვისაა საჭირო საბროკერო კომპანია. ამასთან, საბროკერო კომპანია თრეიდერს სავაჭრო ინსტრუმენტების არჩევანს სთავაზობს. ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტები ვალუტა და ფასიანი ქაღალდებია. ამ შემთხვევაში ოპერაციები ხორციელდება საფონდო ბაზარზე, ხოლო ვალუტის შემთხვევაში – სავალუტო ბაზარზე.

სავალუტო ბაზარზე მოვაჭრეები მოგებას გაყიდვისა და ყიდვის ფასებს შორის სხვაობის გათვალისწინებით იღებენ. გამოცდილი თრეიდერები ამბობენ, რომ მოგების მისაღებად, უმჯობესია ვალუტის გაყიდვა ფასის ზრდის პერიოდში, ყიდვა კი – ფასის კლების დროს. იგებს ის, ვინც დაკვირვებით ადევნებს თვალს ბაზრის ტენდენციებს და მზად არის მოქმედებისთვის.

რაც შეეხება საფონდო ბაზარს, ამ პლატფორმებზე მრავალი სახეობის პროდუქტი იყიდება. ელექტრონულ საფონდო ბაზარზე შესაძლებელია ოქროს, ნავთობის, ხორბლისა და სხვა პროდუქტის შეძენა. ეს პროდუქცია აქციების სახით ივაჭრება. აქციების ფასი კი ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით მერყეობს.

საქართველოში 10-მდე საბროკერო კომპანიაა, რომლებიც თრეიდერებს მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე წვდომასა და ელექტრონულ ვაჭრობას სთავაზობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი დახმარებით, თრეიდერებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობაც აქვთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, თრეიდინგის პროცესში უმთავრესი იარაღი სიფრთხილე და საბაზისო პრინციპებში გარკვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის კონცეფცია მარტივია, მთელი სირთულე წარმატებულად ვაჭრობაში მდგომარეობს, რასაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორი თრეიდერებს აფრთხილებს: 

„წესი პირველი: არ დაკარგო ფული. წესი მეორე: გახსოვდეს წესი პირველი.“ უორენ ბაფეტი.

The post რა არის თრეიდინგი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share