Guest Merlin Posted 1 ივნისი, 2021 Posted 1 ივნისი, 2021 გელათის სამონასტრო კომპლექსს ყოველდღიურად გამოუსწორებელი ზიანი ადგება. არასწორად ჩატარებული სარეაბილიტაციო და გადახურვის სამუშაოების გამო ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა. უნიკალური ფრესკები ჯერ დასველდა, შემდეგ კი გამოშრა და ჩამოცვივდა. პრობლემა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირად კონტროლზე აიყვანა. შეიქმნა ხუროთმოძღვრების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ისტორიული ძეგლის აღდგენაზე იმუშავებს. ზაფხულში იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაც. გელათის რეაბილიტაცია წლებია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით მიმდინარეობს. 2020 წლის თებერვალ-მარტში ცნობილი გახდა, რომ გადახურვის სამუშაოები წარუმატებელი გამოდგა. ტაძრის ქვედა კალთაზე მოჭიქულმა კრამიტმა ზამთარს ვერ გაუძლო. დაზიანებული სახურავის კადრები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაავრცელა ორგანიზაციამ ევროპა ჩვენი სახლია. პასუხისმგებლობა შემსრულებელ ორგანიზაციას – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს დაეკისრა, რომელმაც შეცდომები აღიარა და მათი გამოსწორების პირობა დადო. ამ დროს რეაბილიტაციისთვის უკვე 400 000 ლარზე მეტი იყო დახარჯული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის ხელმძღვანელის – გია სოსანიძის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, მაგრამ განსაკუთრებით შემსრულებელ კომპანიას, რომელმაც გუმბათი ხარისხიანი კრამიტით გადახურა, მკლავები კი – უხარისხოთი. ამის შემდეგ შემუშავდა გადახურვის დროებითი პროექტი და უძველესი მოხატულობის გადასარჩენად ტაძრის ნაწილი თუნუქის ფირფიტებით გადაიხურა. თუმცა, რამდენიმე კვირაში ძლიერმა ქარმა ტაძრის დასავლეთ მკლავს თუნუქის სახურავის ფრაგმენტი მოაძრო და ისტორიული ნაგებობა კვლავ საფრთხის წინაშე დადგა. თათა კაჭკაჭიშვილი / რადიო თავისუფლებათათა კაჭკაჭიშვილი / რადიო თავისუფლება მიმდინარე წლის იანვრიდან გადახურვის ხარვეზების გამოსწორება სხვა კომპანიას გადააბარეს – სამუშაოებს ბაგინეთი + ახორციელებს. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და იკორთა 2007 კი 12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზების გამოსწორება. 2020 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად დაიწყო გამოძიება. უნდა დადგინდეს, შეესაბამებოდა თუ არა რეაბილიტაციისას რეალურად გაწეული სამუშაოები პროექტით განსაზღვრულს და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა. 19 მაისს ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ტაძარში წყალი ისევ ჩადის. ამ ფაქტს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა და ბრიფინგზე ყველას მოუწოდა, „ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე”, რადგან ეს უფრო აზიანებს ფრესკებს. ვიდეოს შესახებ განცხადება გააკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც და აღნიშნა, რომ „არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება“. თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე საზიანო ექსპერიმენტები მიმდინარეობდა, რამაც ძეგლი დააზიანა. მას გამოეხმაურა საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი და სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი, რომელმაც მისი ამ პოსტებზე საქმიანობის პერიოდში გელათში გაკეთებულ სამუშაოებს ვრცელი პოსტი მიუძღვნა და წარმატებით განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩამოთვალა. თათა კაჭკაჭიშვილი / რადიო თავისუფლებაგელათის რესტავრაციის პროცესი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ფინანსდებოდა მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ. ჯერ კიდევ 2003 წელს აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, უნიკალური ფრესკების მიკრობიოლოგიური დაზიანებების ლაბორატორიულად აღწერისა და მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, ჩატარდა კვლევები. გაუმჯობესდა ფრესკების გამოსახულება და აღმოიფხვრა ისეთი ბიოლოგიური დაავადებები, როგორებიცაა სოკო და მარილი. გელათის მონასტერი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. რეაბილიტაციის დაწყებამდე, მძიმე დაზიანებების გამო, იგი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელთა არსებობასაც საფრთხე და სიიდან ამოღება ემუქრებოდათ. რა ბედი ელის ისტორიულ ნაგებობას და მის უძველეს მოხატულობას, ჯერ კიდევ უცნობია. ბოლო იმედად საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა რჩება. თეა წულუკიანის თქმით, UNESCO-ს თანხმობა ამ საკითხზე საქართველოს მიღებული აქვს და ივნისში ერაყიდან ჩამოვა იტალიელი სპეციალისტი, რომელიც გელათის სახურავს შეისწავლის. თუმცა, დრო არ იცდის და უნიკალური მხატვრობა ყოველდღიურად ნადგურდება, ჩამოცვენილი ფრესკების ნაწილებს კი გვიან და სხვა ნარჩენებთან ერთად წვავენ. The post 500 სიტყვაში: რა ხდება გელათში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა