Guest Merlin Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრიპტო კომპანიების კაპიტალი ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად იზრდება. ცოტა ხნის წინ, Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომანია SIRQLMA, რომელიც სიდიდთ მეორე სტაბილკოინის, USDC-ს შემქმნელია, 440 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კერძო კაპიტალის, ინსტიტუციური და სტრატეგიული ინვესტორებისგან მოიზიდა, რაც მას სიის პირველ ნომრად გახდომის საშუალებას აძლევს. მეორე ადგილის დაკავება ციფრული ვალუტის მაინინგის მიმწოდებელმა კომპანიამ, Bitmain-მა მოახერხა, რომელიც 2018 წელს ერთ-ერთ უმსხვილეს დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდა, რა დროსაც 422 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. BlockFi იკავებს მესამე ადგილს 350 მილიონიანი რაუნდით. Dapper Labs-ი და Blockchain.com-ი მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან, შესაბამისად, 305 და 300 მილიონი დოლარის ინვესტიციებით. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სიის 12 უმსხვილესი ინვესტიციიდან 5 მათგანი 2021 წელს განხორციელდა. The post კრიპტოვალუტის კომპანიების კაპიტალი გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა