Jump to content
×
×
  • Create New...

ინდონეზია სტაბილკოინის გამოშვებას გეგმავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Frances-Central-Bank-Digital-Currency-CB

ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ციფრული ვალუტის გამოშვებას ქვეყნის ციფრული გადახდების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე გეგმავს.

ბანკის ხელმძღვანელმა, პერი ვარჯიომ აღნიშნა, რომ ინდონეზიის ცენტრალური ბანკი ციფრული რუპიის ვალუტის, როგორც იურიდიული გადახდის ინსტრუმენტის, ამოქმედებას გეგმავს.

ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუპია ჯერჯერობით ერთადერთი კანონით მიღებული ვალუტაა ქვეყანაში და ინდონეზიის ბანკი ცდილობს დაარეგულიროს ციფრული ვალუტა და მისი გადახდები ისე, როგორც ეს მიმდინარე პერიოდშია ტრადიციული ვალუტით მოწესრიგებული.

პერი ვარჯიოს თანახმად, ცენტრალური ბანკი ახლა სწავლობს ციფრული რუპიის პოტენციურ სარგებელს, მათ შორის მის გავლენას მონეტარული პოლიტიკისა და გადახდის სისტემებზე. ბანკი ასევე ფინანსური ინფრასტრუქტურის მზაობის შეფასებას იწყებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიური პოტენციალიც შეფასდეს.

პრესკონფერენციაზე ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუზუსტებია ციფრული ვალუტის განვითარების ზუსტი თარიღები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მარეგულირებელი სააგენტო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Bappebti, განიხილავს გადასახადის დაწესებას კრიპტოვალუტის ყველა ოპერაციაზე, რომელიც ქვეყანაში რეგულირებად ბირჟებზე მიმდინარეობს.

The post ინდონეზია სტაბილკოინის გამოშვებას გეგმავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share