Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანელ სამართალდამცავებს მარიხუანას ფერმის ნაცვლად ხელში სამაინინგო ფერმა შერჩათ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

უესტ-მიდლენდის პოლიციამ მარიხუანას წარმოების აღკვეთის მიზეზით რეიდი განახორციელა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც დაკვირვება მიმდინარეობდა მარიხუანას ფერმის ნაცვლად უკანონო სამაინინგო ფერმა იყო განთავსებული.

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი ყურადღება ლოკაციის მიმართ „კანაფის ფერმის მეპატრონეთათვის ჩვეულმა ქცევამ“ მიიპყრო. ამაში ლოკაციის საეჭვო პირების მიერ ხშირი მონახულება და მათი მხრიდან საეჭვო მოქმედება იგულისხმებოდა. ოფიცრებმა, რომლებიც ლოკაციას აკვირდებოდნენ ნარკოფერმაში ჩხრეკის ჩატარების ორდერი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ადგილზე კრიპტოვალუტების მოპოვება ხდებოდა.

„ცხადია, რომ ეს ის არ არის რასაც ვეძებდით! ვფიქრობ, ეს მაქსიმუმ რიგით მეორე სამაინინგო ფერმაა უესტ-მიდლენდსში.“- განაცხადა ბრიტანული პოლიციის სერჟანტმა, ჯენიფერ გრიფინმა (Jennifer Griffin)

პოლიციის მონაცემებით, ფერმის მფლობელები Bitmain AntMiner S9 100-მდე ASIC- მაინერს იყენებდნენ. ეს მოწყობილობები 2016-2019 წლებით თარიღდება და საკმაოდ მოძველებულია. თუმცა თითოეულს დღეში დაახლოებით 1.5$-ის გამომუშავება შეუძლია. 

წყარო: https://bits.media

 

The post ბრიტანელ სამართალდამცავებს მარიხუანას ფერმის ნაცვლად ხელში სამაინინგო ფერმა შერჩათ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share