Guest Merlin Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმი დაიმონი (Jamie Dimon) არ აპირებს ბიტკოინის თაობაზე აზრი შეიცვალოს. მან განაცხადა, რომ ბიტკოინში ინვესტირებას არავის ურჩევს. აშშ-ს კონგრესის ფინანსური სერვისების კომიტეტის მიერ გამართულ ონლაინ მოსმენაზე ჯეიმი დაიმონმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბიტკოინი არ არის უზრუნველყოფილი რაიმე სახის აქტივით. მას კი „არ სჯერა, რომ ასეთ აქტივს ღირებულება შეიძლება გააჩნდეს.“ „ჩემი პირადი და პერსონალური რჩევაა – თავი შორს დაიჭირეთ ამისგან.“ – ასე უპასუხა მან ოჰაიოს შტატის დეპუტატის, უორენ დევიდსონის (Warren Davidson) კითხვას. დაიმონის სიტყვებით, ეს მისი პირადი პოზიციაა და არ გამოხატავს JPMorgan-ის კლიენტების აზრს. იმაზე, რომ ბანკის ხელმძღვანელობისგან კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესის არ ქონის მიუხედავად კლიენტების მხრიდან ციფრული აქტივების მიმართ მზარდი ინტერესია, მას ადრეც უსაუბრია. „მაგალითად, პირადად მე არ ვარ მარიხუანას მომხმარებელი. მაგრამ თუ ის ქვეყნის მასშტაბით ლეგალური გახდება, მე არ დავიწყებ ხალხის გადარწმუნებას, რომ ამ ბიზნესში არ ჩადონ ფული. მე არ ვურჩევ ადამიანებს როგორ განკარგონ საკუთარი ფული, მხოლოდ იმას ვამბობ რასაც თავად ვგრძნობ.“ JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მარეგულირებლები კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე ყურადღებას გაამახვილებენ და ამ დარგისთვის ნორმატიულ ბაზას შეიმუშავებენ. წყარო:https://bits.media The post „თავი შორს დაიჭირეთ ბიტკოინისგან“- JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა