Jump to content
×
×
  • Create New...

Cardano-ს დეველოპერებმა Alonzo-ს პირველი სატესტო ვერსია აამოქმედეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Alonzo-ს პირველი სატესტო ვერსია, რომელიც Cardano-ს ბლოკჩეინზე ჩაეშვა, სექტემბრისთვის დაგეგმილი სმარტ კონტრაქტების ფუნქციის გააქტიურების მორიგი ნაბიჯია.

Cardano-ს დეველოპერების განცხადებით, სატესტო ქსელი Alonzo Blue წარმატებით ამოქმედდა და ჯერ მხოლოდ პულის სტეიკინგის შეზღუდული რაოდენობის ოპერატორებისთვის, პროგრამა Plutus-ის მონაწილეებისთვის და ასევე რამდენიმე პარტნიორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

Plutus-ის სმარტ კონტრაქტების ასამოქმედებლად, რომლებიც დეცენტრალიზებული ფინანსური აპლიკაციების ფართო სპექტრით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა, ბლოკჩეინის დეველოპერებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.  Cardano-ს ბლოკჩეინზე ჰარდფორკ Alonzo-ს ამოქმედების წინამორბედი გეგმის მიხედვით, განახლება აგვისტოში უნდა ყოფილიყო გააქტიურებული. თუმცა, როგორც IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ ჰოსკინსონმა ადრე განაცხადა, გასათვალისწინებელი იყო შესაძლო შეფერხებები .

Alonzo-ს ამოქმედების განახლებული გეგმის მიხედვით, სმარტ კონტრაქტები ძირითად ქსელში სექტემბერში უნდა ჩაეშვას. 90 დღიანი მოსამზადებელი პერიოდი სამ შუალედურ ფაზას – Alonzo Blue-ს, Alonzo White-ს და Alonzo Purple-ს აერთიანებს. მომდევნო მოსამზადებელ ეტაპებზე მეტი მომხმარებლის მოზიდვა და ქსელის პროდუქტიულობის გამოცდა იგეგმება.

 

წყარო: https://bits.media

 

The post Cardano-ს დეველოპერებმა Alonzo-ს პირველი სატესტო ვერსია აამოქმედეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share