Guest Merlin Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 მძლავრი აღზევების შემდეგ ბიტკოინის ფასი მცირდება. აპრილში კრიპტოვალუტის ღირებულებამ რეკორდულ $63 ათასს გადააჭარბა. ამჟამად კი 1 ბიტკოინის ფასი $40 ათასის ფარგლებშია. ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ვარდნის ერთ–ერთ მიზეზად ჩინეთის ფაქტორი სახელდება. ქვეყანამ ბანკებს კრიპტოვალუტის მიღება და ნებისმიერი მომსახურების გაწევა აუკრძალა. ჩინეთმა კრიპტოვალუტა ინდუსტრიების შავ სიაში ჯერ კიდევ 2019 წელს შეიყვანა. ამ სიაში მოხვედრილი ჩინური ინდუსტრიები რამდენიმე მიზეზით იკრძალება. მათ შორისაა მარეგულირებელ ნორმებთან შეუთავსებლობა, საფრთხის შემცველობა, რესურსების არაეფექტიანად ხარჯვა და გარემოს დაბინძურება. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ხელს უწყობს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და „ფულის გათეთრების“ რისკებს აჩენს. შედეგად, 2019 წლიდან ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალულია (ამის მიუხედავად, მსოფლიო მაინინგის 75%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის). კრიპტოვალუტის შესუსტების კიდევ ერთ მიზეზად TESLA–ს დამფუძნებელი ილონ მასკი იქცა. მისი განცხადებით, მომხმარებლები ბიტკოინის გამოყენებით TESLA–ს ავტომობილების ყიდვას ვეღარ შეძლებენ. მიზეზად მაინინგი და გარემოსდაცვითი საკითხები დასახელდა – ციფრული ვალუტა ენერგიის ინტენსიური ათვისების შედეგად მიიღება, რაც ხშირად ნახშირით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებას გულისხმობს. ამ განცხადებისთანავე, კრიპტოვალუტა 12%-ით გაუფასურდა. არადა, მარტში ელექტრომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს მანქანების ბიტკოინებით შეძენის საშუალებას მისცემდა. განცხადების შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა და $50 ათასიანი ნიშნულიდან აპრილში რეკორდულ $63-ათასიან ზღვარს გადააბიჯა. დღეისთვის ვირტუალური ვალუტის დახარჯვის შესაძლებლობები შედარებით მცირეა. თუმცა, მისი არასტაბილურობის მიუხედავად, მზარდია იმ კომპანიებისა და ინდუსტრიების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს ბიტკოინით გადახდის საშუალებას აძლევენ. მათ შორისაა Microsoft, AXA Insurance, Starbucks, Amazon, Visa, PayPal, airBaltic და სხვ. ზოგიერთი კომპანიის მხრიდან კრიპტოვალუტის მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად, ბაზრის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ჩინეთის მიდგომა სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ და კრიპტოვალუტა შეზღუდონ. „აქამდე დასავლეთის მარეგულირებლები საკმაოდ მოდუნებული იყვნენ ბიტკოინის მიმართ, მაგრამ ეს შეიძლება მალე შეიცვალოს და მათ ჩინეთის მაგალითი გაითვალისწინონ. თანაც, ცენტრალური ბანკები საკუთარი ციფრული ვალუტების შემუშავებისკენ დგამენ ნაბიჯებს“, – აცხადებს უდიდესი საინვესტიციო პლატფორმის – Markets.com–ის ანალიტიკოსი ნილ უილიამსონი. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის მიმართ შეზღუდვების დაწესება დაიწყო ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმაც. ხელისუფლება ადგილობრივ ბანკებს კრიპტოვალუტის მიმართ სხვადასხვა აკრძალვას უწესებს. არცთუ იმედისმომცემი ფაქტორების მიუხედავად, ბიტკოინის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ კრიპტოსამყარო ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და წინ დიდ მასშტაბებზე გასვლა ელის. The post ჩინეთი კრიპტოვალუტის წინააღმდეგ appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა