Jump to content
×
×
  • Create New...

2015-19 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16,5 მილიონის შრომის ანაზღარუება გაიცა


Recommended Posts

  • ფორუმელი
2015-19 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16,5 მილიონის შრომის ანაზღარუება გაიცა admin Fri, 05/28/2021 - 14:25

26 მაისს საბჭომ 4 ახალი წევრი აირჩია და კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები.

არჩევნების ჩატარებით, საბჭომ უარყო შარლ მიშელის შეთანხმების, დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის საელჩოს მოთხოვნები.

საბჭოს მიერ საქმიანობის არაეფექტურად განხორციელების მიუხედავად, 2015-2019 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურება.
 
2019 წელს, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შრომის ანაზღაურება 54%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. თუმცა საბჭოს საქმიანობის შეფასების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭო მისიაში აღნიშნული ამ ჩანაწერისაგან განსხვავებულად მოქმედებს და არათუ დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცებას, არამედ სასამართლოში არსებული კლანის გაძლიერებას უწყობს ხელს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა მოსახლეობის ნდობის დეფიციტი სასამართლოსადმი. გამოკითხულთა 53% ფიქრობს რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხოლო 48% აზრით სასამართლო მიკერძოებულია, 43% კი იზიარებს მოსაზრებას, რომ სასამართლო მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გავლენის ქვეშ იმყოფება.

საბჭოს ქმედებებმა არაერთხელ ცხადყო სურვილი გაეძლიერებინათ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება, რასაც არაერთი ფაქტი მოწმობს, მათ შორის აღსანიშნავია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრების პირველი პროცესი სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გაიმართა, შემდგომ კი საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები წარედგინა პარლამენტს ასარჩევად.

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა და კრიტიკის ობიექტი იყო როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდა დეპუტატებს მხარი არ დაეჭირათ არც ერთ კანდიდატისთვის.

2020 წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის მეორე კრიტიკული ანგარიში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შესახებ, სადაც გაკრიტიკებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღნიშნულია, რომ საბჭოს “პროცესის რეგულირებისათვის საკმარისად არ უსარგებლია მინიჭებული უფლებამოსილებით უზრუნველყო ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი”.

საკუთარი პოზიციების და გავლენიანი ჯგუფის შენარჩუნება/გაძლიერების სურვილი საბჭომ კიდევ ერთხელ, ნათლად გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგემა, მათგან ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. 26 მაისს, საბჭომ არჩევნები დანიშნა, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი, სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული, წევრი აირჩა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შეჩერების თხოვნით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ხოლო, აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია ივლისამდე გადადებისაკენ და იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეწყვიტისაკენ მოუწოდა.

ამასთანავე, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, პირდაპირ არის მითითებული სასამართლოს ამბიციური რფორმის შესახებ. შეთანხმება მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმას, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული. საბჭომ 26 მაისს არჩევნების ჩატარებით კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი, რათა განემტკიცებინა საკუთარი ძალაუფლება.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს საქმიანობის კრიტიკული შეფასების მიუხედავად აქტიურად იზრდება საბჭოს შრომის ანაზღაურება. 2015-2019 წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუდმივად იზრდებოდა. 2019 წელს 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით შრომის ანაზღაურება 54%-ით არის გაზრდილი.

2015-2017 წლებში საბჭოში შრომის ანაზრაურების დიდ ნაწილს პრემია-დანამატები შეადგენდა. მაგალითად: 2015 წელს შრომის ანაზღაურების 38% დაიხარჯა პრემია დანამატებში, 2016 წელს - 35%, 2015 წელს - 33%. თუმცა მოგვიანებით 2017 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სიტყვა პრემია საერთოდ იქნა ამოღებული კანონიდან და პირმა, შრომის ანაზღაურების გარდა, შეიძლება მიიღოს დანამატი ან ფულადი ჯილდო.

განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე 2018-2019 წლებში საბჭოში პრემიის ნაცვლად მხოლოდ დანამატები გაცემა მოხდა და ამ შემთხვევაშიც გაცემული დანამატების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხების ზრდის პროპორციულად არ იზრდება საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხი.

2019 - საბჭოში დასაქმებული იყო 155 ადამიანი. შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 3,854,075 ლარი, აქედან დანამატი 423,803 ლარი იყო. პრემია-დანამატებზე გაიცა შრომის ანაზღაურების 10%.

2018 - საბჭოში დასაქმებული იყო 112 ადამიანი. შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 2,971,940 ლარი, აქედან დანამატი 387,591 ლარი იყო. პრემია-დანამატებზე გაიცა შრომის ანაზღაურების 13%

2017 - საბჭოში დასაქმებული იყო 98 ადამიანი. შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 2,224,113 ლარი, აქედან პრემია 676,665 ლარი, დანამატი კი 75,189 ლარი იყო. პრემია-დანამატებზე გაიცა შრომის ანაზღაურების 33%

2016 - საბჭოში დასაქმებული იყო 72 ადამიანი. შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 2,100,000 ლარი, აქედან პრემია – 668,575 ლარი, დანამატი – 75,600 ლარი. პრემია-დანამატებზე გაიცა შრომის ანაზღაურების 35%.

2015 - საბჭოში დასაქმებული იყო 66 ადამიანი. შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 2,100,000 ლარი. აქედან პრემია – 728,725 ლარი, დანამატი - 75,600 ლარი. პრემია-დანამატებზე გაიცა შრომის ანაზღაურების 38%

წყარო:

დასკვნა-https://bit.ly/2QO808X

პასუხი - https://bit.ly/2T0o4EF

ფინანსები- https://budgetmonitor.ge/ka/costs

კვლევა https://bit.ly/3vxgiUQ

შეთანხმების დოკუმენტი https://bit.ly/3fSTdFv

დიპლომატების მიმართვა https://bit.ly/3fv3BEt

აშშ ელჩის მიმართვა https://bit.ly/2Sy0Qc8

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/191881595_2962988217309942_1770691257501889169_n.jpegმაისი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share