Guest Merlin Posted 28 მაისი, 2021 Posted 28 მაისი, 2021 ამერიკელმა მილიარდერმა კარლ აიკანმა (Carl Icahn), რომელიც წარსულში კრიპტოვალუტების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, აზრი შეიცვალა და ბაზრის პოტენციალით დაინტერესდა. მან შესაძლოა კრიპტოვალუტებში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. მეწარმემ და ფინანსისტმა სამომავლო გეგმებზე Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მე ვუყურებ მთლიან ბიზნესს, ვფიქრობ არა იმაზე რა ვიყიდო, არამედ ბაზარზე მთლიანობაში და იმაზე როგორ ჩავერთო.“ აიკანის აზრით კრიპტოვალუტები „ამა თუ იმ ფორმით“ მომავალშიც იარსებებენ. „რას ვფიქრობ კრიპტოვალუტებზე…ვფიქრობ, რომ დღეს მოქმედი კრიპტოვალუტებიდან დროს მხოლოდ რამდენიმე გაუძლებს, მაგრამ ისინი დიდხანს დარჩებიან ჩვენთან.“ აიკანი ერთადერთი არ არის ვინც კრიპტოვალუტებზე აზრი შეიცვალა. წლის დასაწყისში კომპანია Oaktree Capital-ის თანადამფუძნებელმა, 2.1 მილიარდი დოლარის მფლობელმა ჰოვარდ მარქსმა, რომელიც ბიტკოინის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, აზრი ასევე შეიცვალა. ბაზრის კლების მიუხედავად, მსხვილი ინვესტორების კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი არ იცვლება. ამასობაში, მიმდინარე კვირაში კრიპტოვალუტების ფასებმა აღდგენა დაიწყეს. ბიტკოინის ფასი მცირე პერიოდით 40000$-ის ნიშნულს დაუბრუნდა, გაიზარდა ალტკოინების კურსიც – ETH-მმა 2850$-ს მიაღწია, BNB-იმ 375$-ს. წყარო: https://bits.media The post მილიარდერი კარლ აიკანი კრიპტოვალუტებში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა