Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Deutschland said:

სენიორ, ეს ცუდი რატომ არის ? 

განა ყველა ქრისტიანს ქრისტე არ უნდა აერთიანებდეს? 

ან რატომ თვლით, რომ მართლმადიდებლობა, რაიმეთი მეტია ან რაიმეთი პრივილეგირებულია კათოლიციზმზე? 

ერთი კითხვა მაქვს პატივცემულო, ანუ ვთქვათ იტალიელი კათოლიკე პიერო, ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრებით

 არ კლავს.

არ იპარავს.

არ რის ამპარტავანი, შურინი და ა.შ.

ანუ მაქსიმალურად იცავს 10 ცნებას და პიერო მხოლოდ იმიტომ ვერბმოხვდება სამოთხეში რომ კათოლიკეა? და სიტყვაზე ვიღაც ქართველი ზაურა იმიტომ მოხვდება იქ რომ მართლმადიდებელია? 

ჰერ დოიჩ  სხვადასხვა რამეზე ვმსჯელობთ (შეიძლება მე ვერ ვხნი სწორად)

ქრისტიანობა მხოლოდ ეთიკური ნორმები არაა და მხოლოდ ეთიკური ნორმებით ცხოვნება ვერ მიიღწევა

იტალიელი კათოლიკე პიერო მხოლოდ იმიტომ რომ არ კლავს , არ იპარავს და არ არის შურიანი თუ ამპარტავანი , მხოლოდ ამით იგი ვერ ცხოვნდება, არამარტო იგი, არამედ ვერავინ მხოლოდ ამით ვერ ცხოვნდება ჰერ დოიჩ, - ეს, ასეთი უნდა იყო რომ ცხოვნების გზაზე დადგე, ანუ ასეთი უნდა იყო ადამიანად რომ მიგიღონ , ჩაგთვალონ , ხოლო ცხოვნების გზაზე შედგომა უკვე სხვა ეტაპია ...

ცხოვნება , ანუ ქრისტესთან ერთად სასუფეველში ყოფნა, სხვა რელიგიებს არ ეხება და ვერც შეეხება, რადგან სამყაროს არსებობიდან დღემდე, ის ალტერნატიული გზა რომელიც ჯოჯოხეთს (ადგილს სადაც არ არის ღმერთი) აგარიდებს მხოლოდ ქრისტემ გაკვალა, და მხოლოდ მის მიმდევრებს შეუძლიათ ამ გზით სარგებლობა და ესეც მხოლოდ მისი , ქრისტეს ნებით !! (ამიტომ სასუფეველი მხოლოდ ქრისტესია, სხვა იქ ვერ შევა ქრისტეს გარეშე)

 სანამ ქრისტე ამ გზას გაკვალავდა სასუფეველი დღევანდელი გაგებით არ არსებობდა, ამიტომ ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში ეშვებოდა, - თუ რატომ არის ასე - ეს სხვა თემაა და ამაზეც შეგვიძლია მომავალში ვისაუბროთ

ეხლა ისიც ვთქვათ, - რა არის იმისათვის საჭირო რომ სასუფეველში ქრისტესთან მოხვდე ?  -  ქრისტეს ნება , მაგრამ ადამიანის მხრიდანაც ნებაა საჭირო - იქნებ ამა თუ იმ ადამიანს არ უნდა ღმერთთან ყოფნა ? - ამიტომ ადამიანმა მისი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოხატოს საკუთარი ნება და დაამტკიცოს რომ უნდა ან არ უნდა ღმერთთან .  - რით მტკიცდება ეს ???

ერთადერთი რამით - ქრისტეს რწმენით !!!

ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!

კი მარა ეს ქრისტეს რწმენა რაღააო იკითხავს ადამიანი, ან როგორ უნდა მივცე ნიშანი უფალს რომ მე იგი მწამს ???

1. ქრისტესთან ყოფნის სურვილის გამო ჩადენილი საქმეებით !!!  - მაგალითად, როდესაც მშიერს ვაძლევ, ვაძლევ იმიტომ რომ ქრისტესგან ვიცი რომ მშიერის დაპურება კეთილი საქმეა და ვაძლევ იმის გამო რომ ქრისტემ დამინახოს და ერთი ქულა ჩამიწეროს ცხოვნების დავთარში, პავლე მოციქული მომჭირნე კაცი იყო და დიდად არ უყვარდა ფულის "ბნევა" (ასე ვთქვათ), ერთხელ ერთი მათხოვაი გადაეკიდა, - დამეხმარე ბიძია, აი ბიძიებო დეიდებო და მოკლედ გადაეკიდა, ბოლომდე მისდია, პავლემაც ბოლოს აიღო და გადაუგდო, კი არ მისცა, არამედ გადაუგდო ! - ესეც კი სიკეთეში ჩაეთვალა !!!

ესეც ძალიან დიდი თემაა ქრისტეს რწმენით ჩადენილი კეთილი საქმეები

2. მათეს სახარების 26-ე თავში ვკითხულობთ, რომ თავად ქრისტემ, ახალი აღთქმის მიხედვით ცოდვათა მისატევებლად შემდეგი რამ დააწესა :

" ... ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი ... სუთ ამისაგან ყოველთა ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა." (მათე 26 26-28)

ამიტომ აღმსარებელი და მაზიარებელი თუ არ იქნება ადამიანი როგორ შეუერთდება ქრისტეს, ანუ როგორ მიიღებს ცოდვების მიტევებას ???

აღმსარებელი - საკუთარი ცოდვების მონანიების მსურველი

მაზიარებელი - ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიმღებელი (მჭამელი და მსმელი)

უყურეთ , ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიმღებელი და არა ალლაჰის, ბუდას,  კრიშნას ან რომელიმე სხვა თუნდაც სხვანაირი ქრისტეს , არამედ მხოლოდ ქრისტეს (ისეთის, როგორის სინამდვილეში არის იგი) ხორცისა და სისხლის მიმღებელი ...

რას გულისხმობს ეს ? - მაგალითად, როდესაც მინდა რომ მოგმართოთ თქვენ , გიწოდებთ ჰერ დოიჩ, და არა  - გირ დაიშ, ან ჰირ დუიჩ, ან ჰარ დუჩი , არამედ ჰერ დოიჩ !!!  - ანუ თუ მე რაიმეს შევცვლი თქვენს სახელში, თქვენ კი მოგმართავთ ჩემი გაგებით, მაგრამ თქვენ აღარ გამოიხედავთ ჩემს დაძახილზე იმიტომ რომ უკვე სხვანაირად ჟღერს და ეს თქვენი სახელი არაა ... 

მივადექით ისევ იმას რითიც დავიწყეთ, რომ დიახაც !!! იტალიელი კათოლიკე პიერო ღირსეული პიროვნებაა, იგი სრულად ასრულება ქრისტიანულ ეთიკურ ნორმებს, არ კლავს, არ იპარავს, არ შურს და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ მას არასწორად მიაწოდეს ქრისტეს დიდება და მის თხოვნაზე, მიმართვაზე, დაძახილზე , - შეიცვალოს მისი ტაძრის საკურთხეველზე მყოფი პური - უფლის ხორცად, და ღვინო - უფლის სისხლად, მას არავინ პასუხობს და მისი მრევლი იხმევს არა უფლის სისხლსა და ხორცს, არამედ ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს, ისეთს როგორიც სახლშიც აქვთ, რაც თავისთავად გამორიცხავს ქრისტეს მიერ დადგენილ ახალ-აღთქმისეულ ცოდვათა მიტევებას და ქრისტესთან ზიარებას (ზიარებას - ანუ ქრისტესთან ერთობას, გაერთიანებას) !!!

და ეს ყოველივე რის გამო ? , მხოლოდ იმიტომ რომ 8 საუკუნეში ერთ-ერთმა გაყოყოჩებულმა რომის პაპმა ასე გადაწყვიტა და 1054 წელს მეორემ ბეჭედი დაასვა ??? - ანუ მსოფლიო პოლიტიკის გამო ??? (ნუ რის გამოც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს ამას) ... გაყოყოჩებული და გადარეულები მარტლმადიდებლებსაც არ მოგვკლებია ისევე როგორც მათ, მაგრამ აქ პირველსაწყის დოგმატებზეა საუბარი რაზეც პირველი საუკუნეებიდან მთელი საქრისტიანო ვიყავით შეთანხმებულნი, ამ შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდნენ კათოლიკები 1054 წელს ... 

მოკლედ, ძალიან ვრცელი და რთული თემაა ჰერ დოიჩ, და იმდენადვე ადვილად მოგვარებადია , რამდენადაც რთული გვეჩვენება ...
 
თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, t-90 said:

ვაბშე არ ვართ ეკუმენიზმის საბჭოში. ეს ისე რო იცოდეთ.

ბატონო ტანკო, მაგას იმიტომ ფიქრობთ, რომ საპატრიარქოს ხალხის შიშით ეშინია თავისი დასტურის გამოქვეყნება კრეტის ბოლო კრების მიმართ 

არ ჩავედითო თავს იმართლებენ, ჯერ ერთი იქ ესწრებოდა ვიღაც-ვიღაცეები და მეორე ხელი მანამდე ქონდათ მოწერილი

საჯაროდ რომ მოაწერონ ხელი აქ ამბავი ატყდება, სულ კინწის კვრით გამოყრიან მაგ უბედურებს 

ამიტომ ჩუმად გაკეთდა ეგ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბატონო ტანკო 3:15-დან კარგად მოუსმინეთ

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

ქრისტიანობა მხოლოდ ეთიკური ნორმები არაა და მხოლოდ ეთიკური ნორმებით ცხოვნება ვერ მიიღწევა

და რა არის აბა სხვა ? ან რას ამბობდა ქრისტე სხვას ? 

ნუ იქნები ცოდვილი, მიუტევეთ, გიყვარდეთ მტერი თქვენიო ამას არ ამბობდა? რა საჭიროა ეს დამატებები ? 

2 საათის წინ, kvipriane said:

იტალიელი კათოლიკე პიერო მხოლოდ იმიტომ რომ არ კლავს , არ იპარავს და არ არის შურიანი თუ ამპარტავანი , მხოლოდ ამით იგი ვერ ცხოვნდება, არამარტო იგი, არამედ ვერავინ მხოლოდ ამით ვერ ცხოვნდება ჰერ დოიჩ, - ეს, ასეთი უნდა იყო რომ ცხოვნების გზაზე დადგე, ანუ ასეთი უნდა იყო ადამიანად რომ მიგიღონ , ჩაგთვალონ , ხოლო ცხოვნების გზაზე შედგომა უკვე სხვა ეტაპია

და რატომ ვერ ცხონდება ? თუ კი სრულიად ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს ? 

იცავს 10 ცნებას და მაქსიმალურად მიყვება იესოს გზას.

განა ეს ქრისტეს სიტყვა არაა ? 

"თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით".

მაშინ რაშია პიეროს პრობლემა ? იმაში რომ პირჯავრს მარცხნიდან მარჯვნივ იწერს ? 

2 საათის წინ, kvipriane said:

ამიტომ ადამიანმა მისი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოხატოს საკუთარი ნება და დაამტკიცოს რომ უნდა ან არ უნდა ღმერთთან .  - რით მტკიცდება ეს ???

ერთადერთი რამით - ქრისტეს რწმენით !!!

ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!

ხო და მაშინ რატომ ეუბნებით პიეროს, რომ ის ვერ მოხვდება სამოთხეში? 

თუ კი ამბობთ ამას "ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!"

რა საჭიროა მაშინ ეს ზედმეტი დამატებები თუ პიეროსთვის ერთადერთი მიზანი ქრისტეს რწმენაა და წამს პიეროს მისი.

2 საათის წინ, kvipriane said:

მივადექით ისევ იმას რითიც დავიწყეთ, რომ დიახაც !!! იტალიელი კათოლიკე პიერო ღირსეული პიროვნებაა, იგი სრულად ასრულება ქრისტიანულ ეთიკურ ნორმებს, არ კლავს, არ იპარავს, არ შურს და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ მას არასწორად მიაწოდეს ქრისტეს დიდება და მის თხოვნაზე, მიმართვაზე, დაძახილზე , - შეიცვალოს მისი ტაძრის საკურთხეველზე მყოფი პური - უფლის ხორცად, და ღვინო - უფლის სისხლად, მას არავინ პასუხობს და მისი მრევლი იხმევს არა უფლის სისხლსა და ხორცს, არამედ ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს, ისეთს როგორიც სახლშიც აქვთ, რაც თავისთავად გამორიცხავს ქრისტეს მიერ დადგენილ ახალ-აღთქმისეულ ცოდვათა მიტევებას და ქრისტესთან ზიარებას (ზიარებას - ანუ ქრისტესთან ერთობას, გაერთიანებას) !!!

"ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, ასევე კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში და პროტესტანტულში ზიარების დროს გამოიყენება აუფუებელი ჰოსტია, განსხვავებით მართლმადიდებლებისგან, რომლებიც ზიარების დროს გამოიყენებენ აფუებულ სეფისკვერს". 

ანუ მხოლოდ ესაა განსხვავება და ამის განო უწყრებით პიეროს ? 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Eric said:

3 + 3 რა არის ვინ არიან რა უნდათ?

სენიორ ტანკ, ხომ არ გენიშნათ? :sorry:

არა ეგ ლოგიკურიც იქნებოდა. ვაჭრობენრ ა.

მოდჟვით მიწები და თქვენი ვართო. :D

თუ არ მოდჟვამენ მიშიტოს შეიყვანენ თეთრ ცხენზე პრეზიდენტის სასახლეშI.

3 საათის წინ, Eric said:

ერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ რომ არისტოკრატები (ორივე) მოლაპარაკებას ცდილობენ ერთმანეთში დალაგებას სოფლელების გარეშე.

რადგან ომი მხოლოდ სოფლელებს წაადგებათ და ორივეს დააზიანებს მეტნაკლებად.

?

ეგ მამენტ ლოგიკურია.

სრულიად ლოგიკურია. აუკუსი გააძრეს და თასირი გაუძრეს აქედან ეგრევე.

თუ ილები არ გატყდა მოგჭამა ჭირი.

3 საათის წინ, kvipriane said:

ბატონო ტანკო, მაგას იმიტომ ფიქრობთ, რომ საპატრიარქოს ხალხის შიშით ეშინია თავისი დასტურის გამოქვეყნება კრეტის ბოლო კრების მიმართ 

არ ჩავედითო თავს იმართლებენ, ჯერ ერთი იქ ესწრებოდა ვიღაც-ვიღაცეები და მეორე ხელი მანამდე ქონდათ მოწერილი

საჯაროდ რომ მოაწერონ ხელი აქ ამბავი ატყდება, სულ კინწის კვრით გამოყრიან მაგ უბედურებს 

ამიტომ ჩუმად გაკეთდა ეგ ...

მოიცა კაცო ვინ ვიღაც-ვიღაცეები ესწრებოდა? მანდატი ჰქონდა ხელი რო მოაწერა თუ? ანუ საპატირარქოს სახელით მოაწერა ვინმემ?

როგორც ვიცი ასე არაა

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ხუთ სართულიან სახლს ზევიდან დააშენა ვიღაცამ ორი სართული, პზცდ ;(

მერე ფეხით სიარული მიხვდა რო არ უნდა და გვერდიდან მიაშენა ლიფტი.

მერე პირველ სართზულზე ვიღაც აჰმედამ სარდაფი გამოთხარა და მოიმხო თავზე.

დაჭერილია აჰმედა, რათქმაუნდა დასაჭერი იყო და ყველაფერი მარა ის ორი სართული ლიფტით ვინ დაააშენა ზევიდან? არც პრესა არც მედია ხმას არ იღებს.

ვიცით მარტო თხუნელა აჰმედა მარა არწივის ვინაობა არაა ცნობილი.

ეხლა შეკითხვა - ქალაქის ცენტრში, გავანებოთ თავი ბათუმია თუ სიღნაღი, ქალაქის ცენტრში ხუთ სართულიან სახლზე ნებისმიერ ზაურას ვინმე ოდესმე ორი ლიფტიანი სართულის დაშენების უფლებას მისცემს?

საწყალი ზაურა, ქვეყანას თავზე ანგრევენ და მერე თვითონ ზაურებსვე ათხრევინებენ

JlijjiRAiJl44.jpg

Edited by Eric
Share on other sites

4 minutes წინ, Eric said:

2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საჯარო რეეეტრსის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Deutschland said:

ხო და მაშინ რატომ ეუბნებით პიეროს, რომ ის ვერ მოხვდება სამოთხეში? 

თუ კი ამბობთ ამას "ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!"

რა საჭიროა მაშინ ეს ზედმეტი დამატებები თუ პიეროსთვის ერთადერთი მიზანი ქრისტეს რწმენაა და წამს პიეროს მისი.

რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია !!! 

2 საათის წინ, Deutschland said:

"ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, ასევე კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში და პროტესტანტულში ზიარების დროს გამოიყენება აუფუებელი ჰოსტია, განსხვავებით მართლმადიდებლებისგან, რომლებიც ზიარების დროს გამოიყენებენ აფუებულ სეფისკვერს". 

ანუ მხოლოდ ესაა განსხვავება და ამის განო უწყრებით პიეროს ? 

გამორიცხულია ზიარების საიდუმლოს ფლობდეს ის ვინც განიკვეთა ქრისტეს სხეულიდან !!!

პიეროს, მეც , თქვენც და ყველასაც მოგვიწოდა უფალმა : ... "იყავით ბრძანნი ვითარცა გველნიო" ...

ეს ნიშნავს რომ არ უნდა მოტყუვდე, ცოდნის წყურვილი უნდა გქონდეს , უნდა გამოიკვლიო როგორც ბრძენმა სადაა და რაშია ჭეშმარიტება , არაა ეს ძნელი, არც ადვილია, მაგრამ ბოლომდე აუცილებლად გახვალთ თუ ჭეშმარიტებას მართლა გულით ეძიებ ... 

გაფუებული თუ უფუარი პური იქნება ამაზე არ არის ჰერ დოიჩ, ამას წინატ ვწერდით აქ, რომ ქრისტემ ამაღლებამდე მოციქულებს თავისი წმინდა სული შეჰბერა და მიანიჭა მღვდლობის საიდუმლო, ანუ მათ მიიღეს ქრისტესგან ღვთაებრივი ცეცხლი, რომლის მეშვეობითაც სამღვდელმსახურო სასწაული აღევლინება (ზიარების, ქორწინების, ცოდვათა მიტევების და ა.შ.) , ეს ღვთაებრივი ცეცხლი ხელდასხმით გადაეცემა ღვთისმსახურთა მომავლ თაობას , აღნიშნული ღვთაებრივი ცეცხლის ჯაჭვი თუ არ გაქვს , ვერ აღასრულებ საიდუმლოს და აქედან გამომდინარე ზიარებასაც. 

ნამდვილად მჯერავს რომ , პიერო ყველანაირად დადებითი პიროვნებაა, კანონმორჩილი მოქალაქე, პატიოსანი კაცი, ქველმოქმედი, ღარიბ-ღატაკთა შემწე , გულმხურვალე კაცი, - ასევე, მჯერავს რომ სურვილიც დიდი აქვს ქრისტესთან ყოფნის, - მაშ გამოიძიოს სადაა ჭეშმარიტება და ნუ დახუჭავს თვლას გამოძიების დროს აღმოჩენილი ელემენტარული ჭეშმარიტებების შესახებ და დარწმუნებული ვარ მივა ქრისტესთან ... 

ჯაჭვის გარეშე ზიარების საიდუმლო არ აღესრულება !!! ჯაჭვი მხოლოდ მართლმადიდებლებს გვაქვს !!! (გრიგორიანელებს აქვთ კიდევ ოღონს იქ ერესთან გვაქვს საქმე , ქრისტეს ერთბუნებაობას არიარებენ ეგენი)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

4 დღიანი ვადა საიდან მოიგონეს არ ვიცი @Say_or 4 დღეა ნორმა? ისე ჩანს, რო ტრაგედიის მერე სახელდახელოდ მიიღეს გადაწყვეტილება

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share