Jimmy Posted 23 ივლისი, 2022 Author Posted 23 ივლისი, 2022 11 minutes წინ, kvipriane said: (რაცხა ხო არ ვკითხო ისეტი აქანა რომ გვაინტერესებს ?) საით აპირებენ ემიგრაციას )) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 (შესწორებული) 2 minutes წინ, Eric said: საით აპირებენ ემიგრაციას )) ჰმ ; გაგიკვირდებათ სენიორ და არსაით ასე მითხრეს : - სოფლელებმა ბევრი ლაპარაკი იციან მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისე ჯდება კარტი როგორც "ვსევიშნის" უნდაო Edited 23 ივლისი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 (შესწორებული) ეგ კი არა და ეს რომელს გახსოვთ ??? პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან. . . აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც. გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული. ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა, როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო. („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით. გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია- სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა. ჩვენ საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო- გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად- და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან..." აკაკი ბაქრაძე "ბაბაიას დიპლომატია" Edited 23 ივლისი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 (შესწორებული) ერთხელ თურმე , ისრაელის ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გოლდა მეირმა ასეთი რამ თქვა: „თუ გსურთ - ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ - ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ - შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ, ორი ნაბიჯი გადადგით: 1. კორუფცია გამოაცხადეთ ღალატის ტოლფასად - ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე. 2. სამი პროფესიის ადამიანები: - სამხედროები, მასწავლებლები და ექიმები გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიის წარმომადგენლებად და რაც მთავარია, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ, რადგან, არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ თქვენს გარდა, მხოლოდ, თქვენ! სხვას არავის არ სჭირდება თქვენი ქვეყანის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები, არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ, თქვენი ცხოვრების გზა, მაშინ მიაღწევთ მიზანს.“ ჰოდა, ასეთი საქართველო მინდა, კიდევ უკეთესიც და რა ვქნა?! Edited 23 ივლისი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 (შესწორებული) ამერიკის ნახევარმუხლუხოიანი ტვირთების განადგურების სქემა რომელსაც ეხლა გადავაწყდი; http://www.lonesentry.com/manuals/fm17-71-halftrack-crew-drill/halftrack-destruction.html რატომ ვდებ ეხლა ამას. მარტივად, ადამიანურ ენაზე არის დაწერილი როგორ უნდა გაანადგურო შეიარაღება მტერმა რომ ვერ გამოიყენოს. 2008 წელს ამნაირი სქემები იყო? არ იყო. 2022 წელს იქნება? არ იქნება. აქ ბევრსართულიანი გინება მეწერა და წავშალე. აზრი არ აქვს მაინც. Edited 23 ივლისი, 2022 by t-90 I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 1 საათის წინ, t-90 said: ნახევარმუხლუხოიანი ტვირთების განადგურების სქემა ბატონო ტანკო ის ანეგდოტი ხომ იცი ომში ერთმანეთის პირისპირ ებრაელი და რუსი რომ შეხვდნენ ჰო და ეს აქედან შევარდა სახლში და ის იქედან შემოვარდა და მიუშვირეს ერთმანეთს აFტამატები მარა არც ერტი ისვრის არც მეორე ბოლოს ებრაელი ეკითხება : - პაჩემუ ნე სტრელიაეშ ? - პული კონჩილის - პასუხობს რუსი - ხოჩეშ პრადამ ? .... განადგურების სქემა რათ უნდა კინტოებს - მაინც გაყიდიან თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 1 minute წინ, kvipriane said: ბატონო ტანკო ის ანეგდოტი ხომ იცი ომში ერთმანეთის პირისპირ ებრაელი და რუსი რომ შეხვდნენ ჰო და ეს აქედან შევარდა სახლში და ის იქედან შემოვარდა და მიუშვირეს ერთმანეთს აFტამატები მარა არც ერტი ისვრის არც მეორე ბოლოს ებრაელი ეკითხება : - პაჩემუ ნე სტრელიაეშ ? - პული კონჩილის - პასუხობს რუსი - ხოჩეშ პრადამ ? .... განადგურების სქემა რათ უნდა კინტოებს - მაინც გაყიდიან არ გამიკვირდება რო კინტოებს გაყიდული ჰქონდათ ამერიკული იარაღი რუსებზე. მაგიტომაც გაატანეს ხელუხლებელი. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 23 ივლისი, 2022 Posted 23 ივლისი, 2022 ონლაინ, t-90 said: არ გამიკვირდება რო კინტოებს გაყიდული ჰქონდათ ამერიკული იარაღი რუსებზე. მაგიტომაც გაატანეს ხელუხლებელი. ხო აბა ?! ... ჩვენნაირი "არიფები" კი არ არიან ტეხნიკა გაანადგურონ თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts