Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

ივანე ათაბაგის წერილი რომის პაპისადმი

 

„უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს. მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის, საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით. „უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმიდა კურთხევით კარგად გახლავართ. გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ. თქვენმა წმიდა და მართლბრძანებამ, რომელიც დამიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ, მოაწია მეფემდე და ჩემამდე. ხოლო როცა ჩვენ დიდის ძალით მოვამზადეთ რა ჯარი, ცხენოსნები, სურსათი და ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნელად და წმიდა ადგილების დასახსნელად, ამ დროს თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და ექვსიათასამდე კაცი გაგვიწყვიტეს. ხოლო შემდგომ რა ვსცანით,რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის ლოცვის ძალით და წმიდა ჯვრის შემწეობით წინაღვუდექით, 25 ათასი ცხენოსანი გავუწყვიტეთ, ზოგნიც დავატყევეთ და დანარჩენიც ჩვენის საზღვრებიდგან გავდევნეთ. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ვერ შევასრულეთ თქვენი ბრძანება თქვენის ელჩის მიერ გამოცხადებული. გარნა დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ გიბრძანებიათ იმპერატორისა და დასავლეთის სხვა ქრისტიანებისათვის, რათა წამოვიდენ წმიდა ადგილების დასახსნელად. აწ გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზათ გახლავართ მთელის ჩვენის ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად; მე თვით მზადვარ წმიდა ადგილების დასახსნელად წავიდე ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ. მზგავსადვე გაუწყებთ რომ, როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა, სხვაფრივ, ვევედრები თქვენს უწმიდესობას, რომ გვიბოძოთ თქვენი კურთხევა თუ ჩვენ და თუ ჩვენს ქვეყანას, რათა თქვენი კურთხევით და ღვთის მადლით კარგად ვიბრძოლოთ უფლის ბრძოლა. გთხოვთ ამ წიგნის მომტანს, მამა დავითს, ჩვენს ეპისკოპოსს ერწმუნოთ ისე, როგორც ჩვენ,ყველაფერში, რასაც ჩვენის მხრით მოგახსენებსთ. ჩემი ძმისწული შანშე, ბატონი თხუთხმეტის დიდის ქალაქისა, უმდაბლესად თავს გიკრავსთ და ითხოვს თქვენს კურთხევას”.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, kvipriane said:

ეს ეკლესია დღესაც არის თუ არ ვცდები ქუთაისში ჰერ დოიჩ

დიახ ახლაც არის, თუმცა საპატრიარქოს საკუთრებაშია. 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Eric said:

ჩემი მოსაზრება ასეთია სენიორ

ბიზანტიის იმპერია და საქართველო იყო ერთი დოგმატის ქვეშ მაგრამ იმპერიისგან პოლიტიკური ზეწოლის გამო ქართველებმა შექმნეს საკუთარი სისტემა - რამაც დაბადა კოლექტიური გიორგი მთაწმინდელი რომელიც იმპერატორს ედავება კონსტანტინოპოლში.

შემდეგ ბიზანტია განულდა და წინ გამოვიდა ლათინთა სამყარო

ქართულმა სისტემამ დაიწყო დაახლოვება ლათინებთან

შემდეგ ბიზანტიის სკოლა გადაიტანეს მოსკოვში  მთელი თავისი ეპიფანე ბულგარელებით, ბასილი დიდებით  და მოკლედ ბიზანტიური დოგმატიკონი.

შემდეგ საქართველო შეუერთდა რუსეთს. და სანამ შეუერთდებოდა ქართული ეკლესია დაიტანა მოსკოვის აგენტურამ.

შემდეგ მოხდა შეერთება და ქართული სისტემა მოკვდა, ქარტული ეკლესია გადავიდა მოსკოვის (ახალი ბიზანტიის) დოგმატიკონზე

თავისი ფობიებით და ზიზღით ლათინების მიმართ

ჰოო ... აი ეს უკვე თემაა !!!

თითოეული წინადადება აქ არის გასარჩევი 

ამავე დროს - თავიდანაა შესასწავლი  მართლმადიდებლებისა და კათოლიკების განყოფის მიზეზები და ჩვენსა და მათ დოგმატებში სხვაობათა შესახებ მართლმადიდებელი და კათოლიკე აპოლოგეტების მოსაზრებები ... 

და მთავარი !!! რა სხვაობა იყო კონსტანტნეპოლსა და მთაწმინდელების ქართულ ქრისტიანობას შორის ?! 

33 minutes წინ, Eric said:

დიალოგია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს და გიორგი მთაწმინდელს შორის

სად მოძებნეთ სენიორ ეს დიალოგი სრულად ?

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

უამრავი მასალა დევს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძველი სისტემა არ აღიქვავდა დასავლლურ ქრისტიანობას მწვალებლაებად.

პირიქით, ყველანაირად ცდილობდა კონტაქტები დაემყარებინა და გაემოეყენებინა სათავისოდ.

 

ეს ლექსიკა, მწვალებლბები და ბუჰეჰეჰ ჩვენთან შემოვიდა რუსიფიკაციის შემდეგ რუსეთში გადასული ბიზანტიური სისტემის მიერ.

 

რადგან ქართულ სისტემას არაფერი საწინააღმდეგო და მტრული ლათინებთან არ ჰქონდა , პირიქით საერთი მტრები ჰყავდათ.

მოკლედ ძალიან დიდი მასალაა და კიდევ უფრო მეტის დადება შეიძლება )

 

ამიტომ იმჰო

ის რაც გვგონია ჩვენი არაა ჩვენი და არის ბიზანტიური სკოლის.

ბიზანტიელებს ჰქონდათ ლათინებთან დაპირისპირებს მზიეზები და დღემდე აქვთ.

 

ჩვენ კი ბრმად მივდევთ. რადგან ჩვენი სისტემა არ გვაქვს.

ესაა რა სულ.

Share on other sites

3 minutes წინ, kvipriane said:

სად მოძებნეთ სენიორ ეს დიალოგი სრულად ?

დასერჩეთ სენიორ, როცა პასუხს ვწერ იმდენ ლინკებს ვხსნი და ვკეცავ ვეღარ ვპოულობ მერე.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

დასერჩეთ სენიორ, როცა პასუხს ვწერ იმდენ ლინკებს ვხსნი და ვკეცავ ვეღარ ვპოულობ მერე.

კეთილი ჩავუჯდები ამ თემას ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

5 minutes წინ, kvipriane said:

თავიდანაა შესასწავლი  მართლმადიდებლებისა და კათოლიკების განყოფის მიზეზები

თავიდან იწყებთ სენიორ

ამას ყურადღებას არ აქცევდნენ ჩვენი დიდი წინაპრები

თქვენ მოითხოვთ რომ ყურადღება მივაქციოთ

გასაგებად დავწერე ჩემი აზრი სენიორ,

ეს მოსკოვის ბიზანტიური სკოლის ბრალია რომელიც მე არ მჭირდება სენიორ. არანაირად.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share