Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ედუარდი ჩამოვაგდეთ - კეთილი

მშა ავირჩიეთ - კეთილი

მიშა გავაგდეთ - კეთილი

ბიძნა ავირჩიეთ - კეთილი

:up:

 

1 საათის წინ, Eric said:

კეთილი კეთილი ყველაფერი ასე უფალს უნდა მოითმინეთ ყველაფერი კარგად იქნება იმიტო რო აგერ ბასილი დიდი წაიკითხეთ პლაკიადა ეპიფანე ბულგარელი ალისტრახო რუმინელი როცა გაჭირვებას იგრძნობთ )))

ამასობაში ქვეყანას დედა აღარ ჰყავს

არა , არა, სენიორ თქვენს მიერ ჩამოთვლილები გვჭირდება სხვა რამისათვის,  მოგახსენებთ

 

1 საათის წინ, Eric said:

და სადაა ჩვენი დონ გალო? რამდენი წელი გავიდა ვინ სად ? არაა

ამას თავისი მიზეზები აქვს 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Eric said:

1742 წელს საქართველოს კათალიკოსის ნიკოლოზ VIII ის წერილი რომის პაპ ბენედიქტე XIV -ისადმი გაგზავნილი

ყურადღება:

"უწინ, ძველი დროდგანვე, ჩვენიქ ვეყანა თქვენ გემორჩილებოდათ,

მსგავსადვე ჩვენც კვალად თქვენის კურთხევისა და მადლის მქადა-

გებელნი ვართ. თუმცა კი ზოგიერთმა ჩვენის საქართველოს პატ-

რიარქმა თქვენდამი ჯეროვნად მისაგებელი მორჩილება დაივიწყა,

ხოლო გევედრები მათ ნუ დამადარებთ, რადგან მორჩილი და მზად

ვარ ყველა თქვენი ბრძანება აღვასრულო (...) აწ ყველა ქართველნი

უმდაბლესად გევედრებით, რათა ამ პროვინციას თქვენი ხელი არ
ააღოთ და უკაფუცინებოთ არ დაგვტოვოთ23

ეს სად ამოიკითხეთ ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
12 minutes წინ, kvipriane said:

ამას თავისი მიზეზები აქვს 

რუსული რედაქცია, რომელიც გაგრძელებაა ძველი ბიზანტიური სკოლის და მოვალეობების.

ქართული ქრისტიანობა არ გახლდათ კოპირება ბიზანტიურის, ტიპა კოპი პასტე პრინციპით.

 

აგერ რა დიალოგია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს და გიორგი მთაწმინდელს შორის

- ჩვენ და თქვენ ვასრულებთ წმინდა საიდუმმლო ზიარებას გაფუებულ პურზედ, ლათინები კი რად ხმარობენ ხმიადს

და უყურეთ გიორგი მთაწმინდელის პასუხი

-ეგრე მიუღიათ ლათინთა, და არ არს მას შინა განყოფილებაი ოდენ სარწმუნოება მართალ იყოს

ეს დიალოგი შედგა 1065 წელს !!!!

 

ესეიგი 1065 წელს ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ გიორგი მთაწმინდელი ამბობს რომ სარწმუნეობა მართალი იყოს და ხმიადი იქნება თუ გაფუებული მაგას რა აზრი აქვსო :lolz:

და დღეს ამაზე ხალხი თავს იგიჟებს

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Eric said:

1742 წელს საქართველოს კათალიკოსის ნიკოლოზ VIII ის წერილი რომის პაპ ბენედიქტე XIV -ისადმი გაგზავნილი

ყურადღება:

"უწინ, ძველი დროდგანვე, ჩვენიქ ვეყანა თქვენ გემორჩილებოდათ,

მსგავსადვე ჩვენც კვალად თქვენის კურთხევისა და მადლის მქადა-

გებელნი ვართ. თუმცა კი ზოგიერთმა ჩვენის საქართველოს პატ-

რიარქმა თქვენდამი ჯეროვნად მისაგებელი მორჩილება დაივიწყა,

ხოლო გევედრები მათ ნუ დამადარებთ, რადგან მორჩილი და მზად

ვარ ყველა თქვენი ბრძანება აღვასრულო (...) აწ ყველა ქართველნი

უმდაბლესად გევედრებით, რათა ამ პროვინციას თქვენი ხელი არ
ააღოთ და უკაფუცინებოთ არ დაგვტოვოთ23

 

ვახ სენიორ, ეს რა დადეთ. 

საინტერესოა ასეთი რა კავშირები არსებობდა და როგორ ჩაიკაფა ეს კავშირები. 

როგორც ჩანკს ვატიკანი ფლობდა აქ რაღაც აქტივებს და ეს პრობლემა 21 წლით მოგვარდა. 

სენიორ, ესეც ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის მცირე ისტორიაა.

კათოლიკური ეკლესიის ინფორმაცია შემდეგი სახისაა: ქუთაისში დასავლეთ ევროპელი კათოლიკები მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდნენ. მეფე სოლომონ II-მ ახალციხიდან ქართველი კათოლიკე ვაჭრები გადმოასახლა.

1640-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ თეატინელ მისიონერებს წმ.სოფიოს ეკლესია გადასცა, რომელიც სავარაუდოდ 1692 წელს თურქების მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა.

1770 წლამდე კათოლიკეებს ეკლესია მწვანე ყვავილაზე ჰქონდათ, შემდეგ შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც რამდენიმე კათოლიკე ოჯახი სახლობდა და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს.

1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის ინიციატივით განახლდა. 1856 წელს მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო არქიტექტორის ვასილიევის ახალი პროექტით გაგრძელდა.

ტაძარი 1862 წელს ეკურთხა წმინდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Eric said:

აგერ რა დიალოგია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს და გიორგი მთაწმინდელს შორის

- ჩვენ და თქვენ ვასრულებთ წმინდა საიდუმმლო ზიარებას გაფუებულ პურზედ, ლათინები კი რად ხმარობენ ხმიადს

და უყურეთ გიორგი მთაწმინდელის პასუხი

-ეგრე მიუღიათ ლათინთა, და არ არს მას შინა განყოფილებაი ოდენ სარწმუნოება მართალ იყოს

ეს დიალოგი შედგა 1065 წელს !!!!

 

5 minutes წინ, Eric said:

ესეიგი 1065 წელს ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ გიორგი მთაწმინდელი ამბობს რომ სარწმუნეობა მართალი იყოს და ხმიადი იქნება თუ გაფუებული მაგას რა აზრი აქვსო :lolz:

ესენი გასაგებია სენიორ, ანუ ნახეთ გიორგი მთაწმინდელი რას პასუხობს (სრულიად სამართლიანად!!!!)

-"ეგრე მიუღიათ ლათინთა, და არ არს მას შინა განყოფილებაი ოდენ სარწმუნოება მართალ იყოს"

ანუ : - ლათინებს ასეთი ტრადიცია აქვთო და ოდენ საწრმუნოება მართალ იყოს ( ანუ თუ სწორად სწამთო), საფუარიანი თუ უსაფუარო პური განხეთქილების მიზეზი არ არისო !!!  

სინამდვილეშიც ასეა, მთავარია სწორად გვესმოდეს ქრისტიანობა და ქრისტე იმას არ გეტყვის : - აი იქ რომ არასამარხო მაკარონი ჭამე ან პურზე რომ არასამარხვო კარაქი წაისვი ,  მაგრამ იმას კი არ მოგვიწონებს ლამაზ ქალს გულისთქმით რომ შევხედოთ ან ძაან მაგარი პორშე რომ გაივლის და შეგვშურდეს

არასამარხო მაკარონის თემა - მაინც ყველა ქვეყნისთვის ტრადიციების თემაა (აქ მარხვის სრულიად უარყოფაზე არაა საუბარი)

ხოლო გულისთქმები ყველა ქრისტიანისთვის ერთია 

განსხვავება ამაშია

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, Deutschland said:

საინტერესოა ასეთი რა კავშირები არსებობდა და როგორ ჩაიკაფა ეს კავშირები. 

ჩემი მოსაზრება ასეთია სენიორ

ბიზანტიის იმპერია და საქართველო იყო ერთი დოგმატის ქვეშ მაგრამ იმპერიისგან პოლიტიკური ზეწოლის გამო ქართველებმა შექმნეს საკუთარი სისტემა - რამაც დაბადა კოლექტიური გიორგი მთაწმინდელი რომელიც იმპერატორს ედავება კონსტანტინოპოლში.

შემდეგ ბიზანტია განულდა და წინ გამოვიდა ლათინთა სამყარო

ქართულმა სისტემამ დაიწყო დაახლოვება ლათინებთან

შემდეგ ბიზანტიის სკოლა გადაიტანეს მოსკოვში  მთელი თავისი ეპიფანე ბულგარელებით, ბასილი დიდებით  და მოკლედ ბიზანტიური დოგმატიკონი.

შემდეგ საქართველო შეუერთდა რუსეთს. და სანამ შეუერთდებოდა ქართული ეკლესია დაიტანა მოსკოვის აგენტურამ.

შემდეგ მოხდა შეერთება და ქართული სისტემა მოკვდა, ქარტული ეკლესია გადავიდა მოსკოვის (ახალი ბიზანტიის) დოგმატიკონზე

თავისი ფობიებით და ზიზღით ლათინების მიმართ

 

ამიტომ დღეს ჩვენ ბევრად მეტი ვიციტ რას ფიქრობდა ბიზანტიური სკოლის ბასილი დიდი ან ეპფანე ბულგარელი ან თეოფილაქტე მაკედონელი

 

ვიდრე რა აზრი ჰქონდა გიორგი მთაწმინდელს!

 

აგერ 1223 წელს რუსუდან მეფის წერილი რომის პაპისადმი

"„უწმიდესს  პაპს ,  მამას  და  ყველა  ქრისტიანების  მთავარს,  წმიდა  პეტრეს  საყდარზე მჯდომარეს.  ჩვენ  მდაბალი  რუსუდან  აფხაზთა  დედოფალი,  თქვენი  ერთგული  მხევალი და  ასული  უმდაბლესად  თავს გიკრავთ და მოგესალმებით”. „როგორც უდიდესი და უმაღლესი ბძანდებით, ისე ღვთისაგან იმედი მაქვს,უფალმა შეგისრულოსთ ყოველი თქვენი გულითადი ნატვრა. უკეთუ თქვენდამი წარმოგზავნილი წერილის გამო ჩვენთვის გულმოწყალე ხართ და იკითხავთ ჩვენს ამბავს, ვაუწყებთ თქვენს სიწმიდეს, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მე მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანეთათვის. დამიეტში მყოფის თქვენის ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო,როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა; მაგრამ როდესაც ვსცანით,რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ აღვუდექით, ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრიც დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენის ქვეყნიდგან გავდევნეთ: აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენის ელჩის ბრძანებისა მებრ ვერ წამოვედით.„ხოლო აწ დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ თქვენის ბრძანებით იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმიდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს, იმპერატორმა, რათა ჩვენც წმიდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართ მთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს საცა თქვენ ინებებთ. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ამ ჩვენმა მხედართ მთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამისთვის ვევედრებით და ვსთხოვთ თქვენს უწმიდესობას, რათა მოგვწეროთ და გვიბოძოთ თქვენი კურთხევა ჩვენ, აღმოსავლეთში მყოფ ქრისტიანებს. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელს დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ”. – 1223 წელი."

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Deutschland said:

წლამდე კათოლიკეებს ეკლესია მწვანე ყვავილაზე ჰქონდათ, შემდეგ შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც რამდენიმე კათოლიკე ოჯახი სახლობდა და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს.

1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის ინიციატივით განახლდა. 1856 წელს მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო არქიტექტორის ვასილიევის ახალი პროექტით გაგრძელდა.

ტაძარი 1862 წელს ეკურთხა წმინდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე.

ეს ეკლესია დღესაც არის თუ არ ვცდები ქუთაისში ჰერ დოიჩ

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

es al qurji ra maimunobaa

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share