Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი

კვირაობით, დილის 7 საათზე, სიონის ეკლესიაში არის ხოლმე წირვა, მათთვის ვინც შემდგომ მუშაობს ან გადის ქალაქიდან და ა.შ.

კვირა დილას , 7-დან 9-მდე სიონში ვარ 

დანარჩენ დღეებში , დილის 7-დან (ხან 8-დან) ძაღლს ვასეირნებ ვერის პარკში, უფრო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე

ვცხოვრობ ზანდუკელზე 

ვინმეს თუ პიროვნულად რაიმე პრობლემა აქვს , მობრძანდით, - დასახელებულ ადგილებში ვმოძრაობ 

ჩემი ცნობა ადვილია , შეჭაღარავებული წვერი, სვანური ქუდი , გერმანული ნაგაზი ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Eric said:

აი ესაა საინტერესო რატომ?

მოკლედ რომ ვთქვათ იმიტომ რომ ქვეყანაში ოლიგარქების დიქტატი არ დაიწყოს რაც კლეპტოკრატიაში გადადის ევოლუციურად და რაც საბოლოოდ ყველაფრის კრახით მთავრდება.

კათოლიკური ეკლესია თავად წარმოადგენს მსხვილ კაპიტალს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დონ გალოს ბელლა ჩაოს ამღერებს რომ თუ ვიღაცეები თავზე გადაისხავენ ხალხი მზად იყოს გილიოტინა გამოაგოროს.

მე მინდოდა აზროვნების ეს დონე გაგვერჩია და ეს თემა პოლიტიკაა და არა მრწამსზე მსჯელობა და მავანნი გამუდმებით თემას ქვევით ექაჩებიან

 

ბოდიშს ვიხდი სენიორ ერიკ !!! ზემოთ რაც მოვნიშნე , - ყველაფერში გეთანხმებით !!!

ოღონდ, თქვენც გთხოვთ, ნუ იტყვით იმას რომ ხე, რომელზედაც ერთ-ერთი ტოტი მართლმადიდებლობაა, მოსაკვეთია !!! 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, kvipriane said:

მაშინ მიპასუხე თუ შეგიძლია : - აღნიშნულ იგავში მოთხრობილი სიუჟეტი შეესაბამება თუ არა რეალობას ???

რას ქვია რეალობა? მინიშნებაც შეიძლება იყოს თუ რა მოელის ბოროტს და კეთილს ეს კი ბავშვმაც იცის მაგრამ არა ყველა სულის ჯოჯოხეთში ჩასვლა რასაც თქვენი მრწამსი ქადაგებს პირდაპირ არასწორი სწავლება. გეხალისება ერთი და იგივეს ტკეპნა? 

ყველა სულის დასჯა და ყველა სულის არდასჯა ერთი და იგივეა? ამას მიმტკიცებთ თქვენ.  

ძალიან ბევრ მუხლებზე მოგიწევს პასუხების გაცემა მოგვიანებით ისევ არგუმენტებით მაგრამ არ გამოგდის პატივცემულო და რა გავაკეთო. მოგვიანებით დაგიდებ ბიბლიურ მუხლებს თუ რა თქმა უნდა გექნებათ სურვილი. 

 

თქვენ არ ხართ პირველი სადაც არგუმენტებში იჭედებით. ბევრ " მართალს" მოსვლია ასე. 

ცნობისთვის მღვდელი თეოდორეს მსმენელი ვარ ბევრჯერ გითხარი ასევე ვარ მართლმადიდებელი.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
21 minutes წინ, KOMBLE said:

რას ქვია რეალობა?

არ გვინდა ეხლა ეს ვინ სად იჭედება, აგერ ჩანს ვინ გაიჭედა , ვერ მპასუხობ : - კონკრეტულად გეკითხები : - შეესაბამება თუ არა რეალობას ის ამბავი რაც მოთხრობილია ამ იგავში, რომელსაც ქრისტე უყვება მოციქულებს ? 

რეალობა იმას ჰქვია, რომ : - მართლა არის შესაძლებელი გაეხილა თვალი მდიდარს ჯოჯოხეთში და ესაუბრა აბრაამთან თუ არა ?

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
50 minutes წინ, kvipriane said:

ბოდიშს ვიხდი სენიორ ერიკ !!!

მეც ყველაფერზე ბოდიშს ვიხდი სენიორ კვიპრიანე.

 

50 minutes წინ, kvipriane said:

ოღონდ, თქვენც გთხოვთ, ნუ იტყვით იმას რომ ხე, რომელზედაც ერთ-ერთი ტოტი მართლმადიდებლობაა, მოსაკვეთია !!! 

კომბლე არაა იეღოველი, ასევე არანაირ სხვა გარდა მართლმადიდებლურ ეკლესიის იქით არაა, ამ სიტყვებზე სისხლით ვაგებ პასუხს.

ამიტომ რაც ისე სტანდარტს გადახვეული მოგვეჩვენება არ ნიშნავს იეღოველობას თუ კალვინისტობას. მითუმეტეს დაბრალებას უცხო ადამიანზე.

3 საათის წინ, t-90 said:

25 მილიონი რა ჩემი ფეხებაა?

მაგდენ მილიარდს ჭამს ემირატი, მარა რატომღაც რეაქცია არ გიჩნდება.

ჭადრაკის ფედერაციასაც კი მეტი დაფინანსება ჰქონდა.

მარა რა თქმა უნდა იქ სადაც მიუხედავად ყველაფრისა გარკვეული ეროვნული მიდგომებია უნდა მოისპოს ხო?

სენიორ ტანკ, ეგ 25 მილიონი ხომ ვიცით რო ზაურებისთვის ანკესზე წამოცმული სატყუარაა?

როგორც მაგალითად ვინმე საბჭოთა ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგის ქიშვარდი ელიოზოვიჩის ხელფასი 185 მანეთი და 45 კოპეეკი? :lolz:

 

მე ჩემს აზრს მოგახსენებთ სენიორ

სანამ არ მეცოდინება რეები გადაშალეს ქართულ ტაძარ მონასტრებში რუსული მატრიცის პერიოდში არაფერი არ მჯერა ამათი.

ჩემი აზრით ეს რასაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჰქვია არის პიოტრ I ის და რომანოვების დირექცია ბოლო ჩასწორებებით 1923 ში

"ჩვენ ვიცით, _ წერს კორნელი კეკელიძე, _ რომ, მე-18 საუკუნეში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც სლავური  წიგნების მიხედვით არ შესწორებულიყო. ჩვენს ეკლესიებში ხმარებაშია სწორედ ეს, მეთვრამეტე საუკუნის რედაქცია" (კ. კეკელიძე. ანტონ კათალიკოსის სალიტურგიკო მოღვაწეობიდან". საღვთისმეტყველო კრებული, 1991 წ., საპატრ. გამოცემა. გვ. 126-129).

აქ წინა გვერდებზე ამაზე მსჯელობა გვაქვს.

 

საკითხი ისმება, თუ ქართული საეკლსიო წიგნები ჩასწორდა სლავურებით, ხოლო სლავურები თავად პეტრე I გადაასწორა

აბა ვინ ვართ ჩვენ და რაზე გვაქვს პრეტენზია?

 

ესეთები ვიყავით?

მარაბდის ბრძოლაში 2 ეპისკოპოსი მოკვდა ხმლით ხელში!

აი როცა კითხულობ ისტორიას იტყვი ვაა, და განაგრძობ, მარა მოდი აბა სულ წუთა ხუთი წაუთი დავფიქრდეთ რა მოხდა?

მარაბდის ველზე ხმლით და აბჯრით გავიდა 4 ეპისკოპოსი აქედან 2 (რუსთველი და ხარჭაშნელი) ბრძოლაში დაიღუპნენ.

მეტსაც გეტყვით ქართულ ეკლესიას თავისი ლაშქარი გამოყავდა ხმლით აბჯრით მუზარადებში ბერები როცა საჭირო იყო.

ეს იყო ქართული ეკლესია

 

ქართული !!! ჩვენი

 

ეს იმდენად ჩვენი იყო რომ დაჟე ბიზანტიის იმპერიის ბერძნული მატრიცა გავწიეთ გვერდზე თავის დროზე და ჩვენი გვქონდა საკუთარი

და ამის მერე მივიღეთ რომანოვების მატრიცა რომელიც ვერ მოვიშორეთ, ამიტომაა რომ როცა საჭირო გახდა ზაურა არც 1921 ში დაუდგა გვერდში

და როცა დაუდგა მაშინაც მოტყუვდა, იმიტო რო ამათი პირიდან არაფერი ამოსულა წესიერეი

ზვიადი ავირჩეით - კეთილი

ზვიადი ჩამოვაგდეთ - კეთილი

ედუარდი ავირჩიეთ - კეთილი

ედუარდი ჩამოვაგდეთ - კეთილი

მშა ავირჩიეთ - კეთილი

მიშა გავაგდეთ - კეთილი

ბიძნა ავირჩიეთ - კეთილი

კეთილი კეთილი ყველაფერი ასე უფალს უნდა მოითმინეთ ყველაფერი კარგად იქნება იმიტო რო აგერ ბასილი დიდი წაიკითხეთ პლაკიადა ეპიფანე ბულგარელი ალისტრახო რუმინელი როცა გაჭირვებას იგრძნობთ )))

ამასობაში ქვეყანას დედა აღარ ჰყავს

 

და სადაა ჩვენი დონ გალო? რამდენი წელი გავიდა ვინ სად ? არაა

ჰოდა თუ არაა რანაირადაა ჩვენი ? მე არვიცი

ვინც იცით ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ

 

პ.ს

 

ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ აკაკი შანიძეს თქმით "შესაძლებელია შეირყვნას წიგნი, მაგრამ იმგვარი შერყვნა, როგორიც ეს ანტონისა და მის მოწაფეთაგან "შესწორებულ" წიგნებს ახასიათებს, წარმოუდგენელია" (გაზეთი "მადლი", 1996 წ. # 26, მარტი, გვ. 4).

 

 

Edited by Eric
Share on other sites

ან რა ჭირდა ჩვენს IV საუკუნეში მიღებულ ქრისტიანობას ბომჟი სლავების ჩასასწორებელი? :sorry:

 

ჰოდა ვინ ვართ ჩვენ? :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

მეც ყველაფერზე ბოდიშს ვიხდი სენიორ კვიპრიანე.

:drinks: გაგიმარჯოს ღმერთმა !!!

4 minutes წინ, Eric said:

კომბლე არაა იეღოველი, ასევე არანაირ სხვა გარდა მართლმადიდებლურ ეკლესიის იქით არაა, ამ სიტყვებზე სისხლით ვაგებ პასუხს.

ამიტომ რაც ისე სტანდარტს გადახვეული მოგვეჩვენება არ ნიშნავს იეღოველობას თუ კალვინისტობას. მითუმეტეს დაბრალებას უცხო ადამიანზე.

დიდი ხანია ვსაუბრობთ სენიორ და ჩემი დამოკიდებულება იცით დღევანდელი საპატრიარქოს მიმართ

მაგრამ , უმრავლესობა დღევანდელ სასულიეროთა ამორალურობა არ ნიშნავს რომ მართლმადიდებლური სწავლება რამეში ცდება, აღნიშნული სასულიერონი ამახინჯებენ მართლმადიდებლურ სწავლებას საკუთარი ქმედებებითა და დიდებისმოყვარეობით, რომელი სწავლებაც დარედაქტირებულია ხანთელისა და მთაწმინდელების მიერ, და კიდევ იმ ადამიანთა მიერ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების წესით და საკუთარი სისხლითა და სიცოცხლით დაამტკიცეს და მოიპოვეს ავტორიტეტი ... 

რასაც აქ ვწერ, მერწმუნეთ, არაფერს ვწერ ჩემსას, ვწერ მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლებიდან !!!

ეს მინდოდა მეთქვა ... 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Eric said:

ან რა ჭირდა ჩვენს IV საუკუნეში მიღებულ ქრისტიანობას ბომჟი სლავების ჩასასწორებელი?

ამ თემაზე საუბარი იქნება ფრიად საინტერესო , ძალიან ძალიან საინტერესო !!!

გახსენით სადმე თემა და იქ ვისაუბროთ , ვინ ჩაასწორა, რა ჩაასწორეს, როდის ჩაასწორეს და ასე შემდეგ 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, აღნიშნულ თემაში თუ სწორი გზით წავალთ , მივალთ იქამდე რომ ზუსტად დავინახავთ როგორ სწამდათ ჩვენს წინაპრებს, თუნდაც მთაწმინდელებს, ხანძთელს, ჭყონდიდელებს და რა შეიცვალა და როდის შეიცვალა და რაც მთავარია მიზანი რა იყო !!! 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share