Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

იმედია ხალხი გაიღვიძებს.  აქციები დაანონსდა მაშტაბური

ნიკანორა აღარ ხუმრობს

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, ASIA said:

ერთიდაიგივეა.

მეტიც - დაკრძალვაზე კარდინალიც კი ბელაჩაოს მღეროდა...

https://www.youtube.com/watch?v=3WsbyY5jV1g

ეს ნახეთ 25-ე წამიდან -გაააოცდებით, მარააა მაინც მაგარი იყო დონ გალო!

უღრმესი მადლობა სენიორა !!! 

59 minutes წინ, KOMBLE said:

შეგიძლია მაჩვენო მუხლები?  სადაც წერია რომ ქრისტემდე ადამიანის სულები ჯოჯოხეთში ეშვებოდნენ ?

რათქმაუნდა ახალგაზრდავ , - ინებეთ ახალ-ქართულადაც არის და ძველ-ქართულადაც

სახარება ლუკასი თავი 16 (19-31)

19

იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.

19

კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.

20

იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.

20

გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა.

21

ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.

21

და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.

22

მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.

22

იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.

23

ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.

23

და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.

24

შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.

24

და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.

25

მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

25

ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.

26

ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.

26

და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.

27

ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.

27

ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,

28

ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

28

რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.

29

უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.

29

ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ.

30

ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.

30

ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.

31

და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.

31

ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
18 minutes წინ, kvipriane said:

რათქმაუნდა ახალგაზრდავ , - ინებეთ ახალ-ქართულადაც არის და ძველ-ქართულადაც

სახარება ლუკასი თავი 16 (19-31)

ეს იესოს იგავია.  ანუ იესო გვიყვება სად შეიძლება მოხვდეს მდიდარი და ღარიბი  ჯოჯოხეთი და სასუფეველი /სამოთხე გადმოსცა. მსმენელს მიანიშნა შედეგები

გასაგებია ვიცით ყველამ იესოს ქადაგება რაც იყო რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი  მაგრამ...

 

თქვენ იძახით რომ (  სანამ ქრისტე ამ გზას გაკვალავდა ამიტომ ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში ეშვებოდაო  )

აქედან გამომდინარე სად წერია წმინდა წერილში რომ ქრისტემდე  ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში ეშვებოდა  ?

 

თქვენი პასუხი იესოს იგავზე  არ შეესაბამება ჩემს დასმულ კითხვას პატივცემულო

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Say_or said:

ეხლა ქართლის ერთ-ერთ რაიონში ვარ, და კონკრეტულ ზაურზე მოვისმინე ისტორია, 2008 წლის ომში ბრძოლის ველზე შებრუნებულა დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად და დაღუპულა :(

ჯიგარია ზაურა სენიორ სეი-ორ, უბრალოდ პაწა ხელის წაკვრა და მეტი განათლება ჭირდება (რეალური განათლება, რეალური ისტორია, სიმართლე)

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, KOMBLE said:

ეს იესოს იგავია.

დამიჯერე კომბლე ბიძია შეეშვი მაგ იეღოველებს, - რაც კი რამ ქრისტიანობამ საუკუნეების მანძილზე ერესები მოისროლა სანაგვეში, მაგენმა ეგ ერესები ამოიღეს იმ სანაგვიდან, გამოწურეს და კოქტეილი გააკეთეს, - სადაც რამეში შემეკამათე, ყველგან მაგათი გამოწურული კოქტეილიდან მომიყვანე მაგალითი :)  

აბა ჰკითხე მაგ იეღოვას მოწმეებს : -  რას ნიშნავს იგავი-თქო ? - სადმე მაჩვენონ სახარებაში ისეთი იგავი რომელში ქრისტეს მიერ აღწერილი სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება ?!  :D  - ანუ გვატყუებს კაცო ქრისტე და ისეთი რამის შესახებ გვიყვება რაც ბუნებაში არ არსებობს ???? ;) იეღოველებს ვენდოთ თუ ქრისტეს ??? ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, kvipriane said:

აბა ჰკითხე მაგ იეღოვას მოწმეებს : -  რას ნიშნავს იგავი-თქო ? - სადმე მაჩვენონ სახარებაში ისეთი იგავი რომელში ქრისტეს მიერ აღწერილი სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება ?! 

მე დავწერე რომ იგავი სიმართლე არ არისთქო?  ბრალს რატომ მდებ? 

11 minutes წინ, kvipriane said:

დამიჯერე კომბლე ბიძია შეეშვი მაგ იეღოველებს

ვთქვათ იეღოველი ვარ,  შველა მინდა რომ დამიდო მუხლები სადაც წერია ქრისტემდე ყველა სული რომ ჯოჯოხეთში ეშვებოდა. ამით მიხსნით მე მადლობასაც გეტყვით.  მაგრამ რა უნდა დადო რაც არ არის. 

არ გაქვთ არგუმენტი კვიპრიანე.  რატომ გიყვართ დაბუნდოვნება და თემის სხვაგან წაყვანა?

11 minutes წინ, kvipriane said:

რაც კი რამ ქრისტიანობამ საუკუნეების მანძილზე ერესები მოისროლა სანაგვეში

 

ეს პასუხია?   მეც მინდა მოვისროლო მაგრამ...

 

ისა ოქროპირის ექნება განხილული აბა ნახე სადმე ან ბასილ ბალშოის :lool:

 

რა ნაირი მართლმადიდებელი ხარ ! ბიბლიიდან ვერ დებ მუხლებს. ჩემი ყოფნაარყოფნის საკითხი წყდება :gigi:

 

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, KOMBLE said:

ვთქვათ იეღოველი ვარ,  შველა მინდა რომ დამიდო მუხლები სადაც წერია ქრისტემდე ყველა სული რომ ჯოჯოხეთში ეშვებოდა.

კაცო, არაფრის დაბუნდოვნება არ მიყვარს, რა მუხლიც დავდე სახარებიდან , მაგას თავად ქრისტე უყვება თავის მოციქულებს, რომ მდიდარი კაცი დაფლესო და ჯოჯოხეთში გაახილა თვალიო, (ანუ ჯოჯოხეთი არსებულა თურმე, ხომ ?)  - ასევე ის ღარიბი ლაზარე დაინახა აბრაამის წიაღში , - დაინახა !!! - ანუ ეს აბრაამის წიაღიც იქვე ჯოჯოხეთში იყო ხომ ? სადაც ნუგეშს იღებდნენ გარკვეულ ადამიანთა სულები (მათ შორის ლაზარე!) , ეხლა ის მოინდომე რაც იმ მდიდარმა მაონდომა ჯოჯოხეთში, ანუ იმან აბრაამს უთხრა ლაზარე გაგზავნეო ჩემ ძმებთანო სხვანაირად არ დაიჯერებენო, შენ მეუბნები აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში რომ არის ეგ უნდა ეწეროს სხვანაირად არ დავიჯერებო და მაგისთანა მოთხოვნებზე აბრაამა უპასუხა : - მოსეს და წინასწარმეტყველებს უსმინონო და სახარება გპასუხობს : - ვისაც ყური აქვს ისმინოსო !!!  მაპატიეთ მაგრამ თუ გაქვთ ყური ხო გაიგებთ თუ არა და მე სხვას ვერაფერს გეტყვი ახალს ...

და მთავარი ამ ყველაფერზე რაც ზემოთ დავწერე  შენ მპასუხობ იგავია ეგო !!! ხომ ასეა ? - ანუ ეზოპეს და კრილოვს რომ აქვს იგავები  ცხოველებს და ფრინველებს რომ ალაპარაკებს რომლის სიუჟეტიც რეალობასთან აცდენილია (აბა ცხოველები მარტო კინოებში ლაპარაკობენ) - ამაზე გქონდა აპელირება !!! - და მეც გიპასუხე რომ ქრისტეს იგავებიდან მომიყვანე რომელიც გინდა რომელში გადმოცემული სიუჟეტიც აცდენილია რეალობას-თქო - ეხლა ამაზე იოლად აღარ აიხსნება . მეტი იოლად ვერ აგიხსნი - ეზოპეს, კრილოვსა და ქრისტეს იგავებს შორის განსხვავება უნდა იცოდე ეგ რომ აგიხსნა !!!

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, KOMBLE said:

ჩემი ყოფნაარყოფნის საკითხი წყდება :gigi:

სანამ ჩარლზ რასელსა და მოსამართლე რუტენფორდს თავს არ დაანებებ  ყოფნა არ ყოფნის საკითხი მუდამ გექნება კომბლე ...

ჩარლზ რასელი ასე თუ ისე ყველამ იცის და ამ რუტენფორდმა რა ქნა იცი 1929-ში ??? :D 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   35 all people including: 2 წევრი, 3 ანონიმური, 30 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Freeman
    • YandexBot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • Seth
    • Googlebot(1)