Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 საათის წინ, Eric said:

რა გინდა რომ ქნა?

 

მშვენიერი სტილია

 

ძველი აღთქმა გამოსვლა

მოსემაც  უმღერა სიმღერა უფალს

1. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად

 

ფსალმუნი 9
3. ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო

 

ესაიაც მოგვიწოდებს უმღერეთო

წმინდა ესაია წინასწარმეტყველიძველი აღთქმის სულიერი მოღვაწე

ესაია 12

უმღერეთ უფალს.
2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა

 

ძველ აღთქმაში ასევეა გალობა ნახსენები რომ არ დავუშვათ თარგმანში ეჭვი :givi:

რიცხვნი 21
17. მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას

 

ეხლა გვეტყვიან სიმღერა არასწორი თარგმანიაო და გალობააო  ;(

 

 

 

 

 

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი
54 minutes წინ, Eric said:

3 + 3 რა არის ვინ არიან რა უნდათ?

თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი და რუსეთი.:user:

Share on other sites

48 minutes წინ, Deutschland said:

თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი და რუსეთი.

ოჰო, სერიოზულ)))

ესეიგი ანგლოსაქსებმა იქით ხო შექმნეს AUKUS

აქეთ ესენი ქმნიან TAxSSIR )), მარა დანარჩენი ბუნდოვანია ძალიან, რა საერთო აქვთ ამ პოლიტიკურ თახსირებს? :lolz:

 

 

Share on other sites

ერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ რომ არისტოკრატები (ორივე) მოლაპარაკებას ცდილობენ ერთმანეთში დალაგებას სოფლელების გარეშე.

რადგან ომი მხოლოდ სოფლელებს წაადგებათ და ორივეს დააზიანებს მეტნაკლებად.

?

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Deutschland said:

სენიორ, ეს ცუდი რატომ არის ? 

განა ყველა ქრისტიანს ქრისტე არ უნდა აერთიანებდეს? 

ან რატომ თვლით, რომ მართლმადიდებლობა, რაიმეთი მეტია ან რაიმეთი პრივილეგირებულია კათოლიციზმზე? 

ერთი კითხვა მაქვს პატივცემულო, ანუ ვთქვათ იტალიელი კათოლიკე პიერო, ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრებით

 არ კლავს.

არ იპარავს.

არ რის ამპარტავანი, შურინი და ა.შ.

ანუ მაქსიმალურად იცავს 10 ცნებას და პიერო მხოლოდ იმიტომ ვერბმოხვდება სამოთხეში რომ კათოლიკეა? და სიტყვაზე ვიღაც ქართველი ზაურა იმიტომ მოხვდება იქ რომ მართლმადიდებელია? 

ჰერ დოიჩ  სხვადასხვა რამეზე ვმსჯელობთ (შეიძლება მე ვერ ვხნი სწორად)

ქრისტიანობა მხოლოდ ეთიკური ნორმები არაა და მხოლოდ ეთიკური ნორმებით ცხოვნება ვერ მიიღწევა

იტალიელი კათოლიკე პიერო მხოლოდ იმიტომ რომ არ კლავს , არ იპარავს და არ არის შურიანი თუ ამპარტავანი , მხოლოდ ამით იგი ვერ ცხოვნდება, არამარტო იგი, არამედ ვერავინ მხოლოდ ამით ვერ ცხოვნდება ჰერ დოიჩ, - ეს, ასეთი უნდა იყო რომ ცხოვნების გზაზე დადგე, ანუ ასეთი უნდა იყო ადამიანად რომ მიგიღონ , ჩაგთვალონ , ხოლო ცხოვნების გზაზე შედგომა უკვე სხვა ეტაპია ...

ცხოვნება , ანუ ქრისტესთან ერთად სასუფეველში ყოფნა, სხვა რელიგიებს არ ეხება და ვერც შეეხება, რადგან სამყაროს არსებობიდან დღემდე, ის ალტერნატიული გზა რომელიც ჯოჯოხეთს (ადგილს სადაც არ არის ღმერთი) აგარიდებს მხოლოდ ქრისტემ გაკვალა, და მხოლოდ მის მიმდევრებს შეუძლიათ ამ გზით სარგებლობა და ესეც მხოლოდ მისი , ქრისტეს ნებით !! (ამიტომ სასუფეველი მხოლოდ ქრისტესია, სხვა იქ ვერ შევა ქრისტეს გარეშე)

 სანამ ქრისტე ამ გზას გაკვალავდა სასუფეველი დღევანდელი გაგებით არ არსებობდა, ამიტომ ყველა ადამიანის სული ჯოჯოხეთში ეშვებოდა, - თუ რატომ არის ასე - ეს სხვა თემაა და ამაზეც შეგვიძლია მომავალში ვისაუბროთ

ეხლა ისიც ვთქვათ, - რა არის იმისათვის საჭირო რომ სასუფეველში ქრისტესთან მოხვდე ?  -  ქრისტეს ნება , მაგრამ ადამიანის მხრიდანაც ნებაა საჭირო - იქნებ ამა თუ იმ ადამიანს არ უნდა ღმერთთან ყოფნა ? - ამიტომ ადამიანმა მისი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოხატოს საკუთარი ნება და დაამტკიცოს რომ უნდა ან არ უნდა ღმერთთან .  - რით მტკიცდება ეს ???

ერთადერთი რამით - ქრისტეს რწმენით !!!

ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!

კი მარა ეს ქრისტეს რწმენა რაღააო იკითხავს ადამიანი, ან როგორ უნდა მივცე ნიშანი უფალს რომ მე იგი მწამს ???

1. ქრისტესთან ყოფნის სურვილის გამო ჩადენილი საქმეებით !!!  - მაგალითად, როდესაც მშიერს ვაძლევ, ვაძლევ იმიტომ რომ ქრისტესგან ვიცი რომ მშიერის დაპურება კეთილი საქმეა და ვაძლევ იმის გამო რომ ქრისტემ დამინახოს და ერთი ქულა ჩამიწეროს ცხოვნების დავთარში, პავლე მოციქული მომჭირნე კაცი იყო და დიდად არ უყვარდა ფულის "ბნევა" (ასე ვთქვათ), ერთხელ ერთი მათხოვაი გადაეკიდა, - დამეხმარე ბიძია, აი ბიძიებო დეიდებო და მოკლედ გადაეკიდა, ბოლომდე მისდია, პავლემაც ბოლოს აიღო და გადაუგდო, კი არ მისცა, არამედ გადაუგდო ! - ესეც კი სიკეთეში ჩაეთვალა !!!

ესეც ძალიან დიდი თემაა ქრისტეს რწმენით ჩადენილი კეთილი საქმეები

2. მათეს სახარების 26-ე თავში ვკითხულობთ, რომ თავად ქრისტემ, ახალი აღთქმის მიხედვით ცოდვათა მისატევებლად შემდეგი რამ დააწესა :

" ... ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი ... სუთ ამისაგან ყოველთა ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა." (მათე 26 26-28)

ამიტომ აღმსარებელი და მაზიარებელი თუ არ იქნება ადამიანი როგორ შეუერთდება ქრისტეს, ანუ როგორ მიიღებს ცოდვების მიტევებას ???

აღმსარებელი - საკუთარი ცოდვების მონანიების მსურველი

მაზიარებელი - ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიმღებელი (მჭამელი და მსმელი)

უყურეთ , ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიმღებელი და არა ალლაჰის, ბუდას,  კრიშნას ან რომელიმე სხვა თუნდაც სხვანაირი ქრისტეს , არამედ მხოლოდ ქრისტეს (ისეთის, როგორის სინამდვილეში არის იგი) ხორცისა და სისხლის მიმღებელი ...

რას გულისხმობს ეს ? - მაგალითად, როდესაც მინდა რომ მოგმართოთ თქვენ , გიწოდებთ ჰერ დოიჩ, და არა  - გირ დაიშ, ან ჰირ დუიჩ, ან ჰარ დუჩი , არამედ ჰერ დოიჩ !!!  - ანუ თუ მე რაიმეს შევცვლი თქვენს სახელში, თქვენ კი მოგმართავთ ჩემი გაგებით, მაგრამ თქვენ აღარ გამოიხედავთ ჩემს დაძახილზე იმიტომ რომ უკვე სხვანაირად ჟღერს და ეს თქვენი სახელი არაა ... 

მივადექით ისევ იმას რითიც დავიწყეთ, რომ დიახაც !!! იტალიელი კათოლიკე პიერო ღირსეული პიროვნებაა, იგი სრულად ასრულება ქრისტიანულ ეთიკურ ნორმებს, არ კლავს, არ იპარავს, არ შურს და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ მას არასწორად მიაწოდეს ქრისტეს დიდება და მის თხოვნაზე, მიმართვაზე, დაძახილზე , - შეიცვალოს მისი ტაძრის საკურთხეველზე მყოფი პური - უფლის ხორცად, და ღვინო - უფლის სისხლად, მას არავინ პასუხობს და მისი მრევლი იხმევს არა უფლის სისხლსა და ხორცს, არამედ ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს, ისეთს როგორიც სახლშიც აქვთ, რაც თავისთავად გამორიცხავს ქრისტეს მიერ დადგენილ ახალ-აღთქმისეულ ცოდვათა მიტევებას და ქრისტესთან ზიარებას (ზიარებას - ანუ ქრისტესთან ერთობას, გაერთიანებას) !!!

და ეს ყოველივე რის გამო ? , მხოლოდ იმიტომ რომ 8 საუკუნეში ერთ-ერთმა გაყოყოჩებულმა რომის პაპმა ასე გადაწყვიტა და 1054 წელს მეორემ ბეჭედი დაასვა ??? - ანუ მსოფლიო პოლიტიკის გამო ??? (ნუ რის გამოც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს ამას) ... გაყოყოჩებული და გადარეულები მარტლმადიდებლებსაც არ მოგვკლებია ისევე როგორც მათ, მაგრამ აქ პირველსაწყის დოგმატებზეა საუბარი რაზეც პირველი საუკუნეებიდან მთელი საქრისტიანო ვიყავით შეთანხმებულნი, ამ შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდნენ კათოლიკები 1054 წელს ... 

მოკლედ, ძალიან ვრცელი და რთული თემაა ჰერ დოიჩ, და იმდენადვე ადვილად მოგვარებადია , რამდენადაც რთული გვეჩვენება ...
 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, t-90 said:

ვაბშე არ ვართ ეკუმენიზმის საბჭოში. ეს ისე რო იცოდეთ.

ბატონო ტანკო, მაგას იმიტომ ფიქრობთ, რომ საპატრიარქოს ხალხის შიშით ეშინია თავისი დასტურის გამოქვეყნება კრეტის ბოლო კრების მიმართ 

არ ჩავედითო თავს იმართლებენ, ჯერ ერთი იქ ესწრებოდა ვიღაც-ვიღაცეები და მეორე ხელი მანამდე ქონდათ მოწერილი

საჯაროდ რომ მოაწერონ ხელი აქ ამბავი ატყდება, სულ კინწის კვრით გამოყრიან მაგ უბედურებს 

ამიტომ ჩუმად გაკეთდა ეგ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბატონო ტანკო 3:15-დან კარგად მოუსმინეთ

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

ქრისტიანობა მხოლოდ ეთიკური ნორმები არაა და მხოლოდ ეთიკური ნორმებით ცხოვნება ვერ მიიღწევა

და რა არის აბა სხვა ? ან რას ამბობდა ქრისტე სხვას ? 

ნუ იქნები ცოდვილი, მიუტევეთ, გიყვარდეთ მტერი თქვენიო ამას არ ამბობდა? რა საჭიროა ეს დამატებები ? 

2 საათის წინ, kvipriane said:

იტალიელი კათოლიკე პიერო მხოლოდ იმიტომ რომ არ კლავს , არ იპარავს და არ არის შურიანი თუ ამპარტავანი , მხოლოდ ამით იგი ვერ ცხოვნდება, არამარტო იგი, არამედ ვერავინ მხოლოდ ამით ვერ ცხოვნდება ჰერ დოიჩ, - ეს, ასეთი უნდა იყო რომ ცხოვნების გზაზე დადგე, ანუ ასეთი უნდა იყო ადამიანად რომ მიგიღონ , ჩაგთვალონ , ხოლო ცხოვნების გზაზე შედგომა უკვე სხვა ეტაპია

და რატომ ვერ ცხონდება ? თუ კი სრულიად ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს ? 

იცავს 10 ცნებას და მაქსიმალურად მიყვება იესოს გზას.

განა ეს ქრისტეს სიტყვა არაა ? 

"თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით".

მაშინ რაშია პიეროს პრობლემა ? იმაში რომ პირჯავრს მარცხნიდან მარჯვნივ იწერს ? 

2 საათის წინ, kvipriane said:

ამიტომ ადამიანმა მისი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოხატოს საკუთარი ნება და დაამტკიცოს რომ უნდა ან არ უნდა ღმერთთან .  - რით მტკიცდება ეს ???

ერთადერთი რამით - ქრისტეს რწმენით !!!

ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!

ხო და მაშინ რატომ ეუბნებით პიეროს, რომ ის ვერ მოხვდება სამოთხეში? 

თუ კი ამბობთ ამას "ანუ, გამოდის რომ, ცხოვნებისათვის ერთადერთი კეთილი საქმე მჭირდება და ესაა - ქრისტეს რწმენა !!!"

რა საჭიროა მაშინ ეს ზედმეტი დამატებები თუ პიეროსთვის ერთადერთი მიზანი ქრისტეს რწმენაა და წამს პიეროს მისი.

2 საათის წინ, kvipriane said:

მივადექით ისევ იმას რითიც დავიწყეთ, რომ დიახაც !!! იტალიელი კათოლიკე პიერო ღირსეული პიროვნებაა, იგი სრულად ასრულება ქრისტიანულ ეთიკურ ნორმებს, არ კლავს, არ იპარავს, არ შურს და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ მას არასწორად მიაწოდეს ქრისტეს დიდება და მის თხოვნაზე, მიმართვაზე, დაძახილზე , - შეიცვალოს მისი ტაძრის საკურთხეველზე მყოფი პური - უფლის ხორცად, და ღვინო - უფლის სისხლად, მას არავინ პასუხობს და მისი მრევლი იხმევს არა უფლის სისხლსა და ხორცს, არამედ ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს, ისეთს როგორიც სახლშიც აქვთ, რაც თავისთავად გამორიცხავს ქრისტეს მიერ დადგენილ ახალ-აღთქმისეულ ცოდვათა მიტევებას და ქრისტესთან ზიარებას (ზიარებას - ანუ ქრისტესთან ერთობას, გაერთიანებას) !!!

"ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, ასევე კათოლიკურშიც და პროტესტანტულშიც, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში და პროტესტანტულში ზიარების დროს გამოიყენება აუფუებელი ჰოსტია, განსხვავებით მართლმადიდებლებისგან, რომლებიც ზიარების დროს გამოიყენებენ აფუებულ სეფისკვერს". 

ანუ მხოლოდ ესაა განსხვავება და ამის განო უწყრებით პიეროს ? 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share