ფორუმელი kvipriane Posted 24 ოქტომბერი, 2021 Posted 24 ოქტომბერი, 2021 On 10/22/2021 at 1:26 PM, Instance said: რასაც ერიკი ამბობს ყველაზე ჩამოყალიბებულად აქ ვნაზე: Наткнулся тут недавно на яростно антисоветскую цитату за подписью Светланы Аллилуевой."Основы однопартийной системы, террора, бесчеловечного подавления инакомыслящих были заложены Лениным. Он является истинным отцом всего того, что впоследствии до предела развил Сталин", - пишет дочь Сталина. იოანეს გამოცხადება თავი 13 (11-13) 11. … ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. 13. და ახდენს დიად სასწაულთ … თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 16 ნოემბერი, 2021 Posted 16 ნოემბერი, 2021 On 10/20/2021 at 4:47 PM, kvipriane said: ბრძენი ხალხია იუდეველარეული ქიზიყელები, უბატონო ქვეყანა ვართო კი ამბობენ მაგრამ ასეთი გამოთქმა კი აქვთ : - იმუშავეთ ვირებო ჭამეთ ბრიგადირებო მერე ერთმა გაბრაზებულმა უპასუათ - ვირმა ტლინკი იცისო !!! და იმ პირველმა : - ვირს ტვინი სადა აქვს როდის აყაროს ტლინკიო ?! ამან : - თუ ტვინი არა აქვს , მა ყოველი შუადღის 12 საათზე როგო ყროყინებსო ??? ... ჰაჰ, რა საინტეტერესო ისტორიაა პატივცემულო. ვაგლახ ბაზაზე ვიყავი, გვიან წავიკითხე. ბებია მყავდა ქიზიყელი, არ ვიცოდი ეს სახალისო ისტორიაც ქიზიყელ ურიებზე და ვირებზე. პ.ს. აღმოსავლეთზე ამ თემაში ბევრ თანამოაზრეს ნახავთ ჩემის აზრით https://forum.ge/?f=29&showtopic=35213160&st=0 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 16 ნოემბერი, 2021 Posted 16 ნოემბერი, 2021 es qiziyelebis ebraelebtan areuloba aris xevsurebis xevis uriobis operidan. anu bodvata bodva. 1 I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 20 ნოემბერი, 2021 Posted 20 ნოემბერი, 2021 https://www.facebook.com/watch/?v=866540507377015&extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C&ref=sharing ეს NSDAP-ის უნიჭო კოპირება რა არის ვითომ გამოაგდეს ახალი პატრიოტთა ალიანსი, თავისი თარხან მოურავი ყავთ ნეტა ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი KOMBLE Posted 21 ნოემბერი, 2021 Posted 21 ნოემბერი, 2021 ლინკს ვეძებ ხოშტარიას ჭამა დაუწყია სქლად გავიდა თუ თხლად გავიდა ? Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 22 ნოემბერი, 2021 Author Posted 22 ნოემბერი, 2021 ტფილისი, 1907 წლის 26 ივნისი, ერევნის მოედანზე როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ქალაქელებს სოფლიდან ჩამოსულ გლეხებს კაზაკებს პოლციელებს შორის თვალი ადვილად არჩევდა ახოვან კავალერიის შტაბს-კაპიტანს თეთრ ცხენზე ხმლით რომელიც მხიარულად ესაუბრებოდა ორ მოკისკისე ახალგაზრდა ქალბატონს მხარზე კოხტა ქოლგებით, ორივე გოგონა ცალი ხელით ქოლგებს აზბრიალებდნენ და შტაბს კაპიტანს თვალებს უჟუჟუნებდნენ ხოლო მეორე ხელი ორივეს კაბის ქვეშ დატენილ მაუზერებზე ედოთ ... ეხლა რადგან ვიცით რა როგორ იყო, და თუ იმ დროში გადავალთ და კიდევ კარგად დავათვალიერებთ მოედნის შემაერთებელ ქუჩის კუთხეებში ასევე აღმოვაჩენთ რამდენიმე დინჯად მოსაუბრე ახალგაზრდას ასევე ერთ ჯიბეში დატენილი მაუზერებით ხოლო მეორეში გამზადებული ხელყუმბარებით ასე იყო ერევნის მოედანზე განლაგებული ოცი ახალგაზრდა და მათგან რამდენიმე გოლოვინის პროსპექტზე სეირნობდა მეფისნაცვლის სასახლის გასწვრივ, მთელი ეს კომპანია იდგა, საუბრობდა, სეირნნობდა ზოგი მხიარულად, ზოგი დინჯად, ზოგი კამათობდა კიდეც მარა რეალში რაღაცას ელოდნენ ... და იქვე იყო კავკასიის მეფინსნაცვლის სასახლე, იქვე იყო კავკასიის ჯარების შტაბი, ქუჩაში ირეოდნენ პოლიცია და გადაცმული ჟანდარმერია ... შტაბსკაპიტანთან მდგომ ორ გოგონას ეტყობა მობეზრდათ ოფიცრის ყურება და ქოლგების ბზრიალით კავკასიის სამხედრო შტაბის წინ გადაინაცვლეს სადაც ეხლა რუს ოფიცრებს და კაზაკებს დაუწყეს ღადავი და სიცილკისკისი, შემდეგ რაღაც მიზეზის გამო ორივემ შეწყვიტა გართობა და გაიყვნენ ერთი ერევნის მოედნის ერთ მხარეს დადგა ხოლო მეორე მეორე მხარეს ... ეს ორი გოგონა გახლდათ ფაცია გალდავა და ანეტა სულაქველიძე ორივე 19 წლის. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 22 ნოემბერი, 2021 Author Posted 22 ნოემბერი, 2021 ფაცია გალდავამ პირველმა დაინახა საფოსტო კარეტა და უფრო კარგად კარეტის ირგვლივ კაზაკების ბადრაგი ცხენებით სწრაფად მიირბინა პუშკინის ბაღთან და იქ ერთერთ წინა დღის თატრალურ წარმოდგენაზე გაცხარებულად მოსაუბრე 22 წლის სტეპკა ინწკირველს ხმადაბლა უთხრა "ვიწყებთ", შემდეგ თავს ზემოთ ქოლგა აწია და რაღაც ანიშნა სადღაც მოედნის იქით და მთელი ეს მანამდე ერთმანეთისთვის სრულაიდ უცნობი კომპანია მოედნის ირგვლივ გზის გასწვრივ განლაგდა და პოზიციები დაიკავა მათმა ნაწილი მოედანზე მოსეირნე პოლიციელებს უკან განლაგდა დანარჩენები ველიამინოვის ქუჩას დაუყვნენ ბაზრისკენ კავალერიის შტაბს კაპიტანი დაქვეითდა და ერთი ხელით ცხენი ეჭირა ხოლო მეორე ხმლიანი ხელით ხალხს უყვირდა და უკან დაწევას სთხოვდა მარცხენა თვალით ცოტა ვერ ხედავდა კარგად რადგან ზევით აღწერილ ახალგაზრდებს მისი დამზადებული ხელყუმბარები ედოთ ჯიბეებში და ერთი მათგანი აუფეთქდა ექსპერიმენტების დროს )) და ხმალი კიდევ ეს ხმალი კატოს მამას სთხოვა ორი დღით , კატო გახლდათ იოსებ ჯუღაშვილის მეუღლე ხოლო ეს გადაცმული შტაბსკაპიტანი - შერყეული კამო. კაზაკები შემოვიდნენ ერევნის მოედანზე , ორი ცხენისანი კაზაკი საფოსტო ფაეტონს წინ მიუძღოდა ორიც უკნიდან კეტავდა უკნიდან კიდევ ერთი ფაეტონი მოსდევდა სადაც ჯარისკაცები და პოლიციელები ისხდნენ უშუალოდ წინა ფაეტონში იჯდნენ სახელმწიფო ბანკის მოლარე კურდიუმოვ და ასევე ბანკის თანამშრომელი გოლოვნია. ფაეტონებმა კაზაკებით გადაჭრეს მოედანი და სოლოლაკისკენ აუხვიეს სადაც სახელმწიფო ბანკის ახალი შენობა იდგა და ამ დროს კიდევ ერთმა მხიარულმა გოგონამ ალექსანდრა დარახველიძემ (19 წლის) და ბაჩუა კუპრიაშვილმა (22 წლის) და კიდევ ორმა ხელყუმბარებს დამცველი მოხსნეს და კარეტებს ესროლეს ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 22 ნოემბერი, 2021 Author Posted 22 ნოემბერი, 2021 აფეთქების ტალღამ ოთხჯერ ზედიზედ გადაუარა მოედანს, წინა ფაეტონი გადაყირავდა მეორე საერთოდ დაიშალა და ერთმანეთში აიზილა ცხენების გახეული მუცლიდან გამოყრილი ნაწლავები და დაფლეთილი ჯარისკაცები შემდეგ კიდევ 6 ხელყუმბარა აფეთქდა და ირგვლივ შენობებს მათ შორის მეფისნაცვლის სასახლეს შუშუა არ დარჩა მთელი საშინელი პანიკა ატყდა პარალელურად ორმხრივი სროლა წინა ფაეტონის ერთი გადარჩენილი ცხენი გადარეული გაიჭრა წინ და ფაეტონი თან გაითრია და მოედნისკენ დაეშვა უკან გამოეკიდიდა ბაჩუა კუპრიაშვილი რომელმაც კიდევ ერთი ხელყუმბარა ახლოდან ესროლა აფეთქების ტალღამ ბაჩუა გაისროლა ქუჩის კედელს შეენარცხა და გონება დაკარგა ... კარეტაზე პირველი დათიკო ჭიბრიაშვილი შეხტა და ფულით სავსე ბანკის ტომრები გამოათრია და ტომრებიანად ველიამინოვის ქუჩისკენ გააიქცა მარა მძიმე ტომრებს ვერ მიათრევდა ... ამ დროს კვამლი გაიფანტა , კაზაკები და პოლიციელები მოედანზე ნელნელა გონს მოვიდნენ სამხედრო შტაბში განგაშია ნელნელა ყველა აფეთქებების ეპიცენტრისკენ მიემართება .. 20 შეთქმულიდინ 3 -ს ნერვებმა უმტყუვნა და გაიქცნენ მიატოვეს ოპერაციის ზონა და ამ დროს დათიკო ჭიბრიაშვილი ოფლში გახვითქული ფულიანი ტომრებით ველიამინოვის ქუჩაზე ზის მაუზერჩაბღუჯული შეშლილი თვალებით ... და ამ დროს მოედანზე "შტაბსკაპიტანი" უკვე საკუთარი ფაეტონით ორი წრე დაარტყა ))) და თან მაუზერს ისვრის რადგან სამმა გაქცეულმა ოპერაცია ჩაგდებაზე მიიყვანა ბოლოს "შტაბსკაპიტანი" პოულობს ფულის ტომრებიან დათიკოს ველიამინოვის ქუჩაზე და დათიკო და ფაცია გალდავა სწრაფად შეყრიან ფაეტონში ტომრებს შტაბსკაპიტანი სწრფად ამოაბუქსავებს )) და უკან დაეშვება ერევნის მოედნისკენ ! სადაც უკვე ჯარები იყრის თავს და პოლიცია ჟანდარმერია და აქ ერთმანეთის პირისპირ ხვდებიან "შტაბსკაპიტანი" კამო ფულიანი ტომრებიანი კარეტით მეორე მხარეს უკვე ჯარის კორდონი და ტფილისის პოლიციის შეფის მოადგილე ბალაბანსკი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts