Guest Merlin Posted 28 მაისი, 2021 Posted 28 მაისი, 2021 კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანიამ CipherTrace-მა Binance Smart Chain-ის ანალიტიკური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. ეს კი ქსელში მოქმედი პროტოკოლების შეტევებისა და სისუსტეების ზრდის ფონზე ხდება. განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს BSC–სა და უფრო მაღალი რისკის მქონე ფინანსური ოპერაციების იდენტიფიცირებას, რომელთა დეცენტრალიზებული პროგრამები ახლა 600–ზე მეტია. CipherTrace-ი უკვე ადევნებს თვალყურს ათასზე მეტ ციფრულ აქტივს. CipherTrace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივ ჯევანსმა განაცხადა, რომ Blockchain მხარდაჭერის დამატების შემდეგ, კომპანიას შეუძლია დაამატოს ანალიტიკა ქსელში აშენებული ყველა პროგრამისთვის. CipherTrace–ის ანალიტიკის ჩართვა საშუალებას აძლევს ციფრული ვალუტების მომწოდებლებს: ბირჟებს, ბანკებს, ელექტრონულ საფულეებს და სხვა ფინანსური ინსტიტუტებს, წარადგინონ BSC– ზე მომხდარი გარიგებები, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ უკანონო საქმიანობის წარმოშობის დიდი ალბათობა, მათ შორის თაღლითობის. Binance-ის წარმომადგენელმა, სამუელ ლიმმა აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ გლობალური რეგულაციების დაცვა უპირველესია და CipherTrace-ი მათ ამის მიღწევაში დაეხმარება. The post CipherTrace-ი Binance-სთან თანამშრომლობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა