Guest Merlin Posted 27 მაისი, 2021 Posted 27 მაისი, 2021 Nvidia-მ 2022 საფინანსო წლის პირველი კვარტალის შედეგების ანონსი წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეთერიუმის გადასვლა Proof-of-Stake-ზე ვიდეობარათებზე მოთხოვნას შეამცირებს. 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით Nvidia-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და 5.66 მილიარდს მიაღწია. აქედან 2.76 მილიარდი უშუალოდ სათამაშო განყოფილებიდან შემოვიდა. სათამაშო GPU-ს გაყიდვები 106%-ით გაიზარდა. ვიდეობარათების დიდი ნაწილი ეთერიუმის მაინერებმა შეისყიდეს. მაინერების მხრიდან ვიდეობარათებზე მოთხოვნა შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს – ამას ხელს უწყობს როგორც კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული საერთო მდგომარეობა, ისე „ცვლილებები კრიპტოვალუტების სტანდარტებში, მათ შორის ეთერიუმ 2.0-ზე გადასვლა.“ „GPU-ზე მოთხოვნა და მათი გამოყენება კრიპტოვალუტებისთვის წარსულში სწრაფად იცვლებოდა და სავარაუდოდ სწრაფ ცვლილებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებულმა ვოლატილობამ, მათ შორის კრიპტოვალუტების ფასის ცვლილებამ, შესაძლოა ჩვენი პროდუქტების მოთხოვნაზე დიდი გავლენა მოახდინოს. კრიპტოვალუტების სტანდარტების ცვლილებამ, მათ შორის ეთერიუმ 2.0-ზე გადასვლამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩვენი ვიდეობარათების გაყიდვები მეორად ბაზარზე და შეამციროს მოთხოვნა ჩვენს ახალ პროდუქტებზე. 2022 ფინანსური წლის პირველ კვარტალში სათამაშო განყოფილება მაინერების მოთხოვნის გამო მოგებაზე გავიდა, მაგრამ რთულია იმის განსაზღვრა რა იქნება მომავალში.“- ნათქვამია ანგარიშში. 2021 წლის მაისში ეთერიუმის მაინერებმა რეკორდული თვიური შემოსავალი მიიღეს, რომელმაც 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შეზღუდული ჰეშრეითის მქონე ვიდეობარათების Nvidia RTX 3080-ისა და 3070-ის გაყიდვები ამ თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რამაც ბაზარზე გრაფიკული ამაჩქარებლების დეფიციტი უნდა აღმოფხვრას. წყარო: https://bits.media The post Nvidia:„ეთერიუმის PoS-ზე გადასვლა ვიდეობარათებზე მოთხოვნას შეამცირებს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა