Guest Merlin Posted 27 მაისი, 2021 Posted 27 მაისი, 2021 ეთერიუმის ამოქმედებიდან სულ რაღაც 5 წლის მანძილზე დეველოპერებმა მსოფლიოს შესთავაზეს სმარტ კონტრაქტები, დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi), ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული არა-ჩანაცვლებადი ტოკენები (NFT). რაც შეეხება DOGE-ს, მან კრიპტოვალუტის ბაზარზე ცნობადობა ილონ მასკის ტვიტების მეშვეობით მოიპოვა. კრიპტოვალუტა-მემე, რომელსაც არც რაიმე სიახლე მოუტანია და არც რომელიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მიუხედავად ამისა, აშშ-ში DOGE უფრო პოპულარულია, ვიდრე ეთერიუმი. Harris Poll-ის მკვლევარების ჯგუფმა კრიპტოვალუტების თემაზე აშშ-ს 2063 მოაქალაქეს შორის გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ეთერიუმის დეველოპერების მთელი რიგი დამსახურებების მიუხედავად, Dogecoin-ზე გაცილებით მეტ ადამიანს (29%) აქვს ინფორმაცია, ვიდრე ეთერიუმზე (21%). კრიპტოვალუტების შესახებ ზოგადი ინფორმაცია გამოკითხულთა 89%-ს ჰქონდა, ასევე რესპოდენტების უმეტესობისთვის (71%) ცნობილი იყო ბიტკოინი. DOGE-მ პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელებს შორის. გამოკითხულთა 21%-ისთვის ცნობილი იყო სტეიბლკოინი USDC, 18%-ისთვის LTC, ხოლო 10%-ისთვის XLM. გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტები ფინანსური სისტემის მომავალია, 30%-მა კი მათ „ინოვაციური აქტივები“ უწოდა. 23% ფიქრობს რომ კრიპტოვალუტები სწრაფი გამდიდრების საშუალებაა, 19% კი ეჭვის თვალით უყურებს ციფრულ აქტივებს და თვლის, რომ ისინი უკანონო საქმიანობისთვის გამოიყენება. გამოკითხულთა 44%-მა გამოთქვა მზაობა მიიღოს კრიპტოვალუტები ქეშბექის სახით. ცოტახნის წინ Harris Poll-თან თანამშრომლობით გამოკითხვა Mastercard-მაც ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ იზრდება და მომხმარებლები მზად არიან განახორციელონ ციფრული ინვესტიციები, თუ ციფრული აქტივების მუშაობის პრინციპებში უკეთ გაერკვევიან. წყარო: https://bits.media The post აშშ-ში DOGE ეთერიუმზე პოპულარულია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა