Guest Georgia Posted 27 მაისი, 2021 Posted 27 მაისი, 2021 “ვილიარეალმა” ევროპა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ამ ჩემპიონატის გამარჯვებული. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. “ვილიარელიდან” თავი ხერარდ მორენომ გამოიჩინა, წონასწორობა კი ედინსონ კავანიმ აღადგინა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც 11-10 დასრულდა “ვილიარელის” სასარგებლოდ. გადამწყვეტ მომენტში მეკარეების დუელი გაიმართა. ხერონიმო რულიმ დავიდ დე ხეას პენალტი გაუტანა და შემდეგ ესპანელის დარტყმული მოიგერია. უნაი ემერიმ ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო. “ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა ეს 3-ჯერ “ვალენსიასთან” ერთად გააკეთა. გიორგი სანაძე Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა