Guest Merlin Posted 27 მაისი, 2021 Posted 27 მაისი, 2021 გამოცემა Iran Front Page-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა კრიპტოვალუტების მოპოვება ზაფხულის ბოლომდე აკრძალა, რადგან მაინინგის შედეგად ენერგეტიკული ქსელის გადატვირთვა ხდება. „ლიცენზირებული სამაინინგო ფერმები არც ისე ბევრ ენერგიას მოიხმარენ, მათ 300 მგვტ. სიმძლავრე სჭირდებათ. არაავტორიზებული მაინერები გაცილებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, დაახლოებით 2000 მგვტ-მდე. მოცემულ მომენტში ჩვენ ავკრძალეთ კრიპტოვალუტების მოპოვება, მათ შორის ლიცენზირებული მაინერებისთვის, როგორც მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე.“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ (Hassan Rouhani) სიცხემ და გვალვამ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ირანშიც ენერგიის დეფიციტი გამოიწვია. ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. ჰიდროელექტროსადგურები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ირანის ელექტრომომარაგებაში. ქვეყნის ხელისუფლება ჰიდროელექტროსადგურებზე დამოკიდებულების შემცირებას და გენერაციის წილის ბირთვულ ელექტროსადგურებში გაზრდას ცდილობს. თუმცა ამერიკული სანქციების ფონზე ეს არც ისე ადვილია. ამიტომ, გვალვის დროს ირანში ენერგიის უკმარისობაა. ცოტახნის წინ, ირანის ხელისუფლებამ ჯარიმა შემოიღო იმ მაინერებისთვის, რომლებიც მაინინგს სახლის პირობებში აწარმოებენ. ჯარიმის გარდა ასეთი პირებისთვის „ ენერგოქსელისთვის ზიანის მიყენებისთვის“ კომპენსაციაც დაწესდა. წყარო:https://bits.media The post ირანმა მაინინგი სექტემბრამდე აკრძალა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა