Guest Merlin Posted 27 მაისი, 2021 Posted 27 მაისი, 2021 მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველოს მხოლოდ ორი პარტია მართავდა, ჩვენს ქვეყანაში მთავრობის მაღალჩინოსნები ძალიან ხშირად იცვლებიან. ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოში პრემიერ-მინისტრი 12-ჯერ შეიცვალა – 6-ჯერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და 6-ჯერ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. ასევე, ამავე პერიოდში 17-ჯერ მოხდა ეკონომიკის მინისტრისა და 13-ჯერ ფინანსთა მინისტრის ცვლილება. პრემიერ-მინისტრებისა და მინისტრების ხშირ ცვლას საზოგადოება სხვადასხვანაირად აფასებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მინისტრები თანამდებობებზე კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ინიშნებიან. ზოგი ფიქრობს, რომ მინისტრებს ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად და ძირეული პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, თითოეული მათგანი ორიენტირებულია შედარებით პატარა და სწრაფ ცვლილებებზე, რომლებსაც მთავარი პრობლემების აღმოფხვრა არ შეუძლიათ. ასევე, მინისტრების ხშირი ცვლა, კონკრეტული მიმართულებით, ქვეყნის პოლიტიკის ცვლასაც ნიშნავს. არ არსებობს განვითარების საერთო, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, რომლის განხორციელებასაც თითოეული უწყების ხელმძღვანელი შეეცდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად – 3 წლით, 4 თვითა და 25 დღით ნიკა გილაურს ეკავა, ყველაზე მცირე დროით – 2 თვითა და 29 დღით – ვანო მერაბიშვილს. ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყველაზე დიდხანს ნოდარ ხადური იყო, ხოლო ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი კვირიკაშვილი. Forbes/ ნიკა გილაურისაინტერესოა, რამდენად ხშირია ხელისუფლების მაღალჩინოსნების ცვლა სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს ბოლო 15 წელია ბენიამინ ნეთანიაჰუ იკავებს, მისი წინამორბედი დავიდ ბენ-გურიონიც ხანგრძლივად – 13 წლის განმავლობაში იყო ამ თანამდებობაზე. თუმცა, 2003 წლიდან დღემდე ქვეყნაში 10-10-ჯერ შეიცვალნენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები. რაც შეეხება ევროპას, გერმანიაში, სადაც მთავრობის მეთაური კანცლერია, ამ პოსტს ბოლო 15 წელია ანგელა მერკელი იკავებს. მანამდე იმავე თანამდებობაზე 7 წლის განმავლობაში გერჰარდ შრედერი იყო დანიშნული, მისი წინამორბედი ჰელმუტ კოლი კი 16 წელი ედგა სათავეში გერმანიის მთავრობას. კანცლერთან შედარებით, გერმანიაში ხშირია ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების ცვლილებები. 2002 წლიდან დღემდე ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრი 8-ჯერ შეიცვალა, ხოლო ფინანსთა მინისტრი 1999 წლიდან დღემდე – 5-ჯერ. კიდევ ერთ ევროპულ სახელმწიფოს, იტალიას, 2000 წლის შემდეგ მე-10 პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყანაში გაერთიანებულია ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, მისი ხელმძღვანელი კი 2001 წლიდან დღემდე 12-ჯერ შეიცვალა. საინტერესოა შედარება მეზობელ სომხეთთანაც. 2000 წლიდან დღემდე სომხეთში პრემიერ-მინისტრი 8-ჯერ შეიცვალა, ეკონომიკის მინისტრი – 11-ჯერ, ხოლო ფინანსთა მინისტრი – 7-ჯერ. The post რამდენად ხშირია მინისტრების ცვლილება საქართველოში appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა