Guest Merlin Posted 27 მაისი, 2021 Posted 27 მაისი, 2021 თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და კახა კალაძის თბილისის მერობის 4-წლიანი ვადა იწურება. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მას ამომრჩეველთა 51.1%-მა დაუჭირა მხარი. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, იყრის თუ არა მოქმედი მერი კენჭს ხელმეორედ. თუმცა, კალაძემ ახლახან განაცხადა, რომ მოქალაქეებს ყოველკვირეულად ერთგვარ ანგარიშს წარუდგენს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა თბილისში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ტაქსების რეფორმა ტაქსების რეფორმა თბილისში ამოქმედდა 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, როცა ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურება აიკრძალა. ლიცენზიის საფასური 100 ლარი იყო და ამას ტაქსის მძღოლები მეტ-ნაკლებად მშვიდად შეხვდნენ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც ტაქსების თეთრად შეღებვას ან მასზე თეთრი ფირის გადაკვრას გულისხმობდა. ამ ცვლილებამ საზოგადოება ძალიან გააღიზიანა. მიზეზი საფასური იყო – მანქანაზე ფირის გადაკვრა დაახლოებით 600 ლარი ჯდება, გადაღებვა – კიდევ უფრო ძვირი. კომპანიებმა ტაქსის მძღოლებს რეკლამის გაკვრის სანაცვლოდ ამ თანხის დაფინანსება შესთავაზეს, რასაც ზოგიერთი მათგანი დათანხმდა. კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა ისტორიულია და დიდ წვლილს შეიტანს ქალაქის განვითარებაში: „ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში.“ Publikaზონალურ-საათობრივი პარკირება ზონალურ-საათობრივი პარკინგის წესები პირველად 2019 წლის 1-ელ აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ამოქმედდა. ახალმა სისტემამ ეტაპობრივად მოიცვა ჭავჭავაძის, პეკინისა და ყაზბეგის გამზირები. სისტემით სარგებლობისთვის საჭიროა მობილური აპლიკაციის – Tbilisi Parking-ის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მძღოლს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში 4-ჯერ ისარგებლოს 15-წუთიანი უფასო პარკინგით, დამატებითი დრო კი ფასიანია. პროექტის შესახებ საზოგადოების აზრი ორად იყოფა. მისი მხარდამჭერი ძირითადად ცენტრალური უბნების მოსახლეობაა, რადგან აღარ უჭირთ საკუთარ საცხოვრებელ სახლებთან მანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა. კრიტიკოსთა დიდი ნაწილი კი ის ადამიანები არიან, ვინც ამავე უბნებში მუშაობენ და დღეში 8 საათით უწევთ მანქანის პარკირება, რაც ახალი წესების გამო ძალიან ძვირი უჯდებათ. კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში კი უფრო გაფართოვდება. თბილისის მერიასაზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება კალაძის მერობის პერიოდში თითქმის მთლიანად ჩანაცვლდა ძველი ავტობუსები. კერძოდ, ამჟამად თბილისის ქუჩებში 572 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, თუმცა, არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრამდე მათი რიცხვი 972-მდე გაიზრდება. ახალი და უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანით მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრების ტევადობა. თუ 2016 წლისთვის ყველა ავტობუსი ერთად საშუალოდ 27 000 მგზავრს იტევდა, ახლა ეს რიცხვი 40 000-ს უტოლდება. ასევე, 2020 წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ კერძო კომპანიისგან 300 მიკროავტობუსი შეისყიდა, რაშიც 30 მილიონ ლარამდე გადაიხადა. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, კერძო კომპანიისთვის გადასახადების გადამხდელი ადამიანების ფულით მიკროავტობუსების შეძენა არასწორია და ვერც არსებულ სატრანსპორტო გამოწვევებს პასუხობს. მათი აზრით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ქალაქში მეტროპოლიტენისა და ტრამვაის სისტემების განვითარებს. თბილისის მერიაბასლაინები კახა კალაძის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რეფორმა ავტობუსების ზოლების, ე.წ. ბასლაინების მოწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა კალაძის წინამორბედის – დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ კალაძემ განახორციელა. კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების სავალმა ზოლმა გზის შუაში გადაინაცვლა და მათი მოძრაობის მიმართულება შეიცვალა, რადგან ავტობუსებს კარი მარჯვნივ აქვთ. შესაბამისად, შუაში გაკეთდა ტროტუარი და დაემატა გაჩერებები, რამაც ჩვეულებრივი მანქანებისთვის განკუთვნილი ზოლები 6-დან 2-მდე შეამცირა. ამას საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. კალაძის თქმით, პროექტის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისწრაფეა. „თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი ახალი ავტობუსის შემოყვანა, თუ მათ არ ექნებათ შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება. ისინი ისეთივე პრობლემაში აღმოჩნდებიან, როგორც კონკრეტულ ქუჩებზე კერძო ავტომობილები“, – განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მერიაგამწვანება „ზოგადად, გამწვანება ჩემი სუსტი წერტილია და ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის პრიორიტეტი არის, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში,“ – განაცხადა კახა კალაძემ 2020 წლის ივნისში. მერობის 4-წლიანი ვადის შეჯამება და მოქალაქეებისთვის ანგარიშის წარდგენა მან სწორედ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებით დაიწყო. მისი თქმით, წლების განმავლობაში ქალაქი არასწორად ვითარდებოდა, დღეს კი ბევრად მოწესრიგებული და გამწვანებულია. მერმა განაცხადა, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, რასაც მოქალაქეების ნაწილი არ ეთანხმება. კალაძის მერობის პერიოდში განხორციელდა ქალაქის უმნიშვნელოვანესი პარკის – მზიურის რეაბილიტაცია. ამჟამად კი ვაკის პარკის სრულად განახლება მიმდინარეობს. თბილისის მერისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის შესაძლო მშენებლობა იყო. მიუხედავად ინვესტორების დაჟინებული მტკიცებისა, რომ მათ მშენებლობის სამართლებრივი უფლება ჰქონდათ, კალაძემ, სასტუმროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ, მოსახლეობას განუცხადა, რომ „ვაკის პარკმა გაიმარჯვა“. აღსანიშნავია 2019 წლის გაზაფხულზე კალაძის გუნდის მიერ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელიც მოიცავდა 4 000 000 კვ.მ ტერიტორიისთვის მწვანე სივრცის სტატუსის მინიჭებას, 5 ახალი საპარკე არეალის განსაზღვრას და სხვ. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გასული 1 წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს, 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. თბილისის მერიათბილისის მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გაჩნდა მოსაზრება, რომ ყოველკვირეული ანგარიშების წარდგენა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა, შესაძლოა, ეს მოქალაქეებთან საბოლოოდ დამშვიდობებაც იყოს. The post კალაძის 4 წელი: შეჯამება appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა