Guest Merlin Posted 25 მაისი, 2021 Posted 25 მაისი, 2021 Blockchain სტარტაპმა Chia Network-მა დაფინანსების რაუნდში 61 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა. ფინანსები Andreessen Horowitz-ისა და Richmond Global Ventures-ის დახმარებით შეგროვდა. დეცენტრალიზებული “ჭკვიანი კონტრაქტის” პლატფორმა დაფინანსების რაუნდში დაახლოებით 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. დაფინანსების რაუნდს ასევე მხარს უჭერდა AngelList Naval Ravikant-ი, Breyer Capital-ი და True Ventures-ი. მართალია, შეგროვებული თანხა შეფასებასთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სტარტაპს განვითარებაში მაინც დაეხმარება. ”ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო შედარებით სწრაფი სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს მარეგულირებელ გარემოს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ვალუტა”,- აღნიშნა Bloomberg-თან საუბრის დროს Chia Network-ის პრეზიდენტმა და ფინანსურმა დირექტორმა, ჯინ ჰოფმანმა. შეგახსენებთ, რომ Chia Network-ი 2017 წელს BitTorrent–ის შემქმნელის, ბრამ კოენის მიერ დაარსდა. 2018 წელს კი სხვადასხვა კრიპტოვალუტის კომპანიის შემოწირულობით 3,3 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. The post Blockchain სტარტაპმა დაფინანსების რაუნდში 61 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა