Guest Merlin Posted 26 მაისი, 2021 Posted 26 მაისი, 2021 ინდუსტრიის გამჭვირვალობისა და ბიტკოინის მოპოვების ეკოლოგიური მეთოდების დასამკვიდრებლად, მჩრდილო ამერიკის მაინერებმა Bitcoin Mining Council შექმნეს. Bitcoin Mining Council-ის შექმნის ინიციატორები Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი (Elon Musk) და MicroStrategy-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი (Michael Saylor) არიან. Argo Blockchain-ს გენერალური დირექტორის და ასევე საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებლის პიტერ უოლის (Peter Wall) განცხადებით, ორგანიზაცია პატივს სცემს ბიტკოინის ურთიერთშენაცვლებადობას და მხარს არ უჭერს ე.წ „სუფთა“ და „ბინძურ“ მონეტებს შორის დისკრიმინაციას. „ჩვენ არ განვიხილავთ ბიტკოინის კოდს, ბლოკის სიდიდეს ან რაიმე სხვას, რაც ბიტკოინის მახასიათებლების ცვლილებას უკავშირდება. ჩვენ ბიტკოინი ისეთი მოგვწონს, როგორიც არის, დეცენტრალიზებული სისტემა, რომელსაც არავინ მართავს.“- განაცხადა უოლმა. Yesterday I was pleased to host a meeting between @elonmusk & the leading Bitcoin miners in North America. The miners have agreed to form the Bitcoin Mining Council to promote energy usage transparency & accelerate sustainability initiatives worldwide. https://t.co/EHgLZ9zvDK — Michael Saylor (@michael_saylor) May 24, 2021 მაიკლ სეილორის Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გასულ შაბათ-კვირას მას და ილონ მასკს კომპანიების Argo Blockchain, Blockcap, Core Scientific, Galaxy Digital, Hive Blockchain, Hut8, Marathon и Riot Blockchain წარმომადგენლები შეხვდნენ და გადაწყვიტეს დაეარსებინათ ორგანიზაცია, რომელიც ენერგორესურსების სტანდარტიზაციას, ინდუსტრიის გარემოსდაცვითი და სოციალურ მიზნების განხორციელებას და ბაზრის განვითარებას უზრუნველყოფდა. წყარო:https://bits.media The post ილონ მასკის ინიციატივით Bitcoin Mining Council შეიქმნა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა