Jump to content
×
×
  • Create New...

რეი დეილიო: ბიტკოინში ინვესტიციას უზარმაზარი სარგებელი და რისკები აქვს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_777544078-300x199.jpg

“მე ბიტკოინი მირჩევნია ობლიგაციებს”,- განაცხადა ინვესტორმა რეი დალიომ.

მილიარდერი ინვესტორი და ცნობილი ჰეჯ-ფონდის Bridgewater Associates-ის მენეჯერი, რეი დალიო აცხადებს, რომ ბიტკოინი არის ეკონომიკის უმაღლესი ინსტრუმენტი, რატომაც კრიპტოვალუტა მისთვის სახელმწიფო და კორპორატიულ ობლიგაციებზე ბევრად ძვირად ფასობს. რეი დალიომ დაამატა, რომ, რაც მეტი დანაზოგი იქნება კრიპტოვალუტაში, მით უფრო ნაკლები ძალა აქვს მთავრობებს ადამიანების კაპიტალზე გავლენა მოახდინონ.

“ბიტკოინში ინვესტიციას უზარმაზარი სარგებელი და რისკები აქვს. ბიტკოინის ყველაზე დიდი რისკი მისი წარუმატებლობაა”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს რეი დალიომ.

ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა აღიარა, რომ მარტში მთავრობის მცდელობამ აეკრძალა ბიტკოინის ფლობა ოქროს სასარგებლოდ ამერიკის მოქალაქეებს 1930 წელს მომხდარი ანალოგიური მოვლენა გაახსენა, როდესაც იკრძალებოდა ოქროს ფლობა ობლიგაციების სასარგებლოს.

იანვარში რეი დალიომ გააფრთხილა საზოგადოება იმის შესახებ, რომ მარეგულირებელები გაამკაცრებდნენ წესებს კრიტოვალუტებისა და მათი მფლობელების მიმართ.

რაც საბოლოო ჯამში ასეც მოხდა. მის მიერ წინასწარ ამ მოვლენის განჭვრეტის მიზეზად კი დალიომ ბიტკოინის წარმატება დაასახელა.

The post რეი დეილიო: ბიტკოინში ინვესტიციას უზარმაზარი სარგებელი და რისკები აქვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share