Jump to content
×
×
  • Create New...

10 კითხვა, რომელიც უნდა დასვათ, სანამ ვინმეს შეიყვარებთ


Recommended Posts

  • ფორუმელი

1. კარგად ვეწყობით ერთმანეთს?

კვლევის მიხედვით, წარმატებული წყვილების დიდმა ნაწილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და მათი ურთიერთობა სიყვარულში მოგვიანებით გადაიზარდა.

2. გვაქვს მეგობრობის საფუძველი?

ექსპერტების თქმით, წყვილებს ურთიერთობის აღდგენაში წარსული მეგობრობა ეხმარებოდათ, მაშინაც კი, როცა დაშორების მიზეზი ღალატი იყო. კვლევის მიხედვით, წყვილები, რომლებიც მეგობრობდნენ, განქორწინების შემდეგაც ინარჩუნებდნენ კავშირს.

3. ემთხვევა ჩვენი მიზნები და სურვილები?

შეყვარებულებს საერთო ღირებულებები, ოცნებები, იდეები, იმედები და მოლოდინები ურთიერთობის წარმატებით წარმართვაში ეხმარებათ.

4. რეალურია ჩვენი მოლოდინები?

წყვილებს ქორწინების თაობაზე არსებული რეალური მოლოდინები მომავალში ეხმარებათ. მათ იციან, რომ ურთიერთის წარმართვისას, შესაძლოა, ზურგის ქარი ყოველთვის არ ჰქონდეთ, თუმცა საჭირო დროს შესაბამის დახმარებას იღებენ და ერთად ცდილობენ რთული სიტუაციების გადალახვას.

5. რამდენად ხშირად ვხედავთ ერთმანეთის საუკეთესო მხარეებს?

ექსპერტები ამბობენ, რომ ორ ადამიანს შორის ძლიერი სიყვარულის ჩამოყალიბებას თანადგომა და დრო სჭირდება, თუმცა, როცა ეს ხდება, წყვილები ერთმანეთში საუკეთესოს ხედავენ.

6. შეგვიძლია ერთმანეთთან რთული საკითხების განხილვა?

სერიოზულ ურთიერთობაში საუბარი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამისთვის დროის გამონახვა უკვე ზრუნვაზე მიანიშნებს — როდესაც საუბარს თქვენს დღეზე მოყოლით დაიწყებთ, შესაძლოა უფრო ღრმა საკითხებზეც გადახვიდეთ. რაც უფრო გულწრფელია კომუნიკაცია, წყვილებს შორის კავშირი უფრო ძლიერია.

7. ორივეს გვსურს რთული სიტუაციების გამკლავება?

თუ წყვილები ახერხებენ ცვლილებების მიღებას და ურთიერთობის კვლავ გაგრძელებას, მაშინ მათ შორის არსებული კავშირი ნამდვილად ძვირფასი მონაპოვარია. წყვილები, რომლებიც ერთად ყოფნის 10 წელს აღნიშნავდნენ, კვლევაში ამბობდნენ, რომ რთულმა სიტუაციებმა მათი ურთიერთობა გააძლიერა.

8. შეგვიძლია სტრესულ დროს ერთად ყოფნა?

მკვლევარები ამბობენ, რომ ისეთი ცხოვრებისეული მომენტების გამკლავებას, როგორიცაა ფინანსური პრობლემები, პირველი შვილის გაჩენა ან საყვარლის ყოლა, ძლიერი ურთიერთობა სჭირდება.

9. მხარს გვიჭერენ გარშემომყოფები ?

ყველას გვინდა, რომ ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩვენ მიერ არჩეული ადამიანი მოეწონოს. მონაცემების მიხედვით, ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა წყვილის ურთიერთობას აძლიერებს. კვლევის შედეგებით, ასეთ მხარდაჭერას ქალები დედებისგან, დებისგან და მეგობრებისგან ითხოვენ.

10. თავს იმედიანად გრძნობ?

ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეეფერებით ერთმანეთს თქვენ და თქვენი რჩეული? თუ თქვენს ურთიერთობას უბრალოდ ბრმა სიყვარული ასაზრდოებს.

https://on.ge/story/26558-10-კითხვა-რომელიც-უნდა-დასვათ-სანამ-ვინმეს-შეიყვარებთ

 

პ.ს. წარმატებებს გისურვებთ შეყვარებაში

შეჯვარებაშიც

 

და ა.შ.

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, ფორთოხალი said:

კვლევის მიხედვით, წარმატებული წყვილების დიდმა ნაწილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და მათი ურთიერთობა სიყვარულში მოგვიანებით გადაიზარდა.

 

ცუდადაა ნათარგმნი

it means რომ მისი  boyfriend გახდა მისი husband

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Moor said:

ცუდადაა ნათარგმნი

ან უბრალოდ ქართულ რეალობას მოარგეს :scratch:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ფორთოხალი said:

ან უბრალოდ ქართულ რეალობას მოარგეს :scratch:

ქართულ რეალობას კი არ მოარგეს, აცდნენ, სხვაგან მოხვდნენ საერთოდ. ან მიზანმიმართულად დაამახინჯეს

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor დანარჩენი არასწორი და ალოგიკური რა ეწერა მაგ სიაში?

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, ფორთოხალი said:

ან უბრალოდ ქართულ რეალობას მოარგეს :scratch:

ქართული რეალობა არ განსხვავდება იმ რეალობისგან რასაც მური ამბობს. მარა მამენტ როგორც წერია ეგრეც ხო ხდება ხოლმე? იმენა მეგობრიბა მერე ჰოპ საწოლი და უი უცებ ბფ ია და მერე ქმარი...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor სულ ტყუილად მერე. რომანტიულ სიყვარულზე არაა საუბარი მაგ სტატიაში. მეგობრობაზე დაფუძნებული რომ უფრო სიცოცხლისუნარიანია ახალი ამბავი არაა. 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share