Jump to content
×
×
  • Create New...

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 660 ათასზე მეტი გადაიხადა "გუდაურის გადასახედში", რომელიც სათანადოდ არ მუშაობს


Recommended Posts

  • ფორუმელი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 660 ათასზე მეტი გადაიხადა "გუდაურის გადასახედში", რომელიც სათანადოდ არ მუშაობს admin Mon, 05/24/2021 - 19:01

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში სამი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა გუდარუში ე.წ. “გადასახედის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ პროექტი სათანადოდ არ ფუნქციონირებს, მოწყობილი ინფრასტრუქტურა მოუვლელია და გადახდის სისტემა, რომელშიც 45,000 ლარზე მეტი დაიხარჯა, საერთოდ არ მუშაობს.

მაშინ, როდესაც მცხეთა-მთიანეთში 5 ათასზე მეტი ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდ თანხას არაეფექტიანად ხარჯავს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 2017 წელს რამდენიმე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებული ე.წ. გადასახედის ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციისა და სარეაბილიტაციო სამუშოების შესასრულებლად.

პირველი ელ. ტენდერი 2017 წლის იანვრით თარიღდება. აღნიშნული შესყიდვა შეეხებოდა საინჟინრო მომსახურების შესყიდვას, კერძოდ, გუდაურის გადასახედის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარების სრული საპროექტო-სახარჯთახრიცხვო დოკუმენტების მომზადებას. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 25,000 ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. ვაჭრობის სამი რაუნდის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული- შპს Saxon Management Services. ხელშეკრულება კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის თებერვალში გაფორმდა, ხელშეკრულების მიხედვით კომპანია ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ 20,500 ლარს მიიღებდა და სამუშაოები იმავე წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ვადა მაისამდე გახანგრძლივდა. კომპანიის ვალდებულებაში შედიოდა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ტურისტული გასაჩერებელი ადგილისთვის, რომელიც უნდა მოიცავდეს გასაჩერებელ ადგილს, საპირფაროშოებს მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და შშმ პირებისთვის, სუვენირების მაღაზიას, კვების ობიექტს და პარკირების ტერიტორიას. მუნიციპალიტეტმა 2017 წლის მაისში ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და კომპანიას 20,500 ლარი გადაუხადა.

2017 წლის მაისში ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა უკვე გუდაურის ე.წ. გადასახედის ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარების სამუშაოების შესყიდვისთვის გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულება თავიდან 644,500 ლარს შეადგენდა. ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას, 3 რაუნდიანი ვაჭრობის შემდეგ კი პრეტენდენტებს შორის 10 ლარიანი სხვაობით შპს იუ თი ჯიმ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც სწორედ მასთან გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 559,990 ლარი უნდა მიეღო და სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაესრულებინა.

რეაბილიტაციის ფარგლებში კომპანიას ევალებოდა მოძველებული მოზაიკისა და შენობის აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება, დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა. ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, პირველი ცვლილება ეხებოდა სამუშაოების დასრულების ვადას, რომლის მიხედვითაც, კომპანის სამუშაოების დასრულება 2017 წლის სექტემბრამდე გადაუვადეს, ვინაიდან კომპანიამ სამშენებლო ნებართვა დაგვიანებით მიიღო. ამის შემდეგ, პროექტში გამოვლენილი ხარვეზების გამო კომპანიამ ვადის გახანგრძლივება კვლავ მოითხოვა 2017 წლის ნოემბრამდე. ამის შემდეგ კომპანიამ კიდევ ერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს, ამჯერად ხელშეკრულების ღირებულებასთან დაკავშირებით და მოითხოვა პროექტიდან გამომდინარე ხელშეკრულების ღირებულების 34,988 ლარით გაზრდა, შესაბამისად, ხელშეკრულების ჯამურ თანხად 594,978 ლარი განისაზღვრა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2017 წლის დეკემბერში შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ კიდევ ერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საექსპერტო ჯგუფმა (მშენექსპერტი) უხარისხოდ შესრულებული და დაუსრულებელი სამუშაოები გამოავლინა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა კომპანიას 2018 წლის მაისამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება.

ამის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის ავტომატური დაშვებისა და გადახდის სისტემის შესყიდვას შეეხებოდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია-შპს კასა ტრეიდი მონაწილეობდა და ხელშეკრულებაც სწორედ მასთან გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებამ 45,885 ლარი შეადგინა. მიმწოდებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2019 წელს შეასრულა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წლის ანგარიშში, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შეეხება, წერს, რომ ამ პროექტის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ვიზიტორებისგან დამატებითი შემოსავლის მიღება, თუმცა, აუდიტის სამსახურმა ადგილზე დათვალიერებით გამოავლინა, რომ პროექტი დღეს სათანადოდ არ ფუნქციონირებს, მოუვლელია მოწყობილი ინფრასტრუქტურა და გადახდის სისტემა, რომელშიც 45 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, საერთოდ არ ფუნქციონირებს.

გამოდის, რომ მუნიციპალიტეტმა ამდენი თანხის დახარჯვის მიუხედავად, სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. ამის პარალელურად კი 2021 წლის მონაცემებით მცხეთა-მთიანეთის მხარეში 5,399 ბავშვი (0-18 წელი) იღებს საარსებო შემწეობას.

წყაროები:

SPA170001384- პირველი ტენდერი, 2017 წელი

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400... -შპს Saxon Management Serivces

SPA170006542- სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]oH3OyxhRz9SrZRN9A2g0GvaqpH0D9EFj]L -შპს იუ თი ჯი

NAT180014712- ბოლო ტენდერი

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id&sec_id=1540 -სოც.დაუცველი ბავშვები

https://sao.ge/.../%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%96%E1%83%91... -აუდიტის ანგარიში

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-05/189398775_2960273607581403_3260749177911217232_n.jpegმაისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share