Jump to content
×
×
  • Create New...

„კრიპტოვალუტები გრძელვადიანი პონცის სქემაა“- პოლ კრუგმანი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნობელის პრემიის ლაურეატმა და კრიპტოსკეპტიკოსმა, პოლ კრუგმანმა (Paul Krugman) კრიპტოვალუტები ფინანსურ პირამიდას კიდევ ერთხელ შეადარა. New York Times-ში გამოქვეყნებულ ახალ მიმოხილვაში მან კრიპტოვალუტებს „გრძელვადიანი პონცის სქემა“ უწოდა. კრუგმანს მაგალითად ბერნარდ მეიდორფის ინვესტიციური აფიორა მოჰყავს, რომელიც ორი ათეული წლის მანძილზე მოქმედებდა.

„შეუძლია კი პონცის სქემას ამდენი ხანი იმუშაოს? ნამდვილად შეუძლია – ბერნი მეიდოფი თავის აფიორას ორი ათეული წელი ახორციელებდა და შეეძლო კიდევ დიდხანს გაეგრძელებინა, რომ არა ფინანსური კრიზისი.“

კრუგმანის აზრით, კრიპტოვალუტების აქტუალურობას ხელს „რთული ტექნიკური ტერმინოლოგია და ფიატური ვალუტების გარდაუვალი კრახის მტკიცება“ უწყობს. თუმცა, მისი რწმენით „ერთმა ან ორმა“ კრიპტოაქტივმა შესაძლოა ოქროს სტატუსსაც მიაღწიოს. ხოლო ამ სტატუსის მიღწევაში კრიპტოვალუტებს  ხელს ალტკოინების გავრცელება შეუშლის. კრუგმანის წინასწარმეტყველებით, აშშ-ს  მთავრობას შეუძლია კრიპტოვალუტებს ისევე  გაუსწორდეს , როგორც ოქროს 1930-იან წლებში .

კრუგმანის მიერ ამ თემაზე წარსულში გაკეთებული განცხადებებიდან აღსანიშნავია მის მიერ ბიტკოინის „ბოროტებად“ მოხსენიება. ისევე როგორც ის, რომ კრიპტოვალუტები ეკონომიკურ რეგრესს ასახიერებენ, რომელსაც ფინანსური სისტემა 300 წლით უკან გადაჰყავს.

წყარო: https://bits.media

 

The post „კრიპტოვალუტები გრძელვადიანი პონცის სქემაა“- პოლ კრუგმანი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share