Guest Merlin Posted 23 მაისი, 2021 Posted 23 მაისი, 2021 21 მაისს ჩინეთის ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც მაინინგისა და ბიტკოინით ვაჭრობის აკრძალვა განიხილეს. შესაბამისი განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ (Liu He) გააკეთა. მისი აზრით, სახელმწიფომ კონცენტრირება ფინანსური სისტემის მხარდაჭერაზე, ასევე ფინანსური რისკების შემცირებასა და კონტროლზე უნდა მოახდინოს. ფინანსურ რისკებში სწორედ მაინინგი და კრიპტოვალუტები მოიაზრებოდა. „ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ბიტკოინის მაინინგსა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ასევე ხელი შევუშალოთ სოციალურ სფეროში ინდივიდუალური რისკების გადაცემას.“-განაცხადა ლიუ ჰემ. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსნის მიერ მაინინგის წინააღმდეგ პირდაპირი განცხადებები გაკეთდა. მთავრობის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები შესაძლოა ბიტკოინის მოპოვებისთვის დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებას უკავშირდებოდეს. ახლა ეკოლოგიის საკითხი ჩინეთის მთავრობისთვის მტკივნეულ თემას წარმოადგენს რაც მაინინგის სფეროს საფრთხეს უქმნის. ასეთ ფონზე ჩინელმა საცალო ინვესტორებმა კრიპტოვალუტების გაყიდვა დაიწყეს, რამაც ბიტკოინის კურსზე გავლენა მოახდინა და ის 12%-ით, 36000$-მდე შემცირდა. 19 მაისს ბიტკოინის კურსი რამდენიმე საათში 30000$-მდე დაეცა, შემდეგ კი ისევ აღდგა 40000$-მდე. ჩინეთის მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ბიტკოინის კურსის აღდგენას შეაფერხებს . წყარო: https://bits.media The post ჩინეთში მაინინგის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით BTC-ის კურსი 37000$-მდე ჩამოვიდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა