Jump to content
×
×
  • Create New...

Google Trends:კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესმა ახალ ისტორიულ რეკორდს მიაღწია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Google Trends-ის მონაცემებით, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მომხმარებლებმა კრიპტოვალუტების მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოიჩინეს.

საუბარია უშუალოდ კრიპტოვალუტების თემატიკაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სერვისი საძიებო მოთხოვნებს თემების მიხედვით აერთიანებს. თუ მხოლოდ სიტყვა „კრიპტოვალუტის“ საძიებო მოთხოვნებს ჩავთვლით, მაშინ მათი რაოდენობა ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე 2017 წელს.

კრიპტოვალუტების მიმართ გაზრდილ ინტერესს მოცემულ პერიოდში ეთერიუმის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირებენ. ამ პერიოდში ეთერიუმის მაინერების შემოსავალმა ბიტკოინის მაინერების შემოსავალს ბევრად გადააჭარბა. მაგალითად, 15 მაისს ETH-ის მაინერებმა 128.04 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ როცა BTC-ის მაინერებმა მხოლოდ 61.6 მილიონი დოლარი.

თვის დასაწყისში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა (Elon Musk) პოპულარულ შოუში Saturday Night Live გამოსვლისას განაცხადა, რომ აპირებს დედას Dogecoin-ის მონეტები აჩუქოს. ამის შემდეგ DOGE-ს შესახებ საძიებო მოთხოვნების რაოდენობამ პიკს მიაღწია.

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაცხადა, რომ ბიტკოინის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის გამო Tesla-ს ელექტრომობილების შესაძენად პირველი კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება შესაძლებელი აღარ იქნება. მასკის ამ განცხადებამ  „ეკო მეგობრული ვალუტების“ შესახებ საძიებო მოთხოვნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

19 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარი დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ მალევე აინაზღაურა დანაკარგი, 20 მაისს „გავყიდო თუ არა კრიპტოვალუტა“ საძიებო მოთხოვნის რიცხვი 400%-ით გაიზარდა.

წყარო: https://bits.media

The post Google Trends:კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესმა ახალ ისტორიულ რეკორდს მიაღწია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share