Jump to content
×
×
  • Create New...

ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი კრიპტო ინვესტორების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ არ იცის ქვეყანაში რამდენი კრიპტო ინვესტორია. De Nederlandsche Bank-მა 20-მდე კრიპტობირჟა დაარეგისტრირა, მაგრამ არც ისე ახლოს არის კრიპტოვალუტის ინვესტორების რაოდენობის განსაზღვრასთან.

2020 წლის ბოლოდან ხელისუფლებამ ევროკავშირის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მეხუთე დირექტივის განხორციელება დაიწყო, რაც კრიპტო ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მე-5 დირექტივის თანახმად, De Nederlandsche Bank-მა ნიდერლანდების კრიპტო ბირჟებს მკაცრი რეგულაცია დაუწესა, რომელიც მომხმარებლის ნამდვილობის დადასტურების მექანიზმს გულისხმობს. აღნიშნულ რეგულაციას კრიპტო სექტორის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ნიდერლანდებში განთავსებული კრიპტო ბირჟის, Bitstamp–ის კლიენტები აცხადებდნენ, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მარეგულირებელი წესის დაცვა მოუწევდათ, რაც დისკომფორტს შექმნიდა. ახალი წესები მომხმარებლების მხრიდან თანხის მისაღებად დამატებითი ოპერაციების შესრულებას მოითხოვდა.

აღნიშნული რეგულაცია მომხმარებელს აიძულებს გამოავლინოს ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორიცაა ხელფასის ოდენობა, ან მის მიერ ადრე განხორცილებული ინვესტიციების სრული ანგარიშები.

დამატებითი დოკუმენტების წარდგენა KYC-ს (იცნობდე შენს მომხმარებელს) პროტოკოლის ნაწილია. მომხმარებლებს კი ასევე მოეთხოვებათ, რომ წარადგინონ ინფორმაცია ქონების, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

The post ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი კრიპტო ინვესტორების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share