Guest Merlin Posted 21 მაისი, 2021 Posted 21 მაისი, 2021 ირანი უნებართვო მაინინგს ენერგომომარაგების მუდმივი უკმარისობის გამო ებრძვის. ირანის მთავრობა კი კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიას ყურადღებით აკვირდება. ირანის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა, მუსტაფა რაჯაბიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გამოყენებით ლეგალური არ არის. ამრიგად, მაინერებს მოუწევთ დიდი ჯარიმების გადახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო, The Tehran Times-ი ავრცელებს. მუსტაფა რაჯაბის თქმით, მთავრობამ ეს ზომები მიიღო, რათა გაუმკლავდეს ირანის ელექტროენერგიის უკმარისობას. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის უნებართვო მოპოვებამ შეიძლება დააზიანოს ადგილობრივი ელექტრო ქსელი და გამოიწვიოს გამორთვა. მუსტაფა რაჯაბიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანში კრიპტომოპოვების სამუშაოების 87% უკანონოა. ირანში ენერგეტიკულმა კრიზისმა მთავრობა აიძულა მაინინგის ინდუსტრიის მკაცრად გაკონტროლება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს ირანის უმაღლესი კიბერსივრცის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის სხვადასხვა სამინისტრო მაინინგის მრეწველობას, როგორც ინდუსტრიას ისე აღიარებს. საბოლოოდ, ირანის მთავრობამ 2019 წელს კრიპტო მაინინგი დაუშვა. მაინინგი, როგორც სამრეწველო საქმიანობა, ლიცენზირების სქემას დაექვემდებარა. The post ირანის მთავრობამ უკანონო მაინინგის გამო ინდუსტრიაზე მონიტორინგი გააძლიერა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა