Guest Merlin Posted 20 მაისი, 2021 Posted 20 მაისი, 2021 ხუთშაბათს, 20 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების მატების მცირე ტენდენცია შეინიშნებოდა. Coinmarketcap-ზე წარმოდგენილმა კრიპტოვალუტების უმრავლესობამ კურსის ზრდის ტენდეცია აჩვენა. ბიტკოინი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ამჟამად, კრიპტოვალუტა 41.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე ფასი კვლავ 45.000 დოლარია. ბიტკოინთან ერთად ასევე გაუმჯობესდა ეთერიუმის მაჩვენებელიც. ეთერიუმის ფასმა 2.700 დოლარის ნიშნული დაიბრუნა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 2.781 დოლარია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი ალტკოინის კურსი დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული. ბაზარზე დომინანტურობის მიხედვით, ბიტკოინი მაჩვენებელი 42.7%-ს, ხოლო ეთერიუმის – 18.1%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 810 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 20 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა