Jump to content
×
×
  • Create New...

20 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1016841082-300x200.jpg

ხუთშაბათს, 20 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების მატების მცირე ტენდენცია შეინიშნებოდა. Coinmarketcap-ზე წარმოდგენილმა კრიპტოვალუტების უმრავლესობამ კურსის ზრდის ტენდეცია აჩვენა.

ბიტკოინი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ამჟამად, კრიპტოვალუტა 41.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე ფასი კვლავ 45.000 დოლარია.

ბიტკოინთან ერთად ასევე გაუმჯობესდა ეთერიუმის მაჩვენებელიც. ეთერიუმის ფასმა 2.700 დოლარის ნიშნული დაიბრუნა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 2.781 დოლარია.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი ალტკოინის კურსი დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული.

ბაზარზე დომინანტურობის მიხედვით, ბიტკოინი მაჩვენებელი 42.7%-ს, ხოლო ეთერიუმის – 18.1%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 810 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

The post 20 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share