Jump to content
×
×
  • Create New...

28 დღე წყალქვეშ


Recommended Posts

  • ფორუმელი

მე გავიზარდე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სამხრეთ საფრანგეთში. სწორედ აქ გავცურე და ჩავყვინთე პირველად შნორკელითა და აკვალანგით. დროთა განმავლობაში ხმელთაშუა ზღვა ჩემს სამუშაო ადგილად იქცა. ვუყურებდი, როგორ ნადგურდებოდა ეს ტურისტებით გადავსებული სანაპირო მშენებლობებით. ვხედავდი, ასევე, ხელუხლებელ სამყაროს დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე, ოღონდ აქამდე ამ სამყაროს მხოლოდ წამიერად თუ შევავლებდი თვალს. აკვალანგით ყვინთვისას ასეთი სიღრმიდან ამოსასვლელად ოთხი-ექვსი საათია საჭირო; წნევის თანდათანობით დაწევას რომ გადაურჩე, დეკომპრესია ნელ-ნელა უნდა მოახდინო. ამიტომ ფსკერზე გამაღიზიანებლად ცოტა დროს ატარებ – როგორც წესი, მხოლოდ ხუთ-ათ წუთს.

05072019-_DSC8296.jpgსიღრმე: 78 მეტრი მარსელის სანაპიროზე კრევეტები (Plesionika narval) შავი მარჯნის ტყეში ტივტივებენ. ეს კრევეტი სიგრძეში დაახლოებით 10 სანტიმეტრს აღწევს და სიგნალებს ანტენების შეხებით აგზავნის. ხმელთაშუა ზღვაში მათ მუცელში პლასტმასის ნაკუწები იპოვეს.

2019 წლის ივლისში გადავწყვიტეთ რაღაც შეგვეცვალა. ჩვენმა ოთხკაციანმა გუნდმა 28 დღე გავატარეთ ჰერმეტულ საცხოვრებელში ბარჟაზე, ხმელთაშუა ზღვაში; ვსუნთქავდით ჰელიუმისა და ჟანგბადის მაღალი წნევის ნარევს და ყოველდღე საყვინთი ზარხუფით ჩავდიოდით ზღვის ფსკერზე. საზღვაო ნავთობინდუსტრიის სატურაციული მყვინთავებივით ვმუშაობდით, მაგრამ თუ ისინი ზარხუფთან იყვნენ დაკავშირებულნი, ჩვენ აკვალანგს ვიცვამდით და ჟანგბადის რეგენერაციული სისტემა  („რებრიზერები~) ამოსუნთქვისას ნახშირორჟანგს ფილტრავდა. ეს ნიშნავდა, რომ შეგვეძლო, ფსკერი თავისუფლად, საათობით შეგვესწავლა.

21072019-_DSC8801-Panorama-2.jpg104 მეტრი კასისის სანაპიროზე გუნდმა რომაული ჩაძირული გემის დანატოვარი ნახა. ხის კორპუსი დალპა, მაგრამ ხომალდის თიხის ჭურჭელი ჯერაც ხმელთაშუა ზღვის ფსკერზეა მიმობნეული. აკვალანგი მყვინთავებს საშუალებას აძლევდა, ზარხუფიდან შორს გაეცურათ.

რადგან ზარხუფიც და საცხოვრებელი კაფსულაც ისეთივე მაღალ წნევას ინარჩუნებდა, როგორც ფსკერი – უფრო ზუსტად, ზედაპირის წნევაზე 13-ჯერ მაღალ წნევას – ყოველი ასვლისას დეკომპრესია არ გვჭირდებოდა.

STOCK_MM9406_28072019-DSC_5207-Modifier_0 მეტრი
ბარჟაზე ლორან ბალესტა (წინა პლანზე) და მისი თანაგუნდელები 5 კვადრატული მეტრის კაფსულაში ცხოვრობდნენ. კაფსულიდან ზარხუფში გადადიოდნენ, იქიდან კი – წყალში.

ეს ლიუკი 2019 წლის პირველ ივლისს მარსელის სანაპიროზე დაიკეტა, მას შემდეგ, რაც წითელ კოსტიუმებში გამოწყობილნი საყვინთ ზარხუფში შევედით პირველი ჩასვლისთვის. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ხომალდით მთვარეზე უნდა გავმგზავრებულიყავით. საოცარი გამოცდილება იყო, როდესაც ზღვის ფსკერზე ქვედა ტამბურიდან გამოვედით: ჩვენ, აკვანავტები, გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ ადგილს ვტოვებდით. დაახლოებით 70 მეტრის სიღრმეზე პირველი ყვინთვის დროს ზარხუფი მუდმივად მხედველობის არეში გვქონდა.

კაცობრიობა ხმელთაშუა ზღვას უკვე ათასწლეულების განმავლობაში კვეთს, მაგრამ მისი ფსკერი ჩვენთვის უფრო უცნობია, ვიდრე ასე დეტალურად კარტოგრაფირებული მთვარე. მთვარისგან განსხვავებით ის, ასევე, სიცოცხლითაა სავსე. ჩვენ ნელა, აუჩქარებლად დავსეირნობდით კალანკის ეროვნულ პარკში. პირველი ჩაყვინთვისას შეგვხვდა ცხოველი, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი: კალმარი Loligo forbesii. ამ სახეობის ორი წარმომადგენელი ზუსტად ჩვენ წინ შეწყვილდა. მამრმა მდედრს ქვემოდან მოუარა და მათ საცეცები ერთმანეთში გადახლართეს; მამრმა ქვედა კიდური, რომლითაც სპერმა მიეწოდება, მდედრის მანტიაში შეაცურა. რამდენიმე წამის შემდეგ მდედრი პატარა გამოქვაბულში შეცურა და განაყოფიერებული კვერცხების გრძელი რიგები გადმოჰკიდა ჭერიდან.

REC8502.jpg3 მეტრი მხარდაჭერის ეკიპაჟის წევრი სედრიკ ჟანტი ყირამალა ტივტივებს ბარჟის ბრტყელ ფსკერზე, საყვინთი ზარხუფის შახტთან. საცხოვრებელ კაფსულასა და ზარხუფში იგივე წნევა შეინარჩუნეს, რაც ზღვის ფსკერზე, შედეგად კი გუნდს ყვინთვების შუალედში დეკომპრესიის გრძელი პროცესის გავლა აღარ სჭირდებოდა.

ეს კალმარები სულ რაღაც სამი წელი ცხოვრობენ და გამრავლების ერთი შანსი აქვთ. რამდენადაც ვიცი, მათი ეს ქცევა აქამდე არავის გადაუღია. პირველი დღისთვის ეს კარგი ნიშანი იყო.

28 დღეში ჩვენმა ბარჟამ, რომელსაც საბუქსირო გემი ნელა მიათრევდა, 550-ზე მეტი კილომეტრი გაიარა მარსელიდან მონაკომდე და უკან. ჩვენ 21 ადგილას ჩავყვინთეთ.

ჩვენი ოთხკაციანი გუნდი – იანიკ ჟანტი, ტიბო რობი, ანტონინ გილბერი და მე – 5 კვადრატული მეტრის სივრცეში ჩვენი ნებით გამოვიკეტეთ. იქ ვისვენებდით, მივირთმევდით ბარჟის ეკიპაჟის მიერ პატარა სარქველში შემოწოდებულ საკვებს და ველოდებოდით შემდეგ ჩაყვინთვას. სწორედ ეს იყო ჩვენი ხსნა. ყოველდღე საოცარ კონტრასტს განვიცდიდით: ფოლადის ამ მოკრუნჩხული კონტეინერის სულის შემხუთველი სიცხიდან ზღვის მყინვარე, უსაზღვრო სიღრმეებამდე, უმოძრაობით გაყინული გონებიდან სიცოცხლით სავსე სიფხიზლემდე, სასოწარკვეთიდან და დეპრესიიდან აღტყინებამდე და ეიფორიამდე. ყოველი დღის ბოლოს გათანგულები ვიყავით და ერთი სული გვქონდა, კიდევ ერთხელ ჩაგვეყვინთა.

კაცობრიობა ხმელთაშუა ზღვას უკვე ათასწლეულების განმავლობაში კვეთს, მაგრამ მისი ფსკერი ჩვენთვის უფრო უცნობია, ვიდრე მთვარის ზედაპირი.

  • STOCK_MM9406_01072019-_DSC0162_PRINT_CMJ
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9406_06092007-Uranoscope-portrai
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9406_25072019-_DSC7759-1024x576.
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

68 მეტრი მარსელის სანაპიროზე პირველი ჩაყვინთვისას ბალესტა იშვიათ სანახაობას შეესწრო: ორი კალმარი Loligo forbesii დახვეწილი ცეკვითა და გადახლართული საცეცებით შეჯვარდა. მამრი ქვემოთაა და გადამწყვეტ მომენტს ელის.

20 მეტრი Promenade des Anglais-ის (ნიცა) მახლობლად ვარსკვლავთმრიცხველი (Uranoscopus scaber) მიწაში წევს და მსხვერპლზე თავდასასხმელად ემზადება. ამ თევზის სიგრძე დაახლოებით 30 სმ-ია.

68 მეტრი კასისის სანაპიროზე წვრილი კრევეტი მარჯნის ტოტს ებღაუჭება. ეს სახეობა, Balssia gasti (მაქს. 2,5 სმ), ძირითადად, მასპინძელი მარჯნის ფერს ეხამება ხოლმე. ამჯერად, ალბათ სხვაგან მოხვდა.

გააზიარეთ ფოტო
  • STOCK_MM9406_01072019-_DSC0162_PRINT_CMJ
  • STOCK_MM9406_06092007-Uranoscope-portrai
  • STOCK_MM9406_25072019-_DSC7759-1024x576.
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

68 მეტრი მარსელის სანაპიროზე პირველი ჩაყვინთვისას ბალესტა იშვიათ სანახაობას შეესწრო: ორი კალმარი Loligo forbesii დახვეწილი ცეკვითა და გადახლართული საცეცებით შეჯვარდა. მამრი ქვემოთაა და გადამწყვეტ მომენტს ელის.

20 მეტრი Promenade des Anglais-ის (ნიცა) მახლობლად ვარსკვლავთმრიცხველი (Uranoscopus scaber) მიწაში წევს და მსხვერპლზე თავდასასხმელად ემზადება. ამ თევზის სიგრძე დაახლოებით 30 სმ-ია.

68 მეტრი კასისის სანაპიროზე წვრილი კრევეტი მარჯნის ტოტს ებღაუჭება. ეს სახეობა, Balssia gasti (მაქს. 2,5 სმ), ძირითადად, მასპინძელი მარჯნის ფერს ეხამება ხოლმე. ამჯერად, ალბათ სხვაგან მოხვდა.

აირის ნარევი, რომელსაც ვსუნთქავდით – 97% ჰელიუმი და 3% ჟანგბადი – სიღრმეებში აზოტური ნარკოზისა და ეპილეფსიური გულყრებისგან გვიცავდა. მან, ასევე, ჩვენი ხმები მაღალ, თითქმის გაუგებარ ყიყინად გადააქცია. ჰელიუმს კიდევ ერთი უცნაური გვერდითი ეფექტი ახასიათებს: ის სითბოს იმდენად კარგად ატარებს, რომ თითოეულ ამოსუნთქვაზე ჩვენი სხეული სითბოსგან იცლებოდა და შიგნიდან ვიყინებოდით. მე ანტარქტიკის ყინულის ქვეშ ღრმად ჩამიყვინთავს ნულოვანზე დაბალი ტემპერატურის წყალში, მაგრამ აქ, ჩემს მშობლიურ ზღვაში, ბევრად უფრო მციოდა. არადა, აქ სიღრმეებშიც კი ტემპერატურა 14 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდიოდა.

LB22329.jpg55 მეტრი პორ-კროს კუნძულის ნაპირთან გადაღებული ლოფიუსის წინხედზე კარგად ჩანს მისი უზარმაზარი ზომა, სანაქებო კამუფლაჟი და გრძელი, ამოშვერილი სატყუარა, რომელსაც ის მსხვერპლის მოსაზიდად იქნევს.

ჩასაყვინთად ისეთ ადგილებს ვარჩევდით, რომელთა სილამაზესა და სიჯანსაღეზეც გვსმენია. მარჯნის რიფები ხმელთაშუა ზღვაში იშვიათია; სამაგიეროდ, აქ 70-120 მეტრის სიღრმეზე ძოწეული წყალმცენარეების მიერ შექმნილი რიფებია. წყალმცენარეები კალციუმის კარბონატს გამოყოფენ, რომელსაც ზოგიერთი ცხოველი – ჭია, მოლუსკი, მარჯანი – ამდიდრებს, ზოგი კი, მაგალითად, ღრუბელა, მიირთმევს.

ეს მუდმივი დაპირისპირება უბეებისა და ნაპრალების რელიეფურ სამყაროს ქმნის, რომელსაც 1650-ზე მეტი სახეობა აფარებს თავს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ პირველად ვნახე ეს ქორჭილასნაირი Callanthius ruber. ლე-ლავანდუს სანაპიროზე ამ პატარა თევზს ფოტო გადავუღე და მე, სავარაუდოდ, პირველი ვარ, ვინც ეს თევზი ცოცხლად მოიხელთა. ასეთი რაღაცები მარწმუნებდა, რომ ჩვენს გიჟურ ძალისხმევას აზრი ჰქონდა.

23072019-_DSC7492.jpg78 მეტრი როდესაც მოცურავეები ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და ხმელთაშუა ზღვაში ამ მედუზას (Pelagia noctiluca) ხედავენ, ცდილობენ, თავს უშველონ. მისი მთელი სხეული და საცეცები მსუსხავი უჯრედებითაა დაფარული. მაგრამ თავად ეს მედუზა ლა-სიოტას სანაპიროსთან შავი მარჯნის ნაკბენითაა პარალიზებული.

ამ ფოტოებზე იმ არსებების მხოლოდ ნაწილს წარმოგიდგენთ, რომლებიც ოთხ კვირაში არაუმეტეს 142 მეტრის სიღრმეზე შეგვხვდნენ. ვნახეთ უცნაური ფორმის, საოცარი ქცევის, მზაკვრული განზრახვების მქონე ცხოველებიც: მაგალითად, Astrospartus mediterraneus,  „გორგონოცეფალიდი~: დახვეულ მდგომარეობაში მისი დიამეტრი 10 სანტიმეტრს ძლივს აღწევს, მაგრამ რომ ვაკვირდებოდი, უსასრულო მკლავები ნელ-ნელა 10-ჯერ დიდ სიგანეზე გაშალა. როდესაც ეს მომაჯადოებელი არსებები ერთმანეთს ხვდებიან, ისინი ხშირად მკლავებს ნაზად გადააჭდობენ ხოლმე. რატომ? ეს ჯერაც არ ვიცით, რადგან, როგორც ზღვის ვარსკვლავები, ისინიც დისტანციურად, შეხების გარეშე მრავლდებიან – გამეტებს დინებას ატანენ.

ვნახეთ უცნაური ფორმის, საოცარი ქცევის, მზაკვრული განზრახვების მქონე ცხოველები.

  • STOCK_MM9406_05072019-_DSC8411-1024x576.
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9406_23032019-DSC_7758-Modifier_
    გალერეის გახსნა
  • STOCK_MM9406_DSC_03072019-_DSC0125-1024x
    გალერეის გახსნა
  • 26072019-_DSC3501-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

78 მეტრი მარსელის სანაპიროსთან, რიფზე, ოქროსფერი სკორპენა კრევეტებს (Plesionika narval) ხარბად ეწაფება – ზოგს იჭერს, ზოგს კი აფრთხობს. „მარჯნის წარმომქმნელ“ რიფებს ძოწეული წყალმცენარეები და სხვა სახეობები აშენებენ.

125 მეტრი დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის ჩიბუხა-თევზს ამშვენებს ვეებერთელა თვალები, რათა ჩაბნელებულ ღრმა წყალში კარგად დაინახოს და გრძელი, უკბილო დინგი, რათა შეიწოვოს კრევეტები და ლოკოკინები.

72 მეტრი იისფერი კაური „გორგონის მარჯანზე“ იმალება. გორგონარიები ხმელთაშუა ზღვაში ხშირ ტყეებად იზრდება და სხვა სახეობებს მასპინძლობს. მათ წყლის ტემპერატურის მატება და ინვაზიური წყალმცენარეები უქმნიან საფრთხეს.

68 მეტრი მზიურა პირს იმდენად ფართოდ აღებს, რომ პატარა თევზებს პირდაპირ სანსლავს. თუმცა, თვითონ სანაპიროს რესტორნების პოპულარული კერძია. ბევრი საკვები ობიექტი მის ფრანგულ სახელსაც ატარებს – St. Pierre.

გააზიარეთ ფოტო
  • STOCK_MM9406_05072019-_DSC8411-1024x576.
  • STOCK_MM9406_23032019-DSC_7758-Modifier_
  • STOCK_MM9406_DSC_03072019-_DSC0125-1024x
  • 26072019-_DSC3501-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

78 მეტრი მარსელის სანაპიროსთან, რიფზე, ოქროსფერი სკორპენა კრევეტებს (Plesionika narval) ხარბად ეწაფება – ზოგს იჭერს, ზოგს კი აფრთხობს. „მარჯნის წარმომქმნელ“ რიფებს ძოწეული წყალმცენარეები და სხვა სახეობები აშენებენ.

125 მეტრი დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის ჩიბუხა-თევზს ამშვენებს ვეებერთელა თვალები, რათა ჩაბნელებულ ღრმა წყალში კარგად დაინახოს და გრძელი, უკბილო დინგი, რათა შეიწოვოს კრევეტები და ლოკოკინები.

72 მეტრი იისფერი კაური „გორგონის მარჯანზე“ იმალება. გორგონარიები ხმელთაშუა ზღვაში ხშირ ტყეებად იზრდება და სხვა სახეობებს მასპინძლობს. მათ წყლის ტემპერატურის მატება და ინვაზიური წყალმცენარეები უქმნიან საფრთხეს.

68 მეტრი მზიურა პირს იმდენად ფართოდ აღებს, რომ პატარა თევზებს პირდაპირ სანსლავს. თუმცა, თვითონ სანაპიროს რესტორნების პოპულარული კერძია. ბევრი საკვები ობიექტი მის ფრანგულ სახელსაც ატარებს – St. Pierre.

142 მეტრის სიღრმის წყვდიადში მზის სინათლის მხოლოდ ერთი პროცენტი აღწევს. სამაგიეროდ, აქ აღარც პლანქტონი გვხვდება, ამიტომ წყალი კამკამაა და სიბნელეშიც კი შეგვიძლია დავინახოთ და გადავიღოთ ფართო სივრცეები. ვილფრანშ-სურ-მერის სანაპიროზე, სადაც ხმელთაშუა ზღვაში ალპები ეშვება და ზღვის ფსკერიც ციცაბოდ ეცემა, თვალწინ უცბად მთამსვლელის პეიზაჟები გადამეჭიმა, მეორე დედამიწაზე, ჩვენი დედამიწის გვერდით.

22072019-_DSC8969-1024x576.jpg
STOCK_MM9406_DSC_17072019-_DSC7077-1024x

(მარცხნივ) 95 მეტრი
„ევროპული მურენები შესაწყვილებლად ზღვის ბნელი სიღრმეებისკენ მიემართებიან“, – წერს ბალესტა. მან წყვილი ლა-სიოტას სანაპიროსთან გადაიღო. გველთევზები ჯერ ერთმანეთს აშტერდებოდნენ, მერე კი გლუვი სხეულებით ერთმანეთს მოეხვივნენ და წყალში სპერმა და კვერცხები მიმოფანტეს.
(მარჯვნივ) 130 მეტრი
რაც უფრო ღრმად ჩადიოდა გუნდი, მით უფრო დიდ ცხოველებს ხვდებოდა. მთვარათევზი (Mola mola) ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ძვლიანი თევზია; ის დაახლოებით ორი მეტრის სიგრძეს აღწევს. ხშირად ღამე ზედაპირზე ადის, მაგრამ დღის უმეტესობას სიღრმეებში ატარებს – ალბათ იმიტომ, რომ აქ მსხვერპლის პოვნა უფრო მარტივია. შესაძლოა, აქ მას ნაკლებადაც აწუხებენ.

ეს ორი სამყარო ურთიერთდაკავშირებულია. ზღვის ფსკერის მიწა, რომლის ნიმუშებიც ავიღეთ, შეიცავდა პესტიციდებს, ნახშირწყალბადს, კანცეროგენურ პოლიქლორირებულ ბიფენილს. წყალი ზედაპირზე სავსეა ხმაურითა და ადამიანის საქმიანობით. ჩვენი შემხვედრი დიდი ცხოველები – გიგანტური ზღვის ეშმაკი, დრაკონისებრი ზღვის გველთევზა, სქელი ომარი – როგორც ჩანს, სწორედ ამ ფუსფუსს გაექცნენ ზღვის სიღრმეებში. აქ ხმელთაშუა ზღვა ისევ ხარობს. მისი გული ისევ ცემს. მაგრამ როგორ მომავალს ვუმზადებთ მას?

ფოტოგრაფსა და ბიოლოგ ლორან ბალესტას ჩაუყვინთავს გაშმაგებულ ზვიგენებთან ერთად პოლინეზიაში, ყინულის ქვეშ ანტარქტიკაში და ცელაკანთებთან ერთად სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე; თავისი მოგზაურობების შესახებ იგი National Geographic-ის მკითხველებს უამბობს.

The post 28 დღე წყალქვეშ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   38 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 37 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(1)