Jump to content
×
×
  • Create New...

ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კურსის დაცემის დროს ბიტკოინის შესყიდვა გაიზარდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

19 მაისს ბიტკოინის ისტორიაში კურსის ყველაზე სწრაფი  მაქსიმალური ვარდნა და აღდგენა დაფიქსირდა. სულ რაღაც 14 საათში კურსი 42000$-დან 30000$-მდე ჩამოვიდა და შემდეგ ისევ აღდგა.

კომპანიების FalconX-ისა და Genesis Global Trading-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი პლატფორმებით მოსარგებლე ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა კურსის ვარდნის დროს ბიტკოინის ყიდვა დაიწყეს.

FalconX-ის ინსტიტუციონალური გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის, აია კანტოროვიჩის (Aya Kantorovich) განცხადებით, პლატფორმაზე აქტივების მმართველი კომპანიების მხრიდან ბიტკოინის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანალოგიური მონაცემები წარადგინა კომპანია Genesis Global Trading-მა. კომპანიის განცხადებით, დიდმა ჰეჯ-ფონდებმა ბიტკოინის მასიური შესყიდვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფასი 35000$-მდე ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლების აზრით ბიტკოინის კურსის ასეთი მკვეთრი ვარდნა პოზიციების კასკადური ლიკვიდაციით იყო გამოწვეული. პორტალ Bybt-ის მონაცემებით კრიპტოვალუტის ფიუჩერსების ლიკვიდირებული პოზიციების მოცულობამ 8.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ცოტახნისწინ ცნობილი გახდა, რომ აქტივების მმართველმა კომპანიებმა ეჭვის შეტანა დაიწყეს იმაში, რომ ბიტკოინი სანდო აქტივების კლასს შეუერთდება. ისინი შიშობენ, რომ რეგულატორები კრიპტოვალუტების მიმართ დამოკიდებულებას გაამკაცრებენ.

წყარო: https://bits.media

 

 

The post ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კურსის დაცემის დროს ბიტკოინის შესყიდვა გაიზარდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share