Jump to content
×
×
  • Create New...

BlockFi-იმ ბონუსები შეცდომით GUSD-ის მაგივრად ბიტკოინებში დარიცხა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის საკრედიტო სერვისის, BlockFi-ის რამდენიმე მომხმარებელმა აქციის ფარგლებში GUSD-ის მაგივრად ბიტკოინები მიიღო. აქცია „paid out in one lump sum in GUSD“ მომხმარებლებისთვის საჩუქრად სტეიბლკოინების გადაცემას გულისხმობდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩარიცხული 700 BTC-ის სქრინშოთი გაასაჯაროვა, რაც მიმდინარე კურსით 28.5 მილიონ დოლარს უტოლდება.

თავდაპირველად, მომხმარებლებს ბიტკოინების გამოტანა შეეძლოთ, მაგრამ მოგვიანებით, თითოეულ მათგანს მიღებული ციფრული მონეტების დაბრუნების თხოვნით წერილი მიუვიდა. შეცდომით ჩარიცხული ბიტკოინების დაბრუნებისთვის 500 და 1000$-ის ოდენობით ჯილდო დააწესეს. დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი სერვისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვით დაიმუქრა.

როგორც ჩანს, BlockFi სერვისის გაუმართაობას განიცდის. Reddit-ის ფორუმზე განთავსებულია უკმაყოფილო მომხმარებლების უამრავი საჩივარი, ისინი ვაჭრობისა და თანხის გამოტანის სირთულეებზე საუბრობენ. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელის განცხადებით, სერვისის წარმომადგენლებმა მას დარიცხული მონეტების გამოტანაში დასდეს ბრალი, როცა სინამდვილეში მან მხოლოდ საკუთარი USDC ტოკენები გამოიტანა.

BlockFi-ის პრობლემები მარტშიც ჰქონდა. სერვისი იძულებული გახდა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია ჰაკერის შეტევის გამო შეეჩერებინა. ჰაკერმა რეალური საფოსტო მისამართებით 1000-მდე ახალი ექაუნთი დაარეგისტრირა, სადაც სახელისა და გვარის გრაფაში რასისტული და უწმაწური გამონათქვამები გამოიყენა.

წყარო: https://bits.media

 

The post BlockFi-იმ ბონუსები შეცდომით GUSD-ის მაგივრად ბიტკოინებში დარიცხა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share