Guest Merlin Posted 19 მაისი, 2021 Posted 19 მაისი, 2021 მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის მთავრობამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით შესაძლოა, თავის პოზიციას გადახედოს. ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა სადისკუსიო პანელის შექმნა. ახალი პანელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექნოლოგიური გაძლიერების მიზნით Blockchain-ის გამოყენების შესასწავლად და კრიპტოვალუტების რეგულირების განსახილველად. პანელის შექმნის იდეასთან ერთად გამოითქვა სურვილი, რომ პანელის წევრებს შეეძლებათ ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ შემოთავაზებული ციფრული რუპიის პროექტზე მჭირდროდ თანამშრომლობა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა და კორპორაციულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ანურაგ თაკური სადისკუსიო პანელის ერთ-ერთ წევრად განიხილება. ანურაგ თაკურიმ და ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა ადრე განაცხადეს, რომ მთავრობას ურჩევნია ციფრული სექტორის დარეგულირება, ვიდრე კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვა. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ 2018 წელს ქვეყანაში მოქმედ ყველა ბანკს მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტით მომსახურების გაწევა აუკრძალა. თუმცა იმავე წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ინდოეთის სარეზერვო ბანკის მოთხოვნა, რომელიც კრიპტოვალუტის კომპანიებთან დაკავშირებული საბანკო მომსახურებების აკრძალვას ითვალისწინებდა. The post ინდოეთის მთავრობამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით შესაძლოა, თავის პოზიციას გადახედოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა